x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99666
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
"მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, დანარჩენი ყველა .... გილოცავთ." - ნიკა გვარამია

image


ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო პოსტს ავრცელებს, მისი თქმით, პრემიერ მინისტრის პოსტზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება, თუმცა ცვლილებები ამით არ სრულდება, გვარამიას ინფორმაციით მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციაზე ინაცვლებს, ხოლო იუსტიციის მინისტრის პორტფელს კი კახა კახიშვილი იბარებს: "მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, იუსტიცია - კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში, საგარეო საქმეები - მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ - ყოფილი პრემიერი. გახარია - უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი, შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში - ზალკალიანი. ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. დანარჩენი ყველა რჩება. ფარდა. გილოცავთ." - დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
535
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
535