x
მეტი
  • 28.03.2020
  • სტატია:100798
  • ვიდეო:345472
  • სურათი:463429
ცნობილები, რომლებიც პირადი დაცვის გარეშე იშვიათად გადიან ქუჩაში

ცნობილების ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ერთ-ერთი ვარიანტი მათი პირადი დაცვაა, რომლებიც უმეტესად მათთან ერთად არიან. პირადი დაცვა რომ არა, შესაძლოა დღეს ძალიან ბევრი ცნობილი სახე ცოცხალი არ ყოფილიყო... თაყვანისცემლები, ფანები, მტრები და ასე შემდეგ... ცნობილებს ქუჩაში უამრავი პრობლემა ხვდებათ და აქედან გამომდინარე ვალდებულები არიან პირადი დაცვის თანხლებით გაისეირნონ ქალაქის ქუჩებში. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ ცნობილებს, რომლებიც ყველაზე კარგად არიან დაცულები:


image







ფლოიდ მეივეზერი - ცნობილ ჩემპიონს ქუჩაში მარტო სეირნობა არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ის კრივის მეფეა, მაინც ერიდება მოქალაქეების თავდასხმას. მეივეზერი ასევე შოპინგის მოყვარულიცაა, როდესაც ის ბევრ პროდუქციას ყიდულობს, პირად დაცვას ატარებინებს. ბოქსიორი განსაკუთრებით გამოირჩევა მაისურების და ფეხსაცმელების კოლექციით.

image





ბელა ჰადიდი - ინსტაგრამის ფენომენს ჰყავს ფიზიკურად ძლიერი პირადი მცველი. როგორც ცნობილია, ამ მცველის ვინაობა საიდუმლოდ ინახება. მწვანე თვალების და მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი ბელას ყველაზე რთულ ვითარებებში დამაკმაყოფილებლად იცავს.

image





ჯასტინ ბიბერი - ამ ცნობილი ვარსკვლავის პირადი მცველი მაიკი არანაა, რომელიც ასევე უახლესი ტექნოლოგიების იარაღებით არის დაკომპლექტებული. არანას ასევე რამოდენიმე მცველი ჰყავს, თუმცა ბიბერის უშუალოდ პირველ მცველად თავად ითვლება. არანა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველია.

image





კიმ კარდაშიანი - როდესაც ცნობილებზე და მათ პირად დაცვებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია გამოგვრჩეს კიმ კარდაშიანი, რომელსაც ფრანგი პასკალ დუვიე იცავდა. ეს უკანასკნელი კარდაშიანს 6 წელი ემსახურებოდა, თუმცა როდესაც ცნობილი ვარსკვლავი გაძარცვეს და მილიონობით დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, კარდაშიანებმა დუვიეს სამსახური დაატოვებინეს. პასკალმა მძარცველების შეჩერება ვერ შეძლო.


image





რიანა - ბუნებრივია, რომ ცნობილი მომღერალი პირადი დაცვების გარემოცვაშია. მას ჰყავს 5 პირადი მცველი, რომლებიც სპეციალურ წვეულებებზე რიანასთან ერტად არიან. მომღერალი მცველებთან მეგობრულ ურთიერთობაშია, რაც მათ უფრო ერთგულს ხდის. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თოვლიან ამინდში მცველებმა რიანა 3 კილომეტრის მანძილზე ხელით ატარეს.

image





ადელი და ლედი გაგა - ამ ორი პოპვარსკვლავის მცველი ჰოლანდიელი პიტერ ვა დე ვინი იყო. სიანმდვილეში ვინი პოლიციელი, თუმცა სპორტდარბაზებშიც საკმაოდ დიდ დროს ატარებს. 2005 წლიდან ცნობილი სახეების პირადი მცველია და მასთან თავს ყველა დაცულად გრძნობს. მცველი ამჟამად უმუშევარია და დასაქმების სურვილიც არ გააჩნია.

image





დევიდ და ვიქტორია ბექჰემი - წყვილი უპირველეს ყოვლისა ტყვიაგაუმტარი როლს-როისით მოგზაურობს. გარდა ამისა, მათ 2 ავტომობილი ყოველთვის თან დასდევს. ორივე ავტომობილში ჯამში ათობით პირადი მცველია. ბექემების ოჯახი საკმაოდ ძლიერადაა დაცული.

image





კენდრიკ ლემარი - ცნობილი რეპერი კამერების ობიექტივში იშვიათად ხვდება. როგორც მას, ასევე მის პირად მცველსაც არ უყვარს ტელევიაში ხშირად გამოჩენა, თუმცა გასულ წელს პაპარაცებმა ლემარი შენიშნეს პირად მცველთან ერთად, რომელიც რეპერს თითქმის ორჯერ აღემატებოდა მოცულობაში.

image





ბრიტნი სპირსი - ცნობილი პოპვარსკვლავი 7/24 დაცვების მეთყვალყურეობაშია. ბრიტნი მოუსვენარი გოგონაა და მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი პირადი მცველი. როგორც ცნობილია, მცველები მას ყოფილ შეყვარებულისგანაც იცავენ...

image





ჯენიფერ ენისტონი - ჯენის პირადი მცველები ყოველთვის თან დაჰყავს. განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი მუდმივად მასთან ერთადაა. როდესაც ენისტონი შოპინგზე გადის, მასთან ერთად ყოველთვის 3 პირადი დაცვა მაინც უნდა იყოს.

image






ანჯელინა ჯოლი - მას 3 პირადი დაცვა ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი მარკ ბილიგამია, რომელიც ასევე ბავშვების დაცვითაა დაკავებული. მარკი ანჯელინა ჯოლიმდე ტომ კრუზის პირადი დაცვა იყო. როგორც ცნობილია, მარკი და ჯოლი საკმაოდ კარგი მეგობრებიც იყვნენ.

image



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საიტერესო <<<<<



9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია!

image





გადარჩენილი კაცობრიობა: შეუჩერებელი სუპერ-გრიპი

image





მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს!

image





მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას

image





გადარჩენილი კაცობრიობა: ებოლას კრიზისი

image









4
2718
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2718
  
5 მარტი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 მარტი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

აქ ჩამოთვლილებს მართლა ჭირდებათ პირადი დაცვა აი საქართველოში ცირკის დირექტორი რომ არის კობზონა (ბიძინას რჩეული) მაგას რათ უნდა პირადი დაცვა?????
1 მარტი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4