x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
როგორ შევხვდეთ ნათლისღებას-ისტორია და ტრადიცია
image

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღინიშნავს ნათლისღებას ანუ წყალკურთხევას. ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება, ძველთაგანვე მორმწუნენი აგროვებენ წმიდა წყალს, რადგან ითვლება, რომ იგი მთელი წლის განმავლობაში არ იხრწნება და აქვს სამკურნალო ძალა.



საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება. აიაზმის კურთხევას დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.



წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.



ნაკურთხი წყლის სახლში მიტანის შემდეგ მრევლი მას ამრავლებს, სხვა წყლიან ჭურჭელში გადააქვთ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დასაცავად, ბაღ-ვენახებს კი უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

ამასთანავე ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით თუ დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს. ბოლო წლებში ტრადიციად იქცა საყოველთაო ნათლობა, რომელსაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II- ატარებს.

ამა წლის 14 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 62-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-ზე მეტი ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40909 ნათლული ჰყავს.

image

ნათლისღებაზე საქართველოში ტრადიციის მიხედვით ნათლული მიდის სტუმრად ნათლიასთან და ულოცავს დღესასწაულს.
დღემდე საქართველოში შემორჩა "უმძრახი წყლის“ ტრადიცია:
ნათლისღების დღეს ოჯახის რომელიმე წევრი დილით ძალიან ადრე გადიოდა სახლიდან, მიჰქონდა წყლის ჭურჭელი ისე, რომ არავის არა თუ დალაპარაკება, არც უნდა მიესალმოს . (საკუთარი ძმაც რომ შეხვედროდა, ხმა არ უნდა გაეცათ ერთმანეთისთვის) წყალთან მისულს, დაებანა პირი, როგორც ერთგვარი განწმენდა, გარდაესახა პირჯვარი და უკან სახლამდე ისევე შეუმჩნევლად დაბრუნებულიყო, თან წყალი მოეტანა.
თუ ამ წესს შეასრულებდა ზედმიწევნით, სწორად ეს წყალი ითვლებოდა წმიდა წყლად, მას ინახავდნენ დიდი ხნის განმავლობაში და აპკურებდნენ სახლში, ბაღ-ბოსტანში, ბოსელში და ა.შ.



ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათ-წესიც. ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.
ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.მაგალითად ტრადიციის მიხედვით გურიაში ნათლსიღებამდე ერთი დღით ჩიჩილაკს წვავენ.
ნათლისღების დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ხდება მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში და გალობს ნათლისღების ტროპარს.
image


ნათლისღების დღესასწაული ორ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აღინიშნა. ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანზე მოინათლა იესო ქრისტე.


უძველესი წყაროების მიხედვით, ზიარების შესრულებისთანავე სულიწმინდა ზეციდან ხალხს მტრედის სახით მოევლინა. სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება- მამა, ძე და სულიწმიდა. ზეციდან კი გაისმა მამა ღმერთის ხმა:„ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".

image

თავის დროზე საკვირველი ნათლისღება იესო ქრისტესი საჭირო იყო ადამიანთა განწმედისა და რწმენაში განმტკიცებისათვის. დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. დღეს ქრისტეს მიერ ისევე ეკურთხება წყალი მორწმუნეთათვის, დღეს კვლავ ხდება ჩვენს თვალწინ დიდი სასწაული, უბრალო წყალი გახდება წყალი - განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი. ჩვეულებრივი წყალი ძნელად ინახება რამოდენიმე დღითაც კი, ნაკურთხი წყალი კი შეიძლება შევინახოთ წლობით და ისეთივე წმიდა და კამკამა იქნება, როგორც იყო კურთხევის წინ. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, რაც უტყვი ნიშანია იმისა, რომ უფალი დღესაც ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენი განკურნებისა და გადარჩენისათვის.

image

0
205
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0