x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
თქვენ ვერ ამოავლებთ ტალახში ლელა კაკულიას სახელს. გეშინოდეთ!

image

(გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის ნაწილობრივ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 30 )
2008 წელი, 15 სექტემბერი
რუსეთის მთავრობას არაფერი გამოუვა. რუსეთის დრო საქართველოში ამოიწურა. ისინი გავლენ საქართველოდან და ყოველივე აღსრულდება ასი პროცენტით.
მალე „სამხრეთ ოსეთი“ შეიცვლება ნამდვილი სახელით „სამაჩაბლოთი“. ვხედავ, ამას ჯერ ისტორიულად დაამტკიცებს საქართველო და მერე მთელ მსოფლიოში გაავრცელებს.
„ყოველივეს თავისი სახელი დაერქმევა. ყველას ნიღაბი აეხდება და სიმართლე იზეიმებს!“ — ამბობს უფალი, ვხედავ.
კოსმოსთან და მის ენერგიებთან მიწიერი ძალები ვერას გახდებიან. ვხედავ, მთელი მსოფლიო იყვირებს, რომ ეს არ არის „სამხრეთ ოსეთი“, რომ არსებობს ერთი ოსეთი — ჩრდილოეთში, დედაქალაქ ორჯონიკიძით. ამიტომ ეს არის ასმაგი დანაშაული რუსებისა და ასევე ოსებისა — ძირძველი ქართული მიწების მითვისება. 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში ავტონომიები აღარასდროს იარსებებს. ვხედავ ერთიან, თავისუფალ საქართველოს.
ვხედავ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები არასდროს დათბება. დასავლეთი გამალებული ეძებს გზებს, რომლებიც „დიდ რუსეთზე“ დამოკიდებულების პრობლემებს გადაუწყვეტს. დასავლეთს, ვხედავ, კოსმოსი გაუხსნის ყველა გზას და ისინი არ იქნებიან ენერგორესურსების გამო უშუალოდ რუსეთზე დამოკიდებულები. მოკლედ, რუსეთმა მთელი მსოფლიო გადაიკიდა და ძველ ურთიერთობებს ვეღარ აღადგენს. მათ არავინ დაუჯერებს (თუმცა, არც არასდროს უჯერებდნენ).
ვხედავ დასავლელ სამშვიდობოებს, რომლებიც აფხაზეთშიც შევლენ და სამაჩაბლოშიც, მიუხედავად რუსეთის დიდი ავანტიურებისა და მცდელობებისა. დიახ, ისინი მთელ საქართველოში იქნებიან.
რუსეთის მთავრობის განცხადებები, მკაცრი გაფრთხილებები საპნის ბუშტებივით სკდება. იმას, რისიც ქართველ ხალხს ეშინია, რომ რუსეთი ისევ შემოიჭრება, დაგვბომბავს და ა.შ. მე არ ვხედავ. რუსეთმა დიდი შეცდომები დაუშვა — გამოუსწორებელი შეცდომები და პასუხსაც აგებს!
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: ვხედავ, რომ ჩრდილოეთი იწვის, რუსის ჯარი გარბის საკუთარი მიწის დასაცავად. ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მოსკოვი. დაიმახსოვრეთ: დღე არ გავა, რომ მუსლიმებმა ტერაქტი არ მოუწყონ.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსი ანალიტიკოსები ძალიან სუსტები არიან. ეს უკვე კარგად გამოჩნდა და მომავალში კიდევ უფრო გამოჩნდება. კრემლის პოლიტიკური ანალიზები ნულის ტოლი. ამას თვითონაც ხვდებიან და იწყებენ დიდ ცვლილებებს. მაინც არაფერი გამოუვათ. რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით იმარჯვებდა ყოველთვის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არარუსი ეროვნების მეთაური და მთავრობა ჰყავდათ.
ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. სულაც არ მაინტერესებს, რუსებს ვუყვარვართ თუ არა, მოსწონთ თუ არა საქართველო.
ჩემო საყვარელო საქართველოვ, უფალს უყვარხარ და ვხედავ, გადარჩები კოსმიური ძალების მეშვეობით!
საქართველო უდიდეს სიმდიდრეებს ფლობს, ისეთს, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით.
ყოველივე მალე დასრულდება, ბოროტება განიდევნება ქართული მიწიდან. რუსეთი საქართველოს ვერ დაშლის — ვერ მოგვერევა! რაც უნდა მოიმოქმედონ რუსებმა, ვიმეორებ, მათ იმხელა პრობლემა ექმნებათ, რომ ანალიტიკოსებიც ვერ წარმოიდგენენ.
დიახ, ვხედავ, რომ საქართველოს ძლიერი ჯარი ეყოლება და ეს საჭიროა, რათა თავი დავიცვათ რუსი ოკუპანტებისგან. ისინი ოსმალებზე, მონღოლებსა და სხვა ისტორიულ მტერბზე უფრო საშიშნი არიან. ამ ყოველივეს დრო კიდევ უფრო გამოაჩენს და ასე იფიქრებს მთელი საქართველო. ურთიერთობები დათბება თუ არა, ამას მნიშვნელობა არც აქვს. ვხედავ, მომავალში საქართველო რუსეთს არ ენდობა, უფრო ფრთხილები ვხდებით და ვეთამაშებით იმგვარ პოლიტიკას, როგორსაც იგი იმსახურებს. რუსეთს არც წარსულში ვენდობოდით და მით უმეტეს მომავალში, იგი საქართველოს #1 მტრად მოიაზრება!
