x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
8 უზუსტობა, რომელიც სერიალ "დიდებულ საუკუნეს" სულ სხვა თვალით დაგანახებთ

image

"დიდებული საუკუნე" ბოლო პერიოდის ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი თურქული სერიალია, რომელშიც თითქმის ყველაფერი იდეალურად არის გადმოცემული: სიუჟეტური ინტრიგებითა და დიალოგებით დაწყებული, ულამაზესი კოსტუმებითა და მსახიობთა უმაღლესი კლასის თამაშით დასრულებული. თუმცა, ყველაზე ყურადღებიანი მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ სერიალი იდეალურობისგან საკმაოდ შორს არის, და აი, რატომ ...


image


1. სერიალში სულეიმანი, როქსოლანას ჰარემში მოხვედრისას, უკვე სულთნის ტიტულს ატარებს. სინამდვილეში კი, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის, ჯერ კიდევ მხოლოდ ტახტის მემკვიდრე - შეჰზადე იყო.


image



2. ულამაზეს, მდიდრულ კოსტიუმებს, რომელსაც სერიალის გმირები ატარებენ, სულთან სულეიმან I- ის მმართველობის პერიოდს არ შეესაბამება. როგორც ცნობილია, ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთნის მმართველობის პერიოდში ქალების კაბები საკმაოდ მოკრძალებული და არა დეკოლტირებული იყო.



image



3. დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ სერიალში ერთი და იგივე სამკაულსა და დიადემას სხვადასხვა პერსონაჟები ატარებენ. რა თქმა უნდა, ეს უკვე კოსტუმერთა დაუდევრობის ბრალია. იმ ეპოქაში, სასახლეში ქალები უნიკალურ სამკაულებს ატარებდნენ, რომლებსაც არავისთან, არასდროს იყოფდნენ.


image



4. ამას კი ძალიან ყურადღებიანი მაყურებელი უკვე ნამდვილად შეამჩნევდა. როგორც ჩანს, კოსტიუმების მსგავსად, არც სასახლის ინტერიერი შეესაბამებოდა სულეიმანის მმართველობის პერიოდს.



image


მაგალითად, 1520 – 1566 წლებში სულეიმანის სასახლეში როგორც წესი, არ იყო მაგიდები, მაშინ როდესაც სერიალის შემქმნელებმა თითქმის ყველა ოთახი ლამაზი მაგიდებით გააფორმეს. სხვათა შორის, იმ ეპოქაში ფარდებიც სწორი იყო, ყოველგვარი ნაოჭების (ე.წ. "დრაპიროვკის") პომპონებისა და ლამბრეკენების გარეშე - რაც ავტორებმა ასევე არ გაითვალისწინეს.



image


5. ეპოქის კიდევ ერთი მახასიათებელი: ტრაპეზის დროს, სულთანს თავს მრავალი მსახური ეხვია, კერძები კი სულეიმან I -სთვის მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით მიჰქონდათ, მაშინ როდესაც სერიალში მას ყველაფერს ერთდროულად აწვდიან.


image

6. ისტორიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ სულეიმანი, თავისი ეკრანული გმირისგან განსხვავებით საყვარელი ქალის ერთგული იყო, რაც სერიალში გათვალისწინებული არ არის.


image


7. სინამდვილეში, პრინცესა იზაბელა, რომელიც სულთნის ტყვეობაში მოხვდა, სულეიმანს ბებიად შეეფერებოდა, თუმცა სერიალში ავტორებმა მისი ასაკი საგრძნობლად შეამცირეს. სხვათა შორის, პრინცესა კარლ V- ის ბებია იყო.


image


8. ისტორიული წყაროს მიხედვით, ჰიურემისა და სულეიმანის შვილები, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიღუპნენ, თუმცა სცენარისტებმა გვერდი ამ თემასაც აუარეს.



image



0
9688
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
9688