x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესპანეთში დააკავეს რუსული წარმოშობის ესპანელი მოდელი ცილისწამებისათვის და მას არცთუ მცირე ხნით ემუქრება ციხის საკანში ყოფნა

image ესპანეთში ცილისწამებისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის დააკავეს ესპანეთში მოღვაწე რუსი მოდელი ლუიზა კრემლევა, რომელმაც გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალი დასდო იტალიის "მილანის" ფეხბურთელს თეო ერნანდესს. სამოდელო ბიზნესის ცნობილ სახეს ემუქრება საკმაოდ დიდი ხნით ციხის საკანში გამოკეტვა.
2017 წლის იანვარში მოდელმა ფეხბურთელი დაადანაშაულა კურორტ მარბელაში ყოფნისას კლუბ "Olivia Valere"-ში გაუპატიურებაში.

სასამართლომ განიხილა მოდელის მიერ შეტანილი საჩივარი, ამოიღო კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და კლუბში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მივიდა დასკვნამდე, რომ ფეხბურთელის მიმართ შეტანილი საჩივარი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანდა, თუ როგორ მიდიოდა წყვილი ბარისაკენ სიცილით, არც ბარის კამერების მიერ დაფიქსირებულა რუსული წამოშობის ესპანელი მოდელის მიმართ ძალადობა.
თუმცა სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ წყვილს შორის სექსუალურ აქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს იყო ორმხრივი სურვილით შემდგარი აქტი და არა ძალადობრივი აქტი.
კადრში ასევე გამოჩნდა, რომ წყვილი ინტიმური კავშირის მერე ერთად მშვიდად ბრუნდება კლუბში.
მოდელის თქმით მას შეაპარეს ნარკოტიკი და შემდეგ ფეხბურთელმა ის მისი ნების საწინააღმდეგოდ გააუპატიურა.
ექსპერტიზამ მოდელის სისხლში ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა.
2019 წელს ესპანურმა სასამართლომ მოდელის საჩივარი დახურა, როგორც ყალბი და აღძრა საქმე მოდელის წინააღმდეგ ფეხბურთელის მიმართ ცილისწამებისა და ცრუ ჩვენების მიცემის გამო. პროკურორმა მოითხოვა მოდელის დაკავება.
დღეისათვის მოდელი დაკავებულია და სასამართლო განჩინებას ელოდება.
ცხადია თავადაც არცთუ ღარიბმა მოდელმა ამ გზით მოინდომა მდიდარი ფეხბურთელისათვის ფული "აეწაპნა", თუმცა მისთვის დაგებულ ხაფანგში თავადვე გაება.
imageimage imageimageimageimageimageimage







0
217
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
217