მსოფლიოს მიაჩნია, რომ ნატო უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძლიერი, რათა დაიცვას წევრი ქვეყნები. ვხედავ, ხვდება დასავლეთი, რომ მსოფლიოსთვის, მათ შორის, დასავლეთისთვის, ყველაზე საშიში მტერი — ეს რუსეთია.
ვხედავ, რუსეთი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობები დააწყოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. რუსული ამბიციებისა და უტვინობის გამო, დასავლეთსა და რუსეთს შორის კაი ხნით გადაიდება ურთიერთობების დათბობა. ეს ყოველივე კი საქართველოს მხარს უმყარებს. ნახოს დასავლეთმა, თუ ვინ არიან რუსები, რომ მათი ნდობა არ შეიძლება და რა არის სიმართლე. რუსეთმა კი არ დაივიწყა, არამედ არ იცის, რომ ისინი არიან აგრესორი ფაშისტები და ვხედავ, დასავლეთი ამას მწარედ იწვნევს.
ამერიკა საკუთარ გეგმებს განახორციელებს, რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებს. ვხედავ, რუსული სამხედრო გემი, ასე ვთქვათ, გაქრება. რუსები განგაშს ატეხენ, რომ ეს ამერიკელების ბრალია. ამერიკა კი პასუხობს, რა უნდა რუსულ გემებს ამირიკის წყლებშიო? ვხედავ, რუსეთი თავს ვერ გაიმართლებს.
რუსეთის მოკავშირეებსაც ამერიკა მოამწყვდევს იზოლაციაში, თუმცა ისინი ვერ ბედავენ და არც სურთ, ვხედავ, დაიჭირონ რუსეთის მხარე. რუსეთი აზიის ქვეყნებს არ სჭირდებათ, იმიტომ რომ არ ენდობიან და მაგალითად საქართველო მოჰყავთ. ასეა, რუსეთმა საკუთარი ხელით დაისამარა თავი. ვხედავ, შედეგებს ნელ-ნელა, მაგრამ მწარედ იმკის. ვხედავ, კრემლის წინ უდიდესი მიტინგს. ხალხი ყვირის, რომ პრეზიდენტი გადაგეს.
რუსეთს ენერგორესურსები არ შველის. მათი ფასები კატასტროფაა, ნულს გაუტოლდება. ამაში ამერიკის ხელიც ურევია და ასევე დასავლეთის რამდენიმე წამყვანი, ძლიერი ქვეყნისაც. რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ. რუსეთის მთავრობას ძლიერი ისტერია სჭირს, ვხედავ.
რაც შეეხება რუსეთის არმიას, ვხედავ, ის ნატოს შეიარაღებულ ძალებს ვერასდროს გაასწრებს. საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ლოზუნგი: „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!“ მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ვხედავდი, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ გაუსწრებდა ამერიკას. დღესაც იგივე მდგომარეობაა და მალე ამ ლოზუნგს ისევ გამოფენს მოსკოვი.
2008 წელი, 20 სექტემბერი
რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო შევა ნატოში. უბრალოდ, ამას ვერ ეგუებიან და არ უნდათ, დაიჯერონ მწარე რეალობა. ძალიან სულელურ, არაპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ. ამით რუსეთი უდიდეს, უზომოდ დიდ დარტყმას მიაყენებს საკუთარ თავს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება.
„ესენგეში“ შემავალი რესპუბლიკები ჯერ ჩუმად გამოთქვამენ უკმაყოფილებას რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მერე კი, ვხედავ, რომ ხმამაღლა იტყვიან უარყოფით აზრს. ეს ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება კრემლისთვის; ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ „ესენგე“ იშლება.
ის იმედები, რაც რუსეთს ჰქონდა, ვხედავ, გაუცრუვდება. მათი გათვლები არასწორია. კიდევ ვიმეორებ: რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ შეიერთებს!
ვხედავ, თბილისი ცენტრია კავკასიელ ხალხთა შეკრებებისა. ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ თბილისში შეიქმნებოდა კავკასიის ხალხთა ცენტრი. ვხედავ, დიდი მუშაობა წავა ამ მიმართულებით. იმართება დიდი შეხვედრები, მოლაპარაკებები და რუსეთი, თვალდახელშუა, მიიღებს უზარმაზარ კავკასიურ ორგანიზაციას, მოძრაობას, რაც ვერ წარმოუდგენია.
ვხედავ, კავკასიელებს არ ეშინიათ რუსეთისა. კავკასია ერთიანდება მოთხოვნით, დაარსდეს ერთიანი კავკასიური რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქიც იქნება თბილისი. ეს არის უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის და ამ პროცესებს იგი ვერ შეაჩერებს. რუსეთს ისინიც უღალატებენ, ვისზეც ფიქრობდა, მხარს დამიჭერენო.
კავკასია მთლიანად გადმოანთხევს და დაანახებს ყველას უდიდეს სიძულილს რუსების მიმართ. ვხედავ, წავა დიდი ბრძოლები. ჩრდილოეთი იბრძვის! ამას ოცი წელია ვხედავ და ისინი რუსეთს უდიდეს დარტყმას მიაყენებენ.
