x
image
Yoona
Mediator image
როცა ქრონიკული დაავადება ვარსკვლავობაში ხელს არ გიშლის: ცნობილების ისტორია უჩვეულო დაავადებებით
ისინი ლამაზები, თავდაჯერებულები, კაშკაშები არიან და ეკრანზე ყოველთვის ბედნიერები და კმაყოფილები ჩანან. საქმე ცნობილ ადამიანებს ეხებათ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთები როგორიც ჩვენ, და ცხოვრებისეული პრობლემები მათთვის უცხო არაა. ეს ჯანმრთელობას ეხება.

ბევრი ახერხებს, რომ დაავადება აკიდებულ იდეად აქციოს, მაგრამ ცნობილი პიროვნებები მათთან ბრძოლას ცდილობენ, სხვებს საკუთარ ძალას და შეუპოვრობას უჩვენებენ.

image

ვარსკვლავები არ მალავენ, არამედ პირიქით, თავის თაყვანისმცემლებს უსიამოვნებების შესახებ ინფორმაციას უზიარებენ.


აი, რამდენიმე მათგანი:

1. ბონო: გლაუკომა

image

ჯგუფ U2-ის თაყვანისმცემლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ სოლისტი ბონო პრაქტიკულად ყოველთვის მზის დამცავ სათვალეს ატარებს. სამწუხაროდ, საქმე არა მოდურ ტენდენციებს, არამედ აუცილებლობას ეხება - როკერს უკვე 20 წელზე მეტია გლაუკომა აწუხებს. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც მუდმივად ან პერიოდულად თვალის წნევის ზრდა ახასიათებს. ასეთი დაავადების დროს სინათლის მიმართ მგრძნობელობა მატულობს. ბონო სათვალეს შენობაშიც კი არ იხსნის.


2. მაიკლ ჯეი ფოქსი: პარკისონის დაავადება

image

დღესდღეობით პარკისონის დაავადება განუკურნებადია, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების შემდეგ მეორე გავრცელებული დაავადებაა. მაიკლ ჯეი ფოქსმა დაავადება 30 წლის ასაკში აღმოაჩინა. გარკვეული დრო განმარტოებაში გაატარა, მოგვიანებით კი მთელ სამყაროს თავისი უსიამოვნების შესახებ უამბო. კერძოდ, მან ამ დაავადების ბრძოლის ფონდი შექმნა.


3. დეივიდ ბეკჰემი: ასთმა

image

ფეხბურთელი, რომელიც ასთმით იტანჯება - ეს ნამდვილი სენსაციაა! ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ბეკჰემთან მას შემდეგ, რაც ფოტო, სადაც ინჰალატორს იკეთებს, პაპარაცის ხელში მოხვდა. აღიარება მოუწია, სადაც ამბობს, რომ დაავადება პროფესიონალურ კარიერაში ხელს არ უშლის. ასთმა - ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც 230 მლნ-ზე მეტ ადამიანს აწუხებს.


4. დეიზი რიდლი: ენდომეტრიოზი

image

თავისი დიაგნოზის შესახებ დეიზიმ 15 წლის ასაკში გაიგო. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად 8 წლის შემდეგ დაავადებამ კვლავ თავი იჩინა. ამის შესახებ მსახიობმა თავის სოციალურ ქსელზე თქვა, რომ მსგავსი გინეკოლოგიური დაავადებისთვის ყურადღება მიეპყრო.


5. მელანი გრიფითი: ეპილეფსია

image

კიდევ ერთი გავრცელებული დაავადება. ამ დაავადების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს დიაგნოზის შესახებ წარმოდგენა პირველ სერიოზულ შეტევამდე არ აქვთ. გრიფითმა დაავადების შესახებ შემთხვევით გაიგო. მან საზოგადოებას დაავადების შესახებ არ დაუმალა და ამ საშინელი დაავადების მიმართ ყურადღება მიიზიდა.


6. ტომ ჰენქსი: დიაბეტი

image

2013 წელს ტომს მე-2 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდობაში მსახიობი ჯანმრთელობას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. ზოგჯერ მას როლისთვის წონის მომატება და დაკლება უწევდა. ყველა ამ ფაქტორმა მისი დაავადების წარმოშობაზე გავლენა იქონია. ახლა ტომ ჰენქსი კვებას ყურადღებას აქცევს, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს და სპორტით დაკავებულია.


7. ზოი სალდანა: აუტოიმუნური თირეოდიტი

image

„ავატარის“ ვარსკვლავი დაავადებას ახალგაზრდობაში შეეჯახა. აუტოიმუნური თირეოდიტი ან ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებითი დაავადება, ასევე ცნობილი როგორც ჰაშიმოტოს თირეოდიტი, ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების წარმოების შემცირებას იწვევს. ის დაავადებას არ მალავს, არამედ ამ უსიამოვნების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.


ასევე დაგაინტერესებთ:

„მე ვიცი დღე, როცა აღარ ვიქნები“ – 6 ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს

image

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცები აირჩიეს და აი, 25 გამარჯვებული

image

ნახეთ, ვინ იყო ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი, როცა თქვენ დაიბადეთ

image

როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე

image


0
1799
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1799