x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
ჰოლოდომორი
ჰოლოდომორი


კომუნიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, პრაქტიკაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. მან მე-20 საუკუნეში შეიწირა 100 მილიონზე მეტი ადამიანი, მხოლოდ მაო ძედუნის რეჟიმმა ჩინეთში გაანადგურა 72 მილიონი ადამიანი, რაც მაშინდელი ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. უკრაინაში კი სტალინის დროინდელმა კომუნისტურმა რეჟიმმა მოაწყო უკრაინელი ერის დიდი გენოციდი, რომელსაც სახელად ჰოლოდომორი ეწოდა და რომელსაც შეეწირა 5-დან 11 მილიონამდე უკრაინელი მხოლოდ 1932-1933 წელს (ბრიტანული ენციკლოპედია ოფიციალურად მხოლოდ 5 მილიონს ასახელებს). რეალურად დიდი რეპრესიები უკრაინელთა ამოსაწყვეტად დაიწყო არა მხოლოდ 1932-1933 წლებში, არამედ მანამდეც, მაგალითად დიდი შიმშილობა მოეწყო უკრაინაში 1920-იან წლებშიც, კომუნისტების პირველივე "რეფორმებისას" 1921-23 წლებში. შემდეგ უკვე მეორე ჰოლოდომორი 1932-33 წლებში და მესამე ჰოლოდომორი 1946-47 წლებში (იხ. Femine in Ukraine, total number of Victims - 22.5 million) ეს იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც წითლებმა შეგნებულად მოსპეს. ჰოლოდომორს გადარჩენილი მრავალი უკრაინელი იხსენებდა, თუ რა მდგომარეობამდე მივიდა ხალხი შიმშილისგან, თუ როგორ გავრცელდა კანიბალიზმი სიდიდით ევროპის მეორე ქვეყანაში, უკრაინაში და აღწერდნენ, როგორ ნადირობდნენ მეზობლები და ნათესავები ერთმანეთზე. იყო ფაქტებიც, როდესაც შიმშილისგან მომაკვდავი და გამხეცებული მშობლები საკუთარ შვილებსაც კი კლავდნენ და ჭამდნენ.


ჰოლოდომორი


ხარკოვში იტალიის კონსულის, სერჟიო გრადენიგოს მოხსენება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი, 1933 წელი, 31 მაისი: "ამხანაგმა ფრენკელმა, რომელიც მთავარი პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრია, საიდუმლოდ გამანდო, რომ ხარკოვის ქუჩებში, ყოველ ღამე, შიმშილისგან გარდაცვლილ, დაახლოებით 250 გვამს პოულობენ. ქალაქში მრავლად არიან ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ შიმშილისგან გასიებული მოქალაქეები. ასეთებს სპეციალურ ბანაკებში გზავნიან, სადაც დაახლოებით 8000-მდე ადამიანია ხოლმე თავმოყრილი, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. უმეტესობა იქვე კვდება. სიკვდილის პირას მისული ადამიანები ქალაქში რომ არ მოკვდნენ, ხარკოვიდან გაჰყავთ სატვირთო ვაგონებით და შუა მინდვრებში ტოვებენ. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათი სიკვდილი არავინ დაინახოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი კატასტროფა, რუსეთის მიერ უკრაინის კოლონიზაციის საფუძველი გახდება. მომავალში, შესაძლოა აღარც კი იყოს საუბარი უკრაინაზე, უკრაინელებზე, და აქდან გამომდინარე, უკრაინულ პრობლემაზე, რადგან უკრაინა, ფაქტობრივად ეთნიკური რუსებით დასახლებულ, წმინდა რუსულ რეგიონად გადაიქცევა."