ამავე დროს ვხედავ, რომ შუა აზიის მუსლიმებიც იწყებენ გაერთიანებასა და ასევე „ესენგედან“ გასვლას. ამერიკის გეგმა „კავკასია და შუა აზია“ მათი ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება, ვხედავ, ასი პროცენტით.
რუსეთმა რაც დათესა, იმას იმკის. შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული ფლოტი, ვხედავ, ვერ განლაგდება. ყველაფერი დროებითია. ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე შავ ზღვაზე ქართული ფლოტის არსებობა და წყალქვეშა ნავიც. რუსული ხომალდები იქ დროებით ვიხილე, თორემ არავითარი ფლოტი არ დამინახავს. წინასწარმეტყველება კი ყოველთვის სრულდება. ვერაფერი და ვერავინ ვერ გაექცევა მას.
ვხედავ, როგორ იძირება „დიდი რუსეთი“. იწყება დიდი შიდაპოლიტიკური არეულობები. პრეზიდენტმა და პრემიერმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე. დიდი გამოსვლები იწყება, ვხედავ, და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. არავის აღარ ეშინია, ყველა თავის აზრს გამოთქვამს. წითელ მოედანზე, ვხედავ, უამრავი ხალხი იკრიბება და ყვირის: „ძირს პრეზიდენტი!“ ეს ძალზე სერიოზულია, ვხედავ. რუსეთის სახელმწიფო, ანუ ხელისუფლება ძალას კარგავს. ვხედავ, საკუთარი ბოროტება მათვე აღრჩობთ. მთელი რუსეთი ხვდება და ხედავს, რომ პრეზიდენტი უნდა მოაშორონ და ვხედავ, მოაშორებენ კიდეც. რუსეთის გერბი — ორთავიანი არწივი, შუაზე იხლიჩება, იმსხვრევა.
ვხედავ, უკრაინაში მდგომარეობა რთულდება, მაგრამ რაც ამ სახელმწიფოზე ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ზუსტად ასრულდება. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ვხედავ, იულია ტიმოშენკო ყოველთვის იყო და ახლაც არის კრემლის აგენტი. ამის დანახვა შეიძლებოდა, ფაქტები ყოველთვის იყო და ახლაც არის. თუმცა ეს ქალი მალე გაქრება უკრაინის პოლიტიკიდან. ხალხი მას, უბრალოდ, არ აჰყვება, ხალხი ტიმოშენკოს უარყოფს. იგი წააგებს.
მე საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდა. მართალია, იგი ვერ იჯერებს და კვლავ განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ პოლიტიკას დიდი კრახით დაამთავრებს.
მომავალში, ვხედავ, მთავრობის ბევრი წარმომადგენელი და პოლიტიკოსი დატოვებს პარლამენტსა და თანამდებობებს. ბევრი გაქრება, რჩება ის, ვინც ღირსია. ეს ცვლილებები უდიდესი შვებაა ჩემი საქართველოსა და ქართველებისთვის. ეს არის ერის გადარჩენა, იმიტომ, რომ მოდიან საქმის მართლა მცოდნე პოლიტიკოსი მეცნიერები, მეცნიერი მინისტრები და „გიორგი ბრწყინვალე“.
სიკეთე და სიმართლე კოსმოსში არ იფანტება, არ იმალება. იგი ასჯერ მეტი სიძლიერით ბრუნდება დედამიწაზე. ასევეა ბოროტების შემთხვევაშიც. ამიტომაა, რომ რუსეთმა ის, რაც ჩემი ერისთვის, საქართველოსთვის მოინდომა — მიწის პირიდან აღგვა და განადგურება — საკუთარ სახლში, შუაგულ რუსეთში აუფეთქდება, ანუ უკან დაუბრუნდება.
იცოდეთ, რომ საქართველოს, ჩემს პატარა ქვეყანას ვერავინ მოერევა. ეს დაცვა კოსმოსიდან მოდის და შეუძლებელია მისი გარღვევა. სანამ იარსებებს დედამიწა, იარსებებს ჩემი საქართველოც. ამას ვიმეორებ ყოველთვის.
რუსეთის შავი გეგმების გატარებას, მერწმუნეთ, კოსმოსი არ დაუშვებს!
ვხედავ, ამერიკა პირდაპირ შეტევაზე გადადის, რუსეთს არ დაუთმობს არაფერს. ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთს უკან დაახევინონ, რათა აჩვენონ მსოფლიოს, თუ რომელია წამყვანი ქვეყანა, რომ ნატო — ეს არის მშვიდობის გარანტი და რუსეთის აგრესორობა ვერ დააშინებს მსოფლიოს.
კრემლი ცდილობს აღადგინოს ძველი ურთიერთობები დასავლეთთან. უპირველესად, ვხედავ, ცდილობს მიიმხროს დასავლეთი და ამერიკას დაუპირისპიროს. ამაზე რუსები გამწარებულები მუშაობენ, მაგრამ მათ, ვხედავ, არაფერი გამოუვათ. რუსები დასავლეთთან ჩაკეტილ კარს (რომელიც თავადვე ჩაკეტეს) ვეღარ გააღებენ.
