x
image
melody_inside
კანზე არსებული 13  უცნაური ლაქა და ხალი, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეამოწმოთ ექიმთან
image




კანის ზედაპირის მდგომარეობა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს მრავალი შინაგანი დაავადების გამო, წერს Prevention.



კანზე ნებისმიერი ფერის და ნებისმიერი ზომის ლაქების გამოჩენა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჯანმრთელობისათვის უსფრთხო მოვლენებმა, ასევე ისეთმა საკმაოდ სერიოზულმა დარღვევებმა, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას ითხოვენ.



წარმონაქმნი იწყებს ქავილს, აქერცვლას, იზრდება ზომაში და მრავლდება? მაშინ კანის პრობლემება შეიძლება მიგვანიშნებდეს პათოლოგიის არსებობაზე.




თუ ასეთი გამოვლინებები გახშირდა, უნდა მიმართოთ დერმატოლოგს მიზეზის აღმოჩენის და შესაბამისი მკურნალობის დანიშნვისთვის.



1) ალუბლის ანგიომა.

image



ეს არის ხალისმაგვარი წამონაზარდი, რომელიც შედგება წვრილი სისხლის კაპილარებისგან, ან ძარღვებისგან. ეს ანგიომის ყველაზე გავრცელებული ტიპია.


ანგიომა- კეთილთვისებიანი სიმსივნეა, წარმოქმნილი კაპილარების გადამეტებული ზრდით.



ალუბლის ანგიომის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და ჩვეულებრივ ასეთი ხალები ადამიანს 40 წლის ასაკიდან უჩნდება.



მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ობობისნაირი ანგიომა (ტელეანგიეკტაზიები) იშვიათობაა, ის შეიძლება ნიშანი იყოს პათოლოგიის განვითარებისა. მაგალითად, ღვიძლის დაავადების, კანის კიბოს და სხვა. მიმართეთ ექიმს.


თუ ისინი მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს გიქმნით, არსებობს მისი მოშორების რამდენიმე გზა: ელექტროქაუტერიზაცია, კრიოქირურგია, ლაზერული ქირურგია.

2) ფსორიაზი



image


ფსორიაზი (ბერძნ. psoriasis — ქავილი, მუნი) — ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება.

ფსორიაზი აზიანებს კანს, ფრჩხილებს და სახსრებს. ჩვეულებრივ, ეს მომაბეზრებელი დაავადება ვლინდება ვარდისფერი ან წითელი ფერის ქერცლის სახით.

რაღაც მიზეზების გამო იმუნური სისტემა არასწორ სიგნალებს უგზავნის კანის ზედა ფენების უჯრედებს და ისინი გაძლიერებულად იწყებენ დაყოფას, წარმოქმნიან რა ქერცლს. ამავდროულად უჯრედები იყოფიან ხშირად, მაგრამ ცოცხლობენ ცოტახანს - რის გამოცაა სწორედ ასეთი ქერცლები.





3) ფოლიკულური კერატოზი.







image




ფოლიკულური კერატოზი წარმოადგენს კანის დაავადებების ჯგუფს, რომელსაც თან ახლავს ჰიპერკერატოზი და თმის ფოლიკულების ბლოკირება. პათოლოგია თანდაყოლილი და შეძენილია. გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

ეს არის კერატინიზაციის დარღვევა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულების გამოსასვლელ ხვრელებს ავსებს რქოვანი საცობები.




ძირითადად პატარა წერტილოვანი ფოლიკულური გამონაყარი წარმოიქმნებიან მხრებზე, თეძოებზე და დუნდულებზე. გამონაყარი შეიძლება წარმოიქმნას სახის კანზეც, განსაკუთრებით ბავშვებში.

გამონაყარი უფრო მეტად გამოისახება წლის ცივ პერიოდში და ზოგჯერ მცირდება ზაფხულზე. აშლილობა წარმოადგენს უმთავრესად კოსმეტიკურ ხარვეზს. მას შეიძლება თან სდევდეს ქავილიც.





4) პაპილომები.




image




პაპილომები კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია.