ჰოლოდომორი


ჰოლოდომორის ძირითად გამომწვევად ყველაზე ხშირად ასახელებენ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში წარმოქმნილ სასურსათო კრიზისს. კერძოდ კი ხორბლის დეფიციტს, თუმცა ეს წარმოადგენს უკრაინელთა გენოციდის მთავარ მიზეზს. ხორბლის დეფიციტი მხოლოდ საშუალება იყო, რომელიც ბოლშევიკებს უკრაინელი ერის საბოლოო დამორჩილებაში ეხმარებოდა. სტალინის ამოცანა უკრაინის დენაციონალიზაცია და უკრაინელებისგან ეროვნულობადაკარგული, ახალი ფორმაციის საბჭოთა ხალხის ჩამოყალიბება გახლდათ. იმპერიის ხელისუფლება მიხვდა, რომ თუ არ დათრგუნავდა უკრაინას, და არ მოსპობდა უკრაინის ეროვნულ ცნობიერებას, შემდეგ უკვე რუსული ხელისუფლება ვეღარ შეზლებდა მათ დამორჩილებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს დაეხოცათ უკრაინელთა დიდი ნაწილი, უკიდურესად დაესუსტებინათ ეროვნული ორგანიზმი, რათა შემდგომში უკრაინელებს აჯანყების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის თავი აღარ ჰქონოდათ. როგორც სტალინი ამბობდა "არ არის კაცი - არ არის პრობლემა". მთავარი დარტყმა უკრაინული სოფლის წინააღმდეგ დაიგეგმა, რომელიც თავისი არსით ყველაზე მეტად ეწინაარმდეგებოდა საბჭოთა წყობას და სადაც ბოლომდე ინახავდნენ ეროვნულ ტრადიციებს. უკრაინელ გლეხს ორმაგად ებრძოდნენ, მას დევნიდნენ ზოგადად, როგორც გლეხს, რომელიც კომუნისტებისთვის სოფელში კაპიტალიზმის ნაშთს და მესაკუთრეს წარმოადგენდა, და ასევე როგორც უკრაინელს, რომელიც არ თმობდა საკუთარ ეროვნებას.


ჰოლოდომორი


გლეხობაში შენარჩუნებული გახლდათ უძველესი უკრაინული წეს-ჩვეულებები, კულტურა, ენა, ტრადიციები, მორალი, რიტუალები... მოსკოვის გათვლით, თუ ის შეძლებდა და გაანადგურებდა უკრაინულ სოფლებს, ამით მოსპობდა უკრაინელი ერის თვითმყოფადობას და იდენტობის უმთავრეს საყრდენს. უკრაინის დასაჯელად კომუნისტებმა სწორედ შიმშილი აირჩიეს. ყველაზე ეფექტური, მაგრამ უსასტიკესი მეთოდი.


ჰოლოდომორი


საბჭოთა ხელისუფლება მარცვლეულის ექსპორტს ძირითადად უკრაინის გავლით ახორციელებდა. უკრაინის პორტები და სარკინიგზო ხაზები ყველაზე ახლოს მდებარეობდა ხორბლის ძირითად მომხმარებელ - ევროპულ სახელმწიფოებთან. ასე რომ უკრაინა იყო საბჭოთა ხორბლის მთავარი მწარმოებელიც და ექსპორტიორიც ევროპასა და მსოფლიოში. 1927 წელს კომუნისტებმა მარცვლეულის სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირებული ფასი დააწესეს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა საბაზრო ღირებულებას. ამ გზით კომუნისტები საექსპორტო შემოსავლების ზრდას გეგმავდნენ, მაგრამ გლეხებმა უარი თქვეს ასეთ დაბალ ფასად საკუთარი ნაშრომის გაყიდვაზე. ამან ქვეყანაში სასურსათო კრიზისი გამოიწვია. გლეხების დასამორჩილებლად წითლებმა კოლექტივიზაციის სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სოფელზე კონტროლის საშუალებას იძლეოდა. აქტიური კოლექტივიზაცია 1929 წლის მიწურულს დაიწყო. კომუნისტებმა პირველ რიგში მთავარი მოწინააღმდეგის - შეძლებული გლეხის, საშუალო და მსხვილი ფერმერის, ე.წ. კულაკების განადგურებით დაიწყეს.