საინტერესო ფაქტი: ვხედავ, როგორ იძირება რუსული გემები ოკეანეში. ამერიკელები, ვხედავ, პირდაპირ მოქმედებენ, არავის უთმობენ. ისინი დიდ დარტყმებს მიაყენებენ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთს მიემხრობიან. პოლიტიკურ პატარ-პატარა ომებსაც არ მოერიდება.
ყველა ხვდება, რომ რუსებთან არც მოლაპარაკება შეიძლება და თანამშრომლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვხედავ, გერმანია ერთს წამოიკნავლებს, მაგრამ პარტნიორები ხმას ჩააწყვეტინებენ. რუსული ენერგორესურსები, ვხედავ, არავის სჭირდება.
რუსეთის ეკონომიკა, ვხედავ, ნულს უტოლდება და მთავარი: მილიარდერები კოტრდებიან. დასავლეთი და ამერიკა ისეთ დარტყმას მიაყენებენ რუსეთს, რომ ვერც კი წარმოიდგენენ.
2008 წელი, 23 სექტემბერი
ვხედავ, საქართველოს შიდაპოლიტიკა ახლო მომავალში არავის აინტერესებს. რატომ? იმიტომ რომ მსოფლიოს ბედი საქართველოში წყდება, ქართველებო. მთელი ყურადღება ჩვენი პატარა ქვეყნისკენაა მომართული და ვხედავ, ამით კოსმოსმა რუსეთის აგრესიისგან გვიხსნა. მომავალში ამაზე ბევრს ისაუბრებენ ისტორიკოსები.
შიდაპოლიტიკა კი იყინება. განიხილება მხოლოდ ერთი საკითხი: ნატოში დროულად შესვლა! მერე ყველაფერი დაეწყობა.
საქართველოს ისეთი კოსმიური ენერგიები იცავს, ადამიანებს ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნატო — ეს კოსმიური ენერგიის გამოსახულებაა დედამიწაზე საქართველოს დასაცავად.
„დიდი რუსეთი“ კი კატასავით ზურგზე არ ეცემა. დღეს საქართველოში მათი მოძრაობა და პოლიტიკა გედის უკანასკნელ სიმღერას ჰგავს. მეღიმება პუტინის სიტყვებზე, ასე იყო კავკასიაში და ასეც იქნებაო. ბატონო პრეზიდენტო, რატომ ხართ ასე დარწმუნებული? თუმცა, ვხედავ, რომ პუტინი უფრო თავს იწყნარებს და რასაც ამბობს, თვითონაც არ სჯერა, მერწმუნეთ.
მთავარი, რაც მინდა იცოდეს საქართველომ და ჩემმა ხალხმა, ის არის, რომ საქართველო არც პოლიგონია და არც ომის ცენტრი. საქართველოში კი დაიწყო რუსეთის აგრესია, მაგრამ ამ ყოველივეს მუსლიმები რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე დაუბოლოვებენ.
რუსული ჯარი და შეიარაღება ახლოსაც ვერ მივა ამერიკულთან და დასავლურთან. რუსეთის მთავრობაში ყველა ჟირინოვსკია, ჭკვიანი პოლიტიკოსი არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ. ამიტომ არიან ისინი საშიშები. შეხედეთ დღეს ვინ ზის კრემლში: სიშავე და ბოროტება, ამბიციურები, ღვარძლით სავსე „კოლექტივი“, „ამხანაგები“, წარსულის გადმონაშთები — აი, ვინ არიან რუსეთის მთავრობაში.
ის ბოღმა და ღვარძლი, რაც რუსეთმა საქართველოში გადმოანთხია, უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ. ვხედავ, რუსი ხალხი მალე მიხვდება, რომ თუ ეს „ორთავიანი არწივი“ არ მოაშორეს, რუსეთი უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ვხედავ, როგორ იშლება რუსეთის იმპერია; ვხედავ ისევ, როგორ იწვის ჩრდილოეთ კავკასია. რუსეთს ყოველივე ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება და ეს მოხდება ძალიან მალე; გაფრთხილებთ, ძალიან მალე!
ვხედავ, ამერიკა არ დაუთმობს რუსეთს. ევროპაც მიბმულია და უკან ვერ დაიხევს. რუსეთი კი იქით იმუქრება. მათი ქმედებები ყველა ზღვარს სცდება და პასუხიც დასავლეთიდან აღარ დააგვიანებს. იმდენ შეცდომებს დაუშვებს რუსეთი, რომ დამკვირვებლების გაოცებას საზღვარი არ ექნება. რუსეთის სიცრუე და ტყუილები ვერ დაიმალება; რაც უნდა სცადონ, მაინც იმხილებიან. განსაკუთრებით ამერიკაა ჩასაფრებული.
„რუსეთი უნდა დაიშალოს!“ — აი მთავარი გეგმა ამერიკისა და დასავლეთისა. ისინი ძალიან ტექნიკურად მოქმედებენ, რუსების უზრდელობასა და უხეშობას კი, ვხედავ, საზღვარი არ აქვს. თავი მაღლა უჭირავს ორთავიან არწივს, ჩვენ ვერავინ მოგვერევაო. უკვე უკონტროლოდ მოქმედებენ, ვეღარ აზროვნებენ და ყველაფერში, რაც მათთვის წამგებიანია (და წააგებენ კიდეც!), იმას ხედავენ, რომ მოსკოვი გაიმარჯვებს. რუსულ პოლიტიკას ვერავინ დაამარცხებსო, ფიქრობენ. ვერ ეგუებიან წაგებას. მათი აზრით, რუსეთის იმპერია უძლეველია და მალე ყველას თავის ადგილს მიუჩენენ და ნებისმიერ შემთხვევაში, დაამარცხებენ.
