x
image
alex999
Mediator image
Mediator image
ძაღლი ყოველდღე მხოლოდ კედელს უყურებდა... ხოლო საიდუმლოს ამოხსნა ვეტერინარმა მოახერხა

როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ძაღლების ნდობას და სიყვარულს, ეს ამ ცხოველებზე ძლიერ უარყოფითად მოქმედებს. შედეგად, ჩვენ მათ უნდა მოვეპყროდ თბილად და ვაჩვენოთ, რომ ისინიც მნიშვნელოვანები არიან ჩვენთვის. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ "ანგელზე", რომელიც პატრონმა უბრალოდ მიატოვა...


image





ირლანდიაში მდებარე შინაურ ცხოველთა თავშესაფარში Paws Animal Rescue-ის სახელწოდების ორგანიზაციამ მიიყვანა ძაღლი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ კედელს უყურებდა. საინტერესოა რატომ? თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ძაღლები ადამიანების ერთგული მეგობრები არიან, თუმცა თუ მათ აწყეინებთ და ამავდროულად ნდობასაც დაუკარგავთ, მაშინ ეს ცხოველი თქვენ არასოდეს გაპატიებთ.


"ანგელი" - ასე ჰქვია ძაღლს, რომელიც თავშესაფარში ახლადმიყვანილი იყო. ის ყოფილი პატრონისგან ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებოდა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ძაღლმა თვითნებურად მიატოვა პატრონი და შეუერთდა Paws Animal Rescue ორგანიზაციას, რომლებსაც ცხოველების გადარჩენა და თავშესაფარში მიყვანა ევალებათ.



თავშესაფარში ანგელს საკმაოდ დიდი ოთახი მისცეს, თუმცა ის "თავის კედელს" არ შორდებოდა, გარდა ამისა, არც საჭმელს ეკარებოდა. ვეტერინარის შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა რომ ანგელი დეპრესიულ მდგომარეობაში იყო და ეშინოდა ადამიანების... ნდობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მას დრო სჭირდებოდა და ამ პერიოდში რაც მთავარია ადამიანების სიყვარული ისევ უნდა ეგრძნო...


image




დროთა განმავლობაში თავშესაფარის თანამშრომლებმა მოახერხეს ანგელის გულის მოგება. ისინი ძაღლს თბილად ექცეოდნენ, რაც ანგელს ადამიანების მიმართ მობრუნებაში ეხმარებოდა. 1 წლის შემდეგ, ანგელმა დასძლია ყველა სირთულე და ძველებურად დაიწყო თამაში. ის ერთობოდა სხვა ძაღლებთან და თავშესაფარში მოსულ სტუმრებსაც ამხიარულებდა. ის არ იყო უბრალოდ ძაღლი... მასში რაღაც განსაკუთრებული იყო, რაც მას უფრო საინტერესოს ხდიდა... ეს იყო ემოციები! იშვიათია, როდესაც ძაღლი ასე ძლიერად გამოხატავდეს თავის ემოციებს, ზუსთად ანგელიც ერთ-ერთი მათგანი იყო.


როგორც ცნობილია ანგელს უამრავი მსურველი ჰყავდა, თუმცა ამ საყვარელმა არსებამ თავშესაფარში დარჩენა ისურვა და სიცოცხლის უკანასკნელი წუთებმიც მანდ გაატარა. ანგელმა თავი ყველა თანამშრომელს შეაყვარა. ემოციური, ჭკვიანი და ამავდროულად მოხერხებული ძაღლი კიდევ დიდხანს ემახსოვრება საზოგადოებას. რადგან ანგელმა ადამაინებს აჩვენა და დაუმტკიცა ის, რომ ცხოველებსაც შეუძლიათ სიყვარული, ერთგულება და წყენა.


image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



როგორ გახდა ღარიბი ბიჭი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში? - კრიშტიანუ რონალდუს წარმატების საიდუმლო…

image



6 ახალი აღმოჩენა, რამაც მეცნიერები დაადუმა!


image



4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ

image



ცნობილები, რომლებიც პირადი დაცვის გარეშე იშვიათად გადიან ქუჩაში

image



გამოვლინდა ოქროთი მდიდარი ქვეყნების უახლესი რეიტინგი

image



როგორ და რაში ხარჯავს ლიონელ მესი მილიონებს?

image



9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია!

image



რატომ არის მარტო ცხოვრება შეუდარებელი? - სახალისო ილუსტრაციები

image




0
759
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0