ჰოლოდომორი


სტალინის მითითებით, შეძლებული გლეხები, როგორც სოციალური კლასი უნდა მოესპოთ ფიზიკურად! კულაკების წინააღმდეგ ბრძოლა ზოგადად მთელი გლეხობის წინაარმდეგ ბრძოლას ნიშნავდა, გლეხი სოფლის პროლეტარი უნდა გამხდარიყო, რომელსაც საკუთარი აღარაფერი ჰქონდა. სწორედ ესაა მონის განსაზღვრება - ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საკუთრება. სოფლის დარმოჩილება წითელ ეშმაკებს ყველაზე მეტად უკრაინაში გაუჭირდათ. უკრაინული სოფელი ხომ უკრაინელი ერის მთავარი დასაყრდენი იყო, სწორედ აქ იგრძობოდა ყველაზე მეტად უკრაინული სული და ტრადიცია. უკრაინელ მეურნეს ყოველთვის იმდენად დიდი მოსავალი მოჰყავდა, რომ ქალაქსაც აჭმევდა, სახელმწიფოს გადასახადებსაც უხდიდა და თავისთვისაც საკმარისად იტოვებდა. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ბოლშევიკებმა უკრაინულ სოფელში საფრთხე დაინახეს, ვინაიდან ჯანსაღ, ნაციონალისტურ ძალას წარმოადგენდა და მის მეთოდურ განადგურებას შეუდგნენ. მათთვის უკრაინელი გლეხი კულაკი იყო, რომელიც არ თმობდა კერძო საკუთრებას და უარს აცხადებდა მონობაზე, ამით კი კომუნისტების გეგმების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ამიტომ კომუნისტებმა დაიწყეს მასობრივი კოლექტივიზაცია.


ჰოლოდომორი


ყოველი გლეხის მთელი ქონება გამოცხადდა კოლექტივის საკუთებად, ხოლო თვითონ გლეხს, კომუნისტური საზოგადოებისთვის თითქმის უფასოდ უნდა ემუშავა. ვინც პარტიის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, მათ ოჯახთან ერთად, ციმბირში ასახლებდნენ და გულაგებში ნელ-ნელა, ყინვაში მუშაობასა და წამებაში ხდიდნენ სულს. რეპრესიებმა კატასტროფული სახე მიიღო. გლხეს თუ ერთ ძროხაზე მეტი ჰყავდა, მას უკვე კულაკად თვლიდნენ. ხშირად, კულაკებს უბრალოდ იმათ ეძახდნენ, ვისაც კოლექტივში შესვლა და მთელი თავისი საკუთრების დაკარგვა არ უნდოდა. ასეთი კატეგორია კი სოფლის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა გახლდათ. გლეხს ყველაფერს ართმევდნენ, საზოგადოებრივ საკუთრებად ცხადდებოდა პირუტყვი, სამუშაო იარაღი, კერძო მიწის ნაკვეთი, სოფლებში ტოტალური დაპატიმრებები და გასახლება დაიწყო. 1929 წელს დაიწყო უკრაინის სიფლების ბანდიტური ძარცვა. თუ გლეხი, კოლექტივში შესვლაზე უარს იტყოდა, ზამთარში მას ქოხს უნგრევდნენ, ოჯახს გარეთ, თოვლში, ღია ცის ქვეშ უყრიდნენ და ეუბნებოდნენ: თუ არ გინდათ კოლმეურნეობა, თქვენ საბჭოთა წყობის მტრები გამოდიხართო და სახლიდან აგდებდნენ.