რუსები აგრესორებად რჩებიან მსოფლიოს თვალში. წარსულშიც ასე იყო და რუსეთი, ვხედავ, ვერც მომავალში გამოასწორებს ურთიერთობას ამერიკასთან. პირიქით, რუსები თუ არ შეჩერდნენ, კარიბის ზღვაში მდგარი მათი სამხედრო გემები, ვხედავ, როგორ ჩაიძირებიან ერთმანეთის მიყოლებით.
კრემლის მეგობარი უგო ჩავესი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მე მას ვეღარ ვხედავ მომავალში — გააქრობენ! ვენესუელას სხვა პრეზიდენტი ეყოლება, ვხედავ. ამერიკა მყარ პოლიტიკას გაატარებს და ამას ვერავინ შეუშლის ხელს.
ვიმეორებ: რუსეთი ვერ მიაღწევს საქართველოს მიწების მითვისებას.
ზუსტად აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაიდგმება ამერიკული რაკეტები, ზუსტად იქ ჩადგება ნატო!
ვხედავ, რუსეთი გალიაში გამოსამწყვდევ გიჟს ჰგავს. ჰოდა დასავლეთი და ამერიკა შეძლებენ ამას — რუსეთს გალიაში კაი ხნით გამოამწყვდევენ; ზედ ნიკარაგუასაც მიაყოლებენ. ვიმეორებ, რუსეთმა წააგო. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით!
2008 წელი, 26 სექტემბერი
რუსეთსა და ჩინეთს შორის მშვიდობასა და თანამშრომლობას ვერ ვხედავ. მათი ურთიერთობა პოლიტიკურ საკითხებში ვერ აეწყობა. ისინი მოსაჩვენებლადაც კი ვერ შეძლებენ ურთიერთობებს. მათ შორის არის რაღაც შეთანხმებები, მაგრამ რუსეთი ძალიან მცდარ პოლიტიკას გაატარებს ჩინეთთან დაკავშირებით და ვხედავ, წააგებს ამ პოლიტიკურ თამაშში.
ვხედავ, ჩინეთს დასავლეთი და ამერიკა უფრო აინტერესებს, ვიდრე რუსეთის დაშლილი იმპერია. მათ შორის დავა ტერიტორიებთან დაკავშირებით ატყდება ბოლოს, ვხედავ. ჯერ თანხმდებიან, მერე კი იწყება დიდი პოლიტიკური სკანდალები.
რუსები მიწებს კარგავენ. დიდ ჭირს მოუვლენს მათ კოსმოსი ჩინელების სახით. რუსებს ამბიციები ახრჩობთ და ჩაიხრჩობიან კიდეც. ჩინელები კალიებივით მოედებიან რუსეთის მიწებს. მეტად სასაცილოა. ჩინელებმა მიწები დროებით ითხოვეს რუსეთისგან და ყველაფერს, რასაც იქ გააკეთებენ და ააყვავებენ, მერე უკან დაუბრუნებენ.
მოკლედ, მომავალში რუსეთს ჩინეთზე დიდი მტერი არ ეყოლება. დრო არ ვიცი. ძალიან შორს გადაიწევს ეს ხედვა, მომავალში, მაგრამ ჩინეთ-რუსეთის ტერიტორიული ომი აუცილებლად იქნება!
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი დაკარგავს მიწებს, ტერიტორიებს. მართალია, იმ დროს სხვა მთავრობა ზის კრემლში, მაგრამ ამ პრობლემებს, ასეთ მემკვიდრეობას, რუსეთს დღევანდელი მთავრობა, მათი უვიცი, სულელური პოლიტიკა უტოვებს.
საერთოდ რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებთან მუდამ საომარ მდგომარეობაში იქნება. თუ მან არ შეცვალა საგარეო პოლიტიკა მსოფლიოსთან მიმართებაში, იგი ძალიან დასუსტდება, დაიშლება და, როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ერთ დიდ გუბერნიად გადაიქცევა.
რუსებს სხვა ქვეყნების მიწებზე უჭირავთ თვალი, სურთ მოახდინონ სხვა სახელმწიფოების ანექსია, მაგრამ ვხედავ, რომ რუსები საბოლოო ჯამში წააგებენ.
აღვნიშნავ: სომხეთი მომავალში რუსეთს უღალატებს. როგორც კი მომენტს მონახავს, უღალატებს! უფრო მეტიც, სომხებისა და თურქების ურთიერთობა მოჩვენებითია. სომხეთზე გამავალი მილები არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს ევროპისთვის. საქართველოს „აბრეშუმის გზა“ არსებობდა ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. საქართველო არის შემაერთებელი აზიისა დასავლეთთან; უპირველესად, შავი ზღვა, რომელსაც ფასი არ აქვს. სომხეთი ქართულ „აბრეშუმის გზას“ ვერანაირად ვერ დაჩრდილავს და ვერ წაართმევს მას იმ ფუნქციებს, რომლებიც უნდა შეასრულოს ამ გზამ. ეს ასეა ასი პროცენტით.
