x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე პატარა კაცი
image

მსოფლიოში ყველაზე პატარა კაცი - ნეპალელი ხაგენდრა თაპა მაგარი (Khagendra Thapa Magar) - 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იტყობინება.


მისი სიმაღლე იყო 67.08 სანტიმეტრი. მამისის თქმით, დაბადებისთანავე ის იმდენად პატარა იყო, რომ "ხელის გულზე ეტეოდა". ბოლო პერიოდში ხაგენდრას გული და ფილტვები აწუხებდა.

image



2011 წელს, იგი დაინიშნა ნეპალის კეთილი ნების ელჩად ტურიზმის მიმართულებით.

image


გინესის რეკორდების რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ განაცხადა, რომ ”ცხოვრება შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ მხოლოდ ექვსი კილოგრამს იწონით და ვერ ჯდებით იმ სამყაროში, რომელიც აგებულია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. მაგრამ ხაგენდრასთვის, უდავოდ, ხელი არ შეუშლია ამას, რომ მაქსიმუმი მიეღო ამ ცხოვრებიდან. ”

image

2019 წლის 30 ოქტომბერს, ასტრახანის ოლქში გარდაიცვალა ტანზილი ბისემბეევა, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში. იგი 124 წლის იყო.

0
1164
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0