ჰოლოდომორი


ნიკოლაი ბრიუხანოვი, კრასნოგრადსკის რაიონი, სოფ. ბერესტოვენკა: "ოჯახში ცხრანი ვიყავით, ამათგან 4 ბავშვი, იმ დროისთვის ცუდად არ ვცხოვრობდით, პურიც გვქონდა და საქონელიც გვყავდა და უცებ კოლექტივიზაცია დაიწყო. ბაბუაჩემი პავლე კულაკად ჩათვალეს, სახლიდან ყველაფერი გაიტანეს, საქონელი წაგვართვეს, ჩვენი სათამაშოებიც კი წაიღეს. ყოველგვარი სახსრის გარეშე დავრჩით. სახლი ფიცრებად დაშალეს და გარეთ გაგვყარეს. მერე ამ ფიცრებით სკოლას ათბობდნენ. ოჯახი დაიფანტა, თავს სხვადასხვა ნათესავთან ვაფარებდით."


ჰოლოდომორი


უკრაინის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის ბრძანებით, გლეხები ძალით შეიყვანეს კოლექტივში ისე, რომ მათთვის არც უკითხავთ, სურდათ თუ არა იქ მუშაობა. ეს იყო იძულებითი შრომა. გლეხს უფლება არ ჰქონდა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. ბრიგადირის, კოლმეურნეობის თავმჯდომარის, ან რგოლის მეთაურის ნებართვის გარეშე. გლეხებს საზოგადოებრივი პურით კვებაც კი აუკრძალეს. მას საკუთარი პური უნდა მიეტანა სამუშაო ადგილზე. ეს იყო მონური შრომა. მკაცრად ისჯებოდა ის გლეხი, ვინც კოლექტივში მუშაობაზე უარს იტყოდა. მის მიმართ იყენებდნენ რეპრესიებს და სისხლის სამართლის ნორმებს. ამ ყველაფერმა გლეხებში დიდი პროტესტი გამოიწვია და საბჭოთა კავშირში გლეხთა გამოსვლები დაიწყო, მაგრამ უკმაყოფილების ყველაზე დიდი ხარისხი უკრაინაში იყო. უკრაინული სოფელი კომუნისტებს იარაღით დაუპირისპირდა.


ჰოლოდომორი


1930 წლის აპირლში ვითარება უმართავი გახდა. სოციალურთან ერთად, ზოგიერთ რაიონში უკვე გაჩნდა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნები. უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე გავრცელდა, რომელიც ესაზღვრებოდა პოლონეთს, რუმინეთს, სადაც 8 მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობდა და ყოველივე ეს ძალზე სერიოზულ ხასიათს ატარებდა. ამიტომაც კომუნისტებმა უკრაინის მიმართ ტერორის სახით შიმშილის მეთოდი გამოიყენეს. ეს არ იყო უბრალოდ შურისძიება. ეს იყო სტალინის მხრიდან პოლიტიკური აუცილებლობით გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც სურდა გადაერჩინა თავისი, როგორც გენერალური მდივნის პოზიცია. სტალინის ასეთმა მეთოდმა კი მილიონობით ადამიანის მტანჯველი სიკვდილი გამოიწვია. გლეხების გამოსვლები ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. 1930 წელს, მარტო უკრაინაში 300 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ნაწილი დახვრიტეს, დანარჩენი კი თეთრი ზღვის სანაპიროზე შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს. დიდი ნაწილი იქვე დაიღუპა. უკრაინულმა სოფელმა დაცლა დაიწყო, ნაწილი დახვრეტილ იქნა, დანარჩენი კი ქალაქში გარბოდა, რადგან სოფელში საკუთარი აღარაფერი ჰქონდათ. შედეგად, მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა.