ამ ხედვით ძალიან ბევრ რამეზე გავეცი პასუხი, ანუ იმ მოვლენების თაობაზე, რომლებიც მომავალში განვითარდება ქართულ პოლიტიკაში. და ყოველივე ასრულდება.
მინდა აღვნიშნო, რომ სომხებისა და თურქების ვითომ მოლაპარაკებაში კრემლის ხელი ურევია, მათი დადგმული სცენარით მოქმედებს სომხეთი. ეს, რა თქმა უნდა, ამერიკამაც იცის და ვხედავ, თურქეთს გააფრთხილებს. ის, რაც რუსეთს სურს, რომ საქართველო თავისი ყურმოჭრილი მონით — სომხეთით ჩაანაცვლოს, არ გამოუვა. რუსეთი წააგებს! როგორც ყოველთვის, იგი დიდ შეცდომებს დაუშვებს. როგორ აკლიათ სტალინის ხელი?! ყველა მათი ზრახვა თუ გეგმა, რომლებიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, ჩაფუშულია, მათ ასრულება არ აწერიათ.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთს წინ დიდი პრობლემები ელის. ძალიან, ძალიან საშიშ ბეწვის ხიდზე გადის მათი პოლიტიკა და უფსკრულში გადაიჩეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უხეშ შეცდომებს უშვებს, ნელ-ნელა ანგრევს რუსულ პოლიტიკას და ისე გადაკიდებს რუსეთს მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანას, რომ მისი გადაყენებაც აღარაფერს და ვეღარაფერს შეცვლის. ვხედავ, რუსეთს არავინ უთმობს. რუსული მითი დაინგრა.
ვიმეორებ: 1992 წელს ვხედავდი, რომ კავკასიონი, ანუ ჩრდილოეთი იწვოდა, ცეცხლის ალში იყო გახვეული და დღეს რეალური სურათი იხატება იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასია დიდ ომს გამოუცხადებს რუსეთს. ვხედავ, რომ რუსეთი ვითომ ცინიკურად უყურებს ამ საკითხს და აცხადებს, ეს არ მოხდება, ყველა ამბოხს ჩავახშობთო და ა.შ. მაგრამ, თუ გინდათ სიმართლე, ვხედავ, რუსეთს ძალიან ეშინია ჩრდილოკავკასიაში ომის დაწყებისა, რადგან ამ ომს ბევრი ქვეყანა აჰყვება და მოითხოვენ თავისუფლებას. ეს, ვხედავ, გარდაუვალი პროცესია.
და საერთოდ, დედამიწაზე ბევრი რამ შეიცვლება, როგორც ბუნებაში, ისე სახელმწიფოებსა და ადამიანებში.
საინტერესო ხედვა მაქვს ამ წუთას. ეს ნარკომანიას ეხება. ამ უკურნებელ სენს, ვხედავ, ადამიანები მოერევიან. დიახ, მერწმუნეთ, ასეა! რასაც ვხედავ, ძალიან მახარებს. ვხედავ უდიდეს გამოგონებას, ანუ სისხლზე დამზადებულ წამალს, რომლის მიღების შემდეგ ავადმყოფს, ანუ ნარკომანს საერთოდ ეკარგება სურვილი ნარკოტიკის მიმართ. როცა წამალი სისხლს შეერევა, შეაღწევს ტვინში და ზუსტად იმ ნერვიულ ქსოვილში ჩაჯდება, რომელიც აკონტროლებს ნარკოტიკის ძლიერ სურვილს და სურვილიც მომენტალურად ქრება. სამედიცინო ტერმინოლოგია არ ვიცი, როგორც ვხედავ, ისე აღვწერე. თუმცა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.
გაუმარჯოს სიცოცხლეს — ახალგაზრდების სიცოცხლეს, ჩემი ქართველი ბიჭების სიცოცხლეს!
განსაკუთრებით მიხარია ის, რომ მომავალში ბევრი დაავადების განმკურნავ საშუალებებს ვხედავ. მედიცინაში გამოგონებები პიკს აღწევს. გამოიგონებენ სხვადასხვა წამლებს და ყველაზე საშიში დაავადებები თითქმის გაქრება დედამიწაზე. ამ პროცესებს ვერაფერი შეუშლის ხელს.
საქართველოში დაიბადებიან ჯანმრთელი ბავშვები, შობადობაც მოიმატებს და ამიტომაც ვხედავ ოცდაათ მილიონ ქართველს23-24-ე საუკუნეებში. რა თქმა უნდა, მომავლის საქართველო ძლიერი და თავისუფალია, ცხოვრების პირობებიც უკეთესია და მრავალი სხვაც.
იმ დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, საქართველო ნეიტრალური სახელმწიფოა. დიახ, ნეიტრალური! დღეს შევალთ ნატოში, ხოლო მომავალში მსოფლიოში მოხდება დიდი ტერიტორიული ცვლილებები ისევ. იმ დროს საქართველოს ჰყავს ძლიერი ჯარი, საზღვრები დაცულია და ვხედავ ნეიტრალურ საქართველოს.
გაიგეთ, ანუ მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ!!!
2008 წელი, 4 ოქტომბერი
ვხედავ, რუსეთი უკან იხევს. ის განცხადებები, რომელთაც რუსეთი აკეთებს და ხელს აწერს, ყველაფერი ბლეფია, ვინაიდან ასრულება არ აწერია.
