x
image
Yoona
Mediator image
6 გემრიელი და სასარგებლო სმუზი ბავშვებისთვის, რომლებიც თქვენც მოგეწონებათ
ბავშვებს ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის ჭამას ვერ აიძულებთ? თავადაც არ გიყვართ, მაგრამ გესმით, რომ რაციონში მისი დამატება აუცილებელია?

image

შეგიძლიათ გემრიელი სმუზები მოამზადოთ, რომლებიც გემოს რეცეპტორებსაც გაახარებენ და თქვენს ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით, უჯრედისით, ვიტამინებით, მინერალებით, ცხიმებით და ამინომჟავებით გაამდიდრებს. ამისთვის მხოლოდ ბლენდერი და რიგი პროდუქტები დაგჭირდებათ.


შვრია და ქიშმიში


image

2 ჭიქა რძე

1 ჭიქა შვრია

ნახევარი ჭიქა ქიშმიში

2 გაყინული ბანანი

¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი

შვრია და ქიშმიში დააბლენდერეთ, რძე დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ დააბლენდერეთ. ამის შემდეგ დაჭრილი ბანანი და დარიჩინი დაუმატეთ. თქვენი 4 პორცია სმუზი გამოგივათ.

შვრია ორგანიზმს წმენდს, „ცუდ“ ქოლესტერინს ამცირებს და ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ქიშმიში ნერვული სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს და დეპრესიას ებრძვის, ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს.


წიწაკა და მწვანილი

image

ასეთი სასმელი ენერგიით აგავსებთ.

2 ჭიქა ქოქოსის რძე (შეგიძლიათ სხვა რძე გამოიყენოთ)

2 გაყინული ატამი

2 გაყინული ბანანი

2 ჭიქა დაქუცმაცებული ისპანახი

1 ჩ/კ ახალი გახეხილი კოჭა

ყველაფერი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და 30 წამით დააბლენდერეთ. თქვენ 4 პორცია გემრიელი სასმელი გამოგივათ.

ისპანახი ნაწლავების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, სტრესს ებრძვის, ენერგიას შეგმატებთ. ასევე ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას ხელს უწყობს. ატამი ნამდვილი ანტიდეპრესანტია. კოჭა დეტოქსიკაციას ხელს უწყობს, იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს.


ანანასი, წითელი კომბოსტო და ბანანი

image

2 ჭიქა ანანასის წვენი

2 ჭიქა დაქუცმაცებული წითელი კომბოსტო

2 მწიფე გაყინული ბანანი

ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. შედეგად, 4 პორცია სმუზს მიიღებთ.

წითელი კომბოსტო დიდი რაოდენობით C ვიტამინს, უჯრედისს და ბიოფლავონოიდებს შეიცავს. ამის წყალობით იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, წნევას ამცირებს და დაბერების პროცესს აფერხებს. ახალ გაწურული ანანასის წვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს.


წითელი ხავერდა

image

ნახევარი ჭიქა რძე

2 ჭიქა ყინულის კუბები

ნახევარი ჭარხალი (საშუალო ზომის)

2 ს/კ მდნარი ყველი

3 ჩ/კ თაფლი ან აჰავას სიროფი

1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

ინგრედიენტები ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და დააბლენდერეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ამის შემდეგ ყინული დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

ჭარხალი ნაწლავების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, მდნარი ყველი ორგანიზმს ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით და რძის ცხიმებით ავსებს.


სტაფილო, ბანანი და კენკრა

image

1 ჭიქა ნუშის რძე

1 ჭიქა ახალ დაწურული სტაფილოს წვენი

2 მწიფე გაყინული ბანანი

2 ჭიქა გაყინული მოცვი

პირველ რიგში ნუშის რძე და სტაფილოს წვენი აურიეთ. შემდეგ დაჭრილი ბანანი და მოცვი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

მოცვი იმუნური სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. სტაფილო საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, დაღლილობას მოგიხსნით და მადას ამცირებს. ბანანი ორგანიზმში ჰემოგლობინის დონეს ზრდის და სტრესის და ცუდი განწყობის მოშორებას ხელს უწყობს.


თაფლი და ნუში ნერვული სისტემის დასამშვიდებლად

image

2 ჭიქა ნუშის რძე

¼ ჭიქა ნუშის კარაქი

¼ ჭიქა თაფლი

1 ჭიქა ყინულის კუბიკი

სასმელის მოსამზადებლად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ყველაფერი კარგად აურიეთ.

ნუში სხეულს ვიტამინებით, მინერალებით, ფლავონოიდებით, სასარგებლო უჯერი ცხიმებით და ამინომჟავებით აავსებს. საკვები ბოჭკოების წყალობით ორგანიზმს წმენდს და ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს. თაფლი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ამშვიდებს და უძილობას აქრობს.


ასევე დაგაინტერესებთ:

7 კერძის რეცეპტი ბროკოლისგან, რომელიც ბავშვებსაც კი მოეწონებათ

image

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

image

5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

image

დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი

image

გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image


0
185
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
185