ჰოლოდომორი


1932 წლის გაზაფხულზე 2.5 მილიონი ჰექტარი მიწა დაუთესავი დარჩა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სოფლები იცლებოდა ხალხისგან. ასევე კოლექტივიზაციის პერიოდში განადგურდა დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი. სოფლად აღარ იყო საქონლის საკმარისი საკვებიც. 1932 წლის ზაფხულისთვის საბჭოთა კავშირი შიმშილის ზღვარზე იდგა. საფრთხე დამუქრა ექსპორტს და ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვას. ყველაზე მძიმე მდგომარეობა უკრაინაში და ყუბანში იყო. ვითარების გამოსწორებას ბოლშევიკები მკაცრი დირექტივებით შეეცადნენ. 1932 წლის ივლისში, სპეციალური მისიით, უკრაინაში ჩავიდნენ ცეკას წარმომადგენლები. 1932 წლის 6-9 ივლისს, ხარკოვში ჩაატარეს უკრაინის კომპარტიის მე-3 ყრილობა, რომელიც მთლიანად ხორბლის მოყვანის კამპანიას ეძღვნებოდა. გადაწყდა, რომ 1932 წლის შემოდგომაზე უკრაინას სახელმწიფოსთვის 356 მილიონი ფუტი ხორბალი უნდა ჩაებარებინა. ეს არარეალური გეგმა იყო, ადგილობრივი კომუნისტები მოლოტოვის გადარწმუნებას და გეგმის შემცირებას შეეცადნენ, მაგრამ ის შეუვალი იყო. ამ გეგმის მიხედვით უკრაინელ გლეხებს სახელმწიფოსთვის მთელი მოსავალი უკანასკნელ მარცვლამდე უნდა ჩაებარებინათ. უკრაინულ სოფელს კომუნისტები სარჩოს გარეშე ტოვებდნენ.


ჰოლოდომორი


უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 50 წევრი პურის დამზადების ნორმების წინააღმდეგი იყვნენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კოლექტივიზაციის ასეთი ფორმებით ჩატარებას. მოლოტოვი და კაგანოვიჩი პირადად შეხვდნენ ცეკას თითოეულ წევრს. ამ საუბრების შედეგად მათ თავს მოახვიეს პურის დამზადების გეგმა. ამან კი, საბოლოო ჯამში საშინელი შედეგი მოიტანა. კომუნისტების მიერ გაპარტახებულმა უკრაინულმა სოფელმა აღნიშნული გეგმა ვერ შეასრულა. 1932 წლის ოქტომბრისთვის მარცვლეულის დამზადების მაჩვენეელმა უკრაინაში, წლიური გეგმის მხოლოდ 39% შეადგინა. სტალინის დავალებით ხარკოვში კვლავ მოლოტოვი ჩავიდა, რომელმაც გლეხების მიმართ მკაცრი ზომების გატარება და პურის ძალით ამოღება მოითხოვა. ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში კოლოსალურად დიდი რაოდენობის ხორბლის მარაგი არსებობდა. 1933 წლის ივლისში, ხარკოვში მესამე პარტიულ კონფერენციაზე, პურის დამზადების გეგმა დაამტკიცეს.


უკრაინის ჰოლოდომორი 1920-იან წლებში.


შემდგომში გეგმა სამჯერ შეამცირეს, მაგრამ ის მაინც ვერ შესრულდა. კრემლში ბრაზობდნენ და ვერ ხვდებიდნენ, თუ რატომ არ ასრულებდა უკრაინა პურის დამზადების გეგმას. 8 ნოემბერს საკავშირო ცეკამ საიდუმლო დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების თანახმად, სანამ პურის დამზადების გეგმა არ შესრულდებოდა, ჩერდებოდა უკრაინული სოფლებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონლის გადაზიდვა. 10 დღის შემდეგ, 1932 წლის 18 ნოემბერს მოლოტოვის ზეწოლით, უკრაინის ცეკამ დადგენილება მიიღო, რომელმაც უკრაინის კატასტროფას მისცა ბიძგი. სწორედ ამ დადგენილებამ გამოიწვია ის, რასაც შემდეგ ჰოლოდომორი ეწოდა.