ვხედავ, იწყება ნამდვილი პარტიზანული ომი. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებს ძალიან უჭირთ. როკის გვირაბი თავზე დაექცევათ, მატარებლები კი არა, ცხენიც ვერ გადმოლახავს საქართველოს საზღვრებს. რუსეთი ვერცერთ გეგმავს საქართველოს მიმართ ვერ განახორციელებს. პარტიზანული ომები — ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისა და ბოევიკებისთვის; დიდი დანაკარგები ექნებათ. დიახ, ასეა. ისინი ქართულ მიწაზე ვერ გაიხარებენ! ისინი ქართულ მიწაზე დასამარდებიან!
ვხედავ, ქართული ჯარი განაგრძობს შეიარაღებას. ეს ახალი იარაღია. საერთოდ, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ქართული ჯარი, ვხედავ, მყარად დგას ფეხზე; უფრო მყარად, ვიდრე წარსულში. ზუსტად ამის ეშინია რუსეთს. ფრთხილად, რუსებო!
იგივე ხდება საგარეო პოლიტიკაშიც. დიპლომატიურ ომს რუსეთი საქართველოს ვერ მოუგებს!
შიდაპოლიტიკა კი... ვხედავ, ხალხი აგზნებულია საშინლად. აღარც ოპოზიციას ენდობა. ისევ ძველი სახეები და ყოფილი პოლიტიკოსების ვითომ პოლიტიკაში დაბრუნება სულ გააგიჟებს მთელ საქართველოს. ნამდვილი პოლიტიკოსები კი, ვისაც მე ვხედავ, ხელფეხშეკრულები დგანან, რადგან ძალიან მომრავლდნენ შადიმანები, საქართველოს მტრები. ისინი ხალხს ატყუებენ და აგულიანებენ, თვალში ნაცარს აყრიან, მაგრამ მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ ამ მოღალატეებს არაფერი გამოუვათ! ყველაფერი კოსმოსში წყდება და უფალი პასუხს მოთხოვს მათ საქართველოს გაყიდვისთვის. და ეს მომენტი ძალიან ახლოსაა, ფრთხილად! ხალხი ბრძენია, ვიმეორებ და მათ მოტყუებას ვერ შეძლებთ, რაც უნდა მოიმოქმედოთ, რწმენას ვერ შეურყევთ!
მინდა ვუთხრა ჩემს ტანჯულ ერს, ჩემს საყვარელ ქართველებს, რომ გავიმარჯვებთ, უფალი ჩვენთანაა!
რაც დღეს ხდება, ყველაფერი ჯერ კიდევ 1987 წელს ვიხილე და ვიწინასწარმეტყველე; 1992 წლიდან ვიწერ წინასწარმეტყველებებს და რაც დღეს ხდება საქართველოსა და მსოფლიოში — განსაკუთრებით, ომები — ყველაფერი აღწერილი მაქვს. მათ შორის, გაფრთხილებები და სხვაც მრავალი. ეს კარგად იციან ჩემმა ქართველებმა, ვინც კითხულობენ ჩვენს გაზეთებს. სიმართლეს მხოლოდ ჩვენ ვამბობთ! ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით. ამის დამადასტურებელი ფაქტები უამრავი გაქვთ. ამით მტერს ლახვარი ჩავეცით. კი, ისინი თავს გვესხმიან, მაგრამ მათი ქმედება რწყილის ნაკბენს ჰგავს. შეკვეთილი სიბინძურეები უკან დაუბრუნდება ყველას ბუმერანგივით.
მინდა გითხრათ, შადიმანებო, რომ ხალხმა იცის, ვინც ხართ — საქართველოს მოღალატეები! აზროვნების უნარი გაქვთ დაკარგული, ბოღმით ხართ სავსენი, რადგან საქართველო მაინც ფეხზე დგას, რადგან მაინც არ გატყდა ქართველი ერი.
თქვენ ვერ ეღირსებით, რომ ქართველმა წინასწარმეტყველმა — ლელა კაკულიამ — თავის ერს, თავის სამშობლოს, თავის საყვარელ ქართველებს უღალატოს, ანუ შეჩერდეს, არ იწინასწარმეტყველოს. კოსმოსი არ მოგცემთ უფლებას, დაარღვიოთ ის უდიდესი ენერგია, რომელიც საქართველოს იცავს.
ფრთხილად!!! ისეთ ჭირს მოგივლენთ უფალი, რომ დრო არ გექნებათ ბოროტებისთვის. თვითონ განისჯებით. თქვენი შეკვეთილი ქმედებები ფუჭია, ტყუილად ირჯებით. აი ნახავთ!
ვხედავ, საქართველო მალე გათავისუფლდება. ყველაფერი იხვეწება. მოდიან მეცნიერები, მოდიან! აი მათთან, შადიმანებო, ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთობა. თქვენი სიბოროტე თოვლივით გაქრება თქვენთან ერთად და ქართული პოლიტიკა ამოისუნთქებს. ამინ!
