x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99521
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
ნათლიას!
image

ნათლიას!

თუ ჩემს შუბლზე მირონცხების სასწაულით,
ურწმუნოდან ქრისტიანად გადავდექი.
ნათლი ჩემო, შეცდომების დასაწურად,
რწმენის წმინდა მტევნები მაქვს დასაკრეფი...

შენ აღზარდე სული ჩემი, მიწინამძღვრე,
სულიერი შვილი ვარ და დამიცავი...
და მასწავლე ცხოვრების გზა როგორ განვვლო,
ათი მცნება თუკი ვეღარ დავიცავი.


შენ ხომ ჩემი სულიერი მშობელი ხარ,
ზიარების მადლი, ძალა გამასინჯე...
უნებურად თუკი სადმე ჩავიმუხლე,
ამასა გთხოვ, მშობელივით ამომიდგე.

არ განმსაჯო, რაღაცა თუ ვერ გავიგე...
შენ ხარ ჩემი ნათლია და ამიხსენი...
ქრისტეს მხარეს როგორ უნდა გადავიდე,
ბოროტისგან მაჯები თუ დავიხსენი...

არ მომცილდე, როგორც დედა თავის შვილებს,
სიავე და ბოროტება ამარიდე.
ალბათ ზოგჯერ შეცდომებიც დაიშვება,
ამ ცხოვრების სივერაგის გადამკიდე...

გადამწერე ჯვარი, გულზე მიმიკარი,
გულზე შენი ხელით ჯვარი მისახსოვრე...
წმინდა წყალით განწმენდილი ჩამიკარი,
შენგან ყველა სიტყვას, სითბოს ვიმახსოვრებ...

და რაც უნდა ამინდები აირიოს,
არასოდეს ისე შორს არ გამეცალო.
ნათლიის წილ შენი სიტყვა არ მესმოდეს,
და ხსოვნიდან შენი სახე წამეშალოს...
.............................................................................
თუ ჩემს შუბლზე მირონცხების სასწაულით,
ურწმუნოდან ქრისტიანად გადავდექი.
ნათლი ჩემო, შეცდომების დასაწურად,
რწმენის წმინდა მტევნები მაქვს დასაკრეფი...

ავტორი: ია ნანეიშვილი

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0