x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ აღესრულება ამერიკაში სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა

image


მკაცრი სასჯელი მძიმე დანაშაულისათვის!!!


1. სიკვდილმისჯილები ამერიკაში საკუთარი აღსასრულის დღეს საკმაოდ დიდხანს, 15 წლის განმავლობაში ელიან. მკვლელისა და მოძალადე პატიმრის - გერი ალვორდას შემთხვევა შეიძლება აბსოლუტურ რეკორდად ჩაითვალოს, რომელიც გასამართლებული ჯერ კიდევ 1974 წელს იქნა, თუმცა აღსასრულის მოლოდინში, 40 წლის შემდეგ ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.


image


2. სიკვდილით დასჯის აღსრულების სისტემა სხვადასხვა მიზეზის გამო - სასიკვდილო ინექციის უკმარისობით დაწყებული, გაჭიანურებული სასამართლო პროცესებით დამთავრებული საკმაოდ არაეფექტურია.


image


3. დიდი ხნის განმავლობაში, სასიკვდილო ინექციად სამი პრეპარატის - თიოპენტალური ნატრიუმის (ნარკოზისთვის), პანკურონიას (ფილტვების პარალიზებისთვის) და კალიუმის ქლორიდის (გულის გაჩერებისთვის) ნარევი ითვლებოდა, თუმცა უფლებადამცველებმა მწარმოებლებზე გარკვეული სახის ზეწოლა განახორციელეს, რის შემდეგაც, მათ ამგვარი მიზნებისთვის მედიკამენტების მიწოდებაზე უარი განაცხადეს.



image


4. შტატების ხელისუფლებას სიკვდილით დასჯის აღსრულების ან გადადება ან ალტერნატიული, ქიმიური ნარევის გამოყენება მოუწია.



image


5. ეს ყველაფერი ქვეყნის ბიუჯეტს არაერთი მილიარდი დოლარი უჯდება. 2011 წელს სერიოზული კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, სიკვდილით დასჯა კალიფორნიას 1978 წლიდან ჯამში სულ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში სიკვდილით 13 ადამიანი იქნა დასჯილი.


image


6. სიკვდილმისჯილები ციხეში ხშირად განუსაზღვრელი ვადით ხვდებიან, რაც ბიუჯეტს იმაზე მეტი უჯდება, ვიდრე დამნაშავეებისთვის ხანგრძლივი პატიმრობა რომ მიესაჯა.


image


7. სიკვდილმისჯილთა სასამართლო პროცესს, სიკვდილით დასჯის აღმსრულებელი ორი სპეციალისტის გარდა, ასევე გამომძიებელი და შემამსუბუქებელ გარემოებათა ექსპერტი ესწრება, რაზეც ხელისუფლება წლიდან წლამდე ასობით ათას დოლარს ხარჯავს.



image




0
1845
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1845