x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99519
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგი - ვის როგორ აფასებს მოსახლეობა?

ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის 19 ნო­ემ­ბრი­დან 13 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში სულ გა­მო­კი­თხა 2 180 ადა­მი­ა­ნი. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი 1, 9%-ია.

image

გა­მო­კი­თხულ­თა 34-34%-ს და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კახა კალაძის და და­ვით ბაქ­რა­ძის მი­მართ აქვთ. ამასთა, უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კახა კა­ლა­ძის მი­მართ გა­მო­კი­თხულ­თა 22%-მა პრო­ცენ­ტმა გა­მო­ხა­ტა, და­ვით ბაქ­რა­ძის მი­მართ - 21%-მა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 27%-ს აქვს, უარყოფითი - 34%-ს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­მო­კი­თხულ­თა 26% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 39%-ს მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­დე­ბი­თად 17% აფა­სებს, უარყოფითად გა­მო­კი­თხულ­თა 49%.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 13% აფიქსირებს, უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 49%-ს აქვს.

ალეკო ელისაშვილს 20% აფა­სებს და­დე­ბი­თად და 20% უარ­ყო­ფი­თად.

ნიკა მე­ლი­ას გამოკითხულთა 19% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 37% - უარ­ყო­ფი­თად.

გია ვოლ­სკის მი­მართ 16% გამოხატავს და­დე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ხოლო 32% - უარ­ყო­ფითს.

ასევე, 16% აფა­სებს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს და­დე­ბი­თად, 32% - უარ­ყო­ფი­თად;.

ირმა ინაშ­ვილს 18% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 35% უარ­ყო­ფი­თად;

გიგი უგუ­ლა­ვას 16% აფა­სებს და­დე­ბი­თად, 38% - უარ­ყო­ფი­თად.

1
219
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
219
  
20 იანვარი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1