მინდა აღვნიშნო: ჩვენი ინფორმაცია — ეს არის მთელი საქართველოსთვის არამარტო იმედი, არამედ რეალური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ასი პროცენტით სრულდება. ამით საქართველოს მტრებს პანიკის, შიშის დათესვის საშუალებას არ ვაძლევთ. მათ ძალიან, ძალიან უშლის ხელს ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია. რუსებმა ლამის ყველა ინტერნეტსაიტზე განათავსეს ვანგას ვითომ წინასწარმეტყველება, რომ რუსეთი ხდება მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი, ხოლო საქართველო და ქართველები აღარ იარსებებენო. ამ ინფორმაციას რუსული ტელევიზიები დღედაღამ ატრიალებენ, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ამ თემებზე ამუშავდა, ხალხი პანიკამ მოიცვა. ყველა ელოდება, მე რას ვიტყვი, ანუ რას ვიწინასწარმეტყველებ. არის უამრავი კითხვა და ზუსტ პასუხებს მხოლოდ ქართველი წინასწარმეტყველი — ლელა კაკულია სცემს მათ.
და აი პასუხიც: ჩემო საყვარელო ქართველებო, ვანგას ეს ვითომ წინასწარმეტყველება, რომ საქართველო არ იარსებებს, ძალიან დიდი ტ ყ უ ი ლ ი ა! რუსეთი მსოფლიოს ერთპიროვნულ მართვას ვერ მიაღწევს — არ აწერია ბედისწერაზე. ესეც ტ ყ უ ი ლ ი ა!
და საერთოდ, ვხედავ, რომ ვანგას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წინასწარმეტყველებები არც წარმოუთქვამს, ასეთი არ არსებობს.

ამიტომ იწყება ბრძოლა ლელა კაკულიას წინააღმდეგ!


აგერ, ერთ გაზეთში მიკბინეს, რატომ ვამშვიდებ ხალხს, რატომ ვამბობ კარგს საქართველოზე; იქ ერთ ტელევიზიაში სატელეფონო ზარებია ისევ ლელა კაკულიას წინააღმდეგ. ერთ მამაკაცს თურმე ზარავს ჩემი გაზეთის რეკლამა, რომელშიც ვამბობ, საქართველო გაიმარჯვებს, ქართველები ვიარსებებთ და გაბრწყინებული მომავალი გვაქვს-მეთქი. იმ მამაკაცმა ბრძანა, ამ დროს ტელევიზორს ვთიშავ ხოლმეო.
მინდა ვუთხრა მას: მტერი ხარ შენ ჩემი სამშობლოსი და გამორთავ ტელევიზორს, აბა, რას იზამ? შენ თქვი, რა არის ეს, რომ წერს კაკულია, რუსეთის ორთავიან არწივს ერთი თავი მოძვრებაო? ამანაც გაგაღიზიანა, გული გატკინა, პატარა კაცუნავ? აბა მოთვალე, შენისთანებმა რამდენჯერ და როგორ ატკინეთ ასობით ქართველს გული 9 აპრილიდან დღემდე? ზუსტად ვიცი, რომ შენ, როგორც კრემლს, ისე გინდა, რომ საქართველო, ქართველები აღიგავონ მიწის პირისაგან. ვერ მოესწრები! თვითონ გადაიკარგები, უფალი, კოსმოსი არ გაპატიებს საქართველოს ღალატს. არც ეგ ფული შეგერგება, რაც გადაგიხადეს. თქვენისთანების შეურაცხყოფას მე — ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, ყურადღებას არ ვაქცევ, იმიტომ, რომ თქვენ ქართველები არ ხართ, თქვენ რუსეთის სპეცსამსახურების მონები ხართ და მომავალი არ გაქვთ!
დიახ, საქართველო გადარჩება მესამე მსოფლიო ომის დროს, როცა მთელი მსოფლიო იწვის.
დიახ, საქართველო გადაურჩება რუსულ აგრესიას და რუსი თავის კანდიდატს ვერ დასვამს საქართველოს „ტახტზე“, ანუ პრეზიდენტს ვერ დაგვინიშნავს, ვინაიდან მოდიან მეცნიერები, ნამდვილი პოლიტიკოსები. ვიმეორებ: მეცნიერები! და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“. აი მაშინ კი თქვენ, შადიმანებო და საქართველოს გამყიდველებო, ვეღარ გაჩერდებით გაბრწყინებულ საქართველოში, იმიტომ რომ თქვენი ბოღმიანი გულები ვერ გაუძლებს ამის ხილვას. ამინ!
თქვენ ვერ ამოავლებთ ტალახში ლელა კაკულიას სახელს! უფალი დაგანახებთ ამას მალე, ვინაიდან პოლიტიკური მოვლენების წინასწარმეტყველება მხოლოდ ქართველ წინასწარმეტყველს, ლელა კაკულიას შეუძლია და ეს ძალა მას კოსმოსმა, უფალმა მიანიჭა. ეს ასეა და ამას ვერც რუსები და ვერც სპეცსამსახურების მონები ვერ შეცვლით! კოსმოსიდან ისეთ პასუხს მიიღებთ, რომ მტრის კარს! გეშინოდეთ!
ასეა, ჩემო ქართველებო! თქვენ უფალს უყვარხართ, იგი თქვენთანაა და იყურეთ მომავალში (ეს ძალიან ახლოსაა), რომელშიც საქართველო თავისუფალია და გაბრწყინებული, გალაღებული და ბედნიერია ერი ჩემი! ამინ!
(გაგრძელება იქნება)image
0
439
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0