x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეუძლია თუ არა იარაღის ტყვიას, თუნდაც პირდაპირი მოხვედრისას ხელყუმბარის აფეთქება

image ბევრჯერ გაქვთ ალბათ ფილმებში ნანახი, თუ როგორ ესვრის ფილმის გმირი "სტრატეგიულ" აგილზე დადებულ ხელყუმბარას ტყვიას და მისი აფეთქებით, თუ როგორ ხოცავს მოწინააღმდეგეებს.
არა და ეს მხოლოდ გაუთვიცნობიერებელ ადამიანებზე გათვლილი ტრიუკია, რომელსაც რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვს.
ხშირად ფილმის გმირები აგდებენ ხელყუმბარას და მერე ტყვიას ესვრიან ასაფეთქებლად, როგორ წარმოგიდგენიათ ასროლილი ხელყუმბარისათვის ტყვიის მოხვედრა, ხელყუმბარა მწყერი არაა და არც საბრძოლო ავტომატია სანადირო თოფი ათეულობით საფანტი, რომ გაისროლოს.
როგორი ჩუბინი მსროლელიც არ უნდა იყო, გადაგდებული ხელყუმბარისათვის ტყვიის მოხვედრება უძნელესია, ამასაც თავი დავანებოთ, ვთქვათ მოხვდა ტყვია და მერე რა ამით?
ხელყუმბარა ტყვიით აფეთქდება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ხელყუმბარის დამცავი რგოლის მოძრობას შეძლებს მსროლელი ხელყუმბარისათვის, რისი რეალური შესაძლებლობა ნულოვანია, რგოლი, რომც მოწყვიტოს ტყვიამ მაინც რჩება სპეციალურ ჭრილში დამჭერი, რომლის ბოლო ტყვიის მოხვედრისას აუცილებლად თუნდაც მცირედ, მაგრამ მაინც დეფორმირდება და მისი ჭრილიდან გამოვარდნის შესაძლებლობა ასევე ნულოვანია.
მებრძოლმა პისტოლეტიდან ესროლა ხელყუმბარას, რაც მოხდა თავადაც ხედავთ-არანაირი აფეთქება.
image ხელყუმბარებში ძირითადად გამოყენებულია ტროტილი, რომელიც 80-90 გრადუს ტემპერატურაზე დნება და თუ ზოგიერთი სახის მინარევის აქვს იწვის.
ტროტილის აფეთქება შეუძლია მკვეთრად მომატებულ ტემპერატურას 290-გრადუსამდე რასაც ხელყუმბარის დეტონატორი აკეთებს.
საველე პირობებში ტროტილის და კიდევ ერთი კომპონენტის დახმარებით ცეცხლი დამინთია სრულიად უსაფრთხოდ, მაგრამ არავის ვურჩევ ამის გაკეთებას, რადგან ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მუშაობა ჩემი პროფესიაა.
თუნდაც სნაიპერული შაშხანით ესროლოთ ხელყუმბარას და ტყვია მოახვედროთ, დამიჯერეთ ხელყუმბარა არცერთ შემთხვევაში არ აფეთქდება, ხელყუმბარა გასკდება ტყვიის მოხვედრის გამო, ასაფეთქებელი ნივთიერებაც მიმოიფანტება, მაგრამ ხელყუმბარის აფეთქეება გამორიცხულია.
image



0
1126
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1126