x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თუ გინდათ, რომ დიდხანს იცოცხლოთ
image

კალიფორნიაში ლოურენსის სახელობის ტრანსფორმაციური მედიცინის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დევიდ ანგუსმა ისაუბრა მეთოდებზე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.


ექსპერტის განცხადებით, უნდა იკვებოთ მხოლოდ ნატურალური პროდუქტით და შეეშვათ ვიტამინების და დანამატების მიღებას.სპეციალისტმა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ არ უნდა დავივიწყოთ აცრები, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო.სადილობის დროს კი ერთი ჭიქა ნატურალური ღვინო მივიღოთ.

"და ყველაზე მთავარი, ნუ იქნებით მარტოხელა"-დასძინა ანგუსმა.



ამერიკელი მედიკოსი რეკომენდაციას იძლევა, ყველა საქმე ძილამდე ორი საათით ადრე მოვითაოთ, რომ არ გადავტვირთოთ ტვინი, გვქონდეს სტაბილური დღის რეჟიმი, ბევრი ვიაროთ ფეხით და ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ სპორტდარბაზით.


გასული წლის ოქტომბერში თითქმის ანალოგიური დასკვნა გააკეთეს იტალიელმა დიეტოლოგებმა'რომლებმაც შეისწავლეს საკუთარი თანამემამულეების დღეგრძელობის საიდუმლო(იტალიაში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელია, ხოლო ქალების-85)ეს არის სწორი კვება, რომელიც მდიდარია ცილებით, ანტიოქსიდანტებით, A და E ვიტამინებით, დიეტოლოგები გვირჩევენ მივიღოთ რძის პროდუქტები, მწვანილეული და ახლადგამოწურული გრეიფრუტის წვენი დილაობით.


0
289
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0