ჰოლოდომორი


უკრაიანის კომპარტიის პოლიტბიუროს სხდომამ, რომელსაც მოსკოვიდან ჩამოსული ცეკას წევრი, მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, ხორბლის დამზადების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო. ამ დადგენილებით, ის სოფლები, რომლებმაც ხორბლის ჩაბარების გეგმა ვერ შეასრულეს, ე.წ. შავ დაფაზე ხვდებოდნენ. შავ დაფებს სოფლის შესასვლელთან კიდებნდნე, ეს იმას ნიშნავდა რომ აღნიშნული სოფელი გარესამყაროსგან მთლიანად იზოლირებული ხდებოდა. ასეთ დასახლებულ პუნქტში იკრძალებოდა ნებისმიერი დასახელების საქონლის შეტანა. სოფლის მაღაზიებიდან იღებდნენ ყველა პროდუქტს, გლეხებს ეკრძალებოდათ ვაჭრობა. შავ დაფაზე მოხვედრილ სოფლებში, აქტივისტებისგან შემდგარი ბრიგადები კარდაკარ დადიოდნენ და ჩხრეკდნენ ყველა სახლს. ისინი გლეხებს არა მხოლოდ ხორბალს ართმევდნენ, არამედ ნებისმიერ საკვებს. ჩხრეკის შემდეგ, გლეხები ცივ ზამთარში სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი. პირველივე თვეს შავ დაფაზე 400-ზე მეტი უკრაინული დასახლება აღმოჩნდა.


ჰოლოდომორი


რეპრესიები შეეხო კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ცერნიგოვის დონეცკის ოლქებს. გარესამყაროსგან სრულიად იზოლირებული ჰოლოდომორის პირველივე თვეშივე აღმოჩნდა 5 მილიონამდე ადამიანი. პურის ძალით ამოღება საბჭოთა კავშირის სხვა რეგონებშიც ხორციელდებოდა. 1933 წელს შიმშილისგან ხალხი, ვოლგისპირეთში, ყაზახეთში ჩრდილოეთ კავკასიაშიც უამრავი იღუპებოდნენ, თუმცა შიმშილი საბჭოთა კავშირში და შიმშილი უკრაინაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. უკრაინაში ადგილი ჰქონდა განსაკუთრებულ სისტემას, რომელიც მთელი ერის დასჯას ითვალისწინებდა. სწორედ ამის გამო იყო უკრაინაში ათჯერ მეტი მსხვერპლი, ვიდრე სხვაგან.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი II)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
245
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
245
  
27 იანვარი, 19:22
"მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს და მილიციის თანამშრომლებს ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ უკრაინულ სოფლებში. განსაკუთრებით აკრძალული გახლდათ შესვლა იმ სოფლებში, სადაც შავი დროშა იყო აღმართული. შავი დროშა ნიშნავდა, რომ სოფელი მთლიანად ამოწყდა შიმშილისაგან და ამიტომ საბჭოთა წითელი დროშის ნაცვლად, სოფლის საბჭოს თავზე შავ დროშას ჰკიდებდნენ. ასეთი სოფლების რაოდენობა, მხოლოდ წინასწარი გათვლებით, რომელსაც რუსეთიდან უკრაინაში გლეხების ჩასახლების საკავშირო კომისია აწარმოებდა - 50,000 იყო." ვასილი მაროჩკო, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თუ ავიღებთ, რომ თითო სოფელში საშუალოდ ცხოვრობდა 1000 ადამიანი, მაშინ ჰოლოდომორმა უკრაინაში შეიწირა 5 მილიონი ადამიანი, ხოლო თუ ვიტყვით, რომ მაშინდელ უკრაინულ თითო სოფელში საშუალოდ 2 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მაშინ ჰოლოდომორის მსხვერპლთა რიცხვი 10 მილიონს უტოლდება. და ეს მინიმუმია, იმიტომ რომ მარტო შავდროშიან სოფლებში ხო არ ხდებოდა ამოწყვეტა.. შავდროშიანი მხოლოდ ის იყო, სადაც სულ ამოწყდა, თორემ სადაც ნახევარი ან მესამედი ამოწყდა, იმას დროშა არ უკეთდებოდა.
0 1 1