x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99519
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461950
რაგბის ლეგიონი: "ბრივმა" ქართველების წყალობით იმარჯვა
image

ამ უქმეებზე ევროპულ რაგბიში ქართველმა სპორტსმენებმა თავი ღრსეულად წარმოაჩინეს. განსაკუთრებით ეს "ბრივიზე" ითქმის. ფრანგულმა კლუბმა "ჩელენჯ ქაფზე" მორიგი მატჩი ჩაატარა და ასევე ფრანგულ "სტად ფრანსეს" სწორედ ქართველი მორაგბეების წყალობით სძლია (33-29). განვლილ შეხვედრაში "ბრივის" ძირითად შემადგენლობაში სამი ბორჯღალოსანი იყო (ოთია გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე და ვანო კარკაძე), თადარიგში იყო თედო აბჟანდაძე. რომელმაც მეორე ნახევარში 6 ქულის მოპოვება მოახერხა. გარდა აბჟანდაძისა აღსანიშნავია გიორგაძის 2(!) ლელო. ასევე ლელო მიითვალა ლობჟანიძემაც, საერთოდ ჯამში კი "ბრივის" 33 ქულიდან 19 ქულა ქართველებზე მოდის. "სტად ფრანსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო ასევე გიორგი მელიქიძე. "ჩელენჯ ქაფის" ჯგუფური ეტაპი "სტად ფრანსემ" ბოლო ადგილზე დაასრულა, "ბრივი" კი მე-2 ადგილზე გავიდა, თუმცა საუკეთესო სამ მეორეადგილოსანში ვერ მოხვდა და ფლეი-ოფს მიღმა დარჩა.


ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის "ბორდომ" გასვლაზე 27-0 გაანადგურა "უოსპსი" და ჯგუფში დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა. განვლილ მატჩში ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ტაბიძე და გორგაძე მეორე ტაიმში ჩაერთვნენ თამაშში, ამ უკანასკნელმა კი ლელოც გაიტანა.


ბექა გიგაშვილის "ტულონმა" იოანე იაშაღაშვილის "ავირონი" არ დაინდო (50-6).
ორივე ქართველი თადარიგში იყო, თუმცა გიგაშვილს შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა, მან მეორე ტაიმში ორი ლელო დადო. "ტულონმა" ჯგუფში პირველი, "ავირონმა" კი მესამე ადგილი დაიკავა.



"ჩემპიონთა ლიგაზე" ქართველების "მონპელიემ" ირლანდიურ "კონაქტს" 35-29 სძლია, თუმცა ამ მოგებით მაინც ვერ გააღწია ჯგუფიდან. "მონპელიედან" ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ჩილაჩავა რომელმაც მატჩის სადებიუტო ლელო მე-3 წუთზე დადო, კოტე მიქაუტაძე და მიხეილ ნარიაშვილი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ

2
136
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
136
  
22 იანვარი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

20 იანვარი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2