x
image
მაკა ნიკვაშვილი
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ჰაიდი კლუმისა და ფერადკანიანი მომღერლის სილის შვილები

image


ჰაიდი კლუმი 90 - იანი წლების ყველაზე გამორჩეული და ცნობილი სუპერმოდელია. ლამაზმანი პოპულარული მას შემდეგ გახდა რაც მისი ფოტო ერთ - ერთი გავლენიანი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. "ვიქტორია სეკრეტის" ყოფილი ანგელოზი უკვე 46 წლის არის, თუმცა ის ისეთივე მოთხოვნადი და მომხიბვლელია როგორც საკუთარი კარიერის დასაწყისში იყო.



image


მრავალშვილიან დედა ჰაიდი კლუმს 4 შვილი ჰყავს, პირველი ქალიშვილი ცნობილ სელებრითს პირველ ქორწინებაში შეეძინა.



image

როდესაც მოდელი 2005 წელს ცოლად ფერადკანიან მომღერალს გაჰყვა, გოგონა ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, თუმცა სილიმ ჰელენი საკუთარი შვილივით აღზარდა და წლების განმავლობაში მისთვის მამობრივი სითბო და ალერსი არ მოუკვლია. წყვილს ქორწინებაში სამი საერთო შვილი შეეძინათ.


image


უმცროსი ქალიშვილი ლუ 10 წლის, უფროსი ვაჟები - ჰენრი და იოჰანი კი 13 და 14 წლის არიან.


image


5 წლის წინ ცნობილი წყვილი ერთმანეთს დაშორდა,
46 წლის გერმანელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ჰაიდი კლუმი პოპულარული ჯგუფის გიტარისტზე, 29 წლის ტომ კაულიცზე დაქორწინდა.


image

წყვილმა ქორწილი, ყვავილებით მორთულ, იახტაზე გადაიხადა. ცერემონიას მათი მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.



image

შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის რომანი საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წლის მარტში გახდა. ოფიციალურად ისინი პირველად, გასული წლის მაისში, კანის 71- კინოფესტივალზე გამოჩნდნენ.


image


დღესდღეობით, ბავშვები თავიანთ ცნობილ, ბიოლოგიურ მამას საკმაოდ იშვიათად ხედავენ.



0
1040
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1040