პაპილომავირუსი აინფიცირებს კანის ზედა ფენის უჯრედებს- ეპიდრმისს. ამის გამო სხეულის ნებისმიერ ნაწილზე წარმოიქმნება წამონაზარდები. არსებობენ ყაყაჩოს თესლის და ალუბლის ზომისაც კი.

პაპილომას ფერი ვარირებს ხორცისფერსა და ყავისფერს შორის. პაპილომავირუსი შეიძლება შეგხვდეთ ამ ვირუსით დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტისას .

რაც უფრო დიდხანს „ინახავთ“ თქვენს პაპილომებს, მით მეტი და მეტი გამოვა კანზე. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი როგორც წესი რამდენიმე თვე გრძელდება.




5) ფოლიკულიტი.




image


(ლათ.folliculus ტყავის პარკი, ბერძნ. -itis ანთება) – თმის ბუდის ანთება.


ფოლიკულიტი- არის თმის ფოლიკულების ანთებით პროცესისას მიმდინარე კანის დარღვევა. თმის ფოლიკულები -პატარა ზომის ჯიბეებია, საიდანაც იზრდება თმა.


როგორც წესი ეს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის მიზეზია. თავიდან თმის ბუდის გარშემო პატარა წითელი და თეთრი მუწუკები ჩნდება.


ინფექცია შეიძლება გავრცელდეს და მუწუკებიდან მყარი და მოუშუშებელი წყლულები ჩამოყალიბდეს.








6) ეგზემა.




image




ეგზემის ტიპიური გამოვლინება არის კანზე წითელი ლაქები და გამონაყარი, რაც იწვევს წვას და ქავილს.


ქავილის შედეგს კი წარმოადგენს კანზე შესქელებული უბნების წარმოქმნა, რომლებიც ადვილად სკდებიან. მწვავე ეგზემა ხასიათდება ქავილით, სიწითლით და კანის შეშუპებით შესაძლო წყლიანი ბუშტუკების ფორმირებებით.


ეგზემის დროს შეინიშნება ინფექციებისგან ორგანიზმის დამცავი ფუნქციის გაუარესება, რაც მარტივად იწვევს ინფექციურ ანთებით პროცესს.





7) მეჭეჭები.




image



მეჭეჭი ვირუსული წარმოშობისაა და შეხებით ვრცელდება. მათ საფუძველში განსაკუთრებული ვირუსია- ადამიანის პაპილომავირუსი. ის კარგად გრძნობს თავს ჭარბი ტენიანობის პირობებში.

ისეთ სიტუაციაში, როდესაც ხელები მუდმივად სველია, გაცილებით იოლია დაინფიცირება. უფრო ხშირად გვხვდება ვულგარული მეჭეჭები.

მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ეს არის ორსპირალიანი დნმ-ს მქონე რთული აღნაგობის ვირუსი, რომელიც უმთავრესად კანსა და ლორწოვანს აზიანებს. მეჭეჭი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ადვილად კიდურებზე ჩნდება მცირე ჭრილობებისა და ნაკაწრების არსებობისას. ცნობილია ადამიანის პაპილომავირუსის 150-მდე ტიპი


8) დერმატოფიბრომა.



image


დერმატოფიბრომა - ეს არის კანქვეშა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.

დერმატოფიბრომა წარმოადგენს მკვრივი კოსისტენციის სხვადსხვა ზომების და ფორმების გლუვ მრგვალ წარმონაქმნებს კანზე.

აღნიშნული დაავადება შესაძლოა მთელ კანზე გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად დერმატოფიბრომა წარმოიქმნება ზურგის, მხრების, ტერფების და წვივების ზედაპირზე.


თუ ორი თითით მოვუჭერთ დერმატოფიბრომას გვერდებზე, მაშინ მის ცენტრში მცირე ზომის ჩაღრმავება გაჩნდება. მისი ადგილიდან დაძვრის მცდელობისას კი ის კანთან ერთად მოძრაობს.








9) პიგმენტური ლაქები.



image


მელანინის გადადება კანის ღრმა ფენებში- სწორედ ესაა ჰიპერპიგმენტაცია. გარეგანი გამოვლინება: ლაქები კანზე, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და ფორმის, და ზედაპირზე ამოწეულებიც კი.

შეფერილობა საკმაოდ გაჯერებულია- საშუალო ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე.


ასეთი პიგმენტაცია საკმაოდ შესამჩნევი შეიძლება იყოს და წარმოადგენს ჰორმონალურ დარღვევას, გამოწვეულს მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ ან რამე დაავადების შედეგად არსებულ ჰორმონალური ცვლილებების პერიოდით.




10) სებორეული კერატოზი.



image


- სებორეული კერატოზი (სებორეული მეჭეჭი) კანის საკმაოდ ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ჩვეულებრივ ვითარდება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში ეპიდერმისისგან. მისი პათოგენეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ითვლება, რომ ეს დაზიანება ვითარდება ეპიდერმისის ბაზალური შრის უჯრედებიდან ან თმების ფოლიკულების კერატი-ნოციტებისგან.

სებორეული კერატომები იზრდებიან ნელა და სხვადასხვა ზომის.

ახლად გაჩენილი ელემენტები წარმოადგენენ ბრტყელ, წვრილ ლაქებს ან პაპულებს, რომლებიც კანზე მიწებებულის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათ აქვთ მკვეთრი საზღვრები, ვარდისფერი ან ყვითელი შეფერილობა, აქვთ მეჭეჭისებური (თითქოს დაგოფრილია) ზედაპირი და იფარებიან ადვილად მოცილებადი ცხიმოვანი ქერქით, დროთა განმავლობაში ეს ქერქი უფრო მკვრივი ხდება და იკეთებს ნახეთქებს. ქერქის სისქე ზოგჯერ 1-2 სმ-ს აღწევს. კლასიკური სებორეის ელემენტები დროთა განმავლობაში იღებენ სოკოს მასგავს ფორმას და მუქ-ყავისფერ ან შავ შეფერილობას.
სებორეული კერატოზი ვითარდება ნელა (რამდენიმე ათეული წელი) და არასდროს არ გარდაიქმნება ავთვისებიან წარმონაქმნში.
მკურნალობა შეიძლება არც კი ჩატარდეს. კოსმეტიკური თვალსაზრისით შეიძლება მისი მოშორება დიათერმოკოაგულაციით, ლაზერით, კრიოდესტუქციით.




11) რინგვორმი.



image

რინგვორმი ინფექციური დაავადებაა კანის, თმისა და ფრჩხილების დაზიანებით. ეს არ არის ისეთი უწყინარი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგან მას შეუძლია მუდმივად დატოვოს ლაქები ან მელოტი ლაქები კანზე და სკალპზე. Ringworm ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება 4-13 წლის ასაკში და მისი სრული განკურნება შესაძლებელია, თუ დროულად დახმარებას ითხოვთ.

რინგორმი ჩვეულებრივი სახელია, რომელიც აერთიანებს დაავადების ორ ფორმას: ტრიქოფიტოზი და მიკროსპორია. ინფექციის წყარო არის ან ავადმყოფი ან ინფიცირებული ცხოველი (კატები, ძაღლები, ზაზუნები).

არსებობს რამდენიმე პათოგენი: ტრიქოფიტონის სოკოები, პარაზიტიტი ადამიანის სხეულზე და მიკროსპორიუმი, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ადამიანზე, ასევე ცხოველებზე. დაავადება ძალზე გადამდებია: ის ადვილად გადადის როგორც პაციენტთან უშუალოდ კონტაქტით, ასევე ობიექტების საშუალებით, რომლებზეც რჩება კანის ფანტელები, თმა და მატყლი.

imageimage

თავის თმიანი ნაწილის დაზიანებისას დაავადება იწვევს თმების კეროვან, ბუდობრივ ცვენას.




12) ბრტყელუჯრედული კარცინომა.





image



კარცინომა (ძვ. ბერძნ. καρκίνος — „კიბო“, -ωμα; ὄγκωμα-დან — „სიმსივნე“), კიბო — ავთვისებიანი სიმსივნის სახეობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა ორგანოების ეპითელური ქსოვილის უჯრედებიდან (კანიდან, ლორწოვანი გარსიდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან)

ეს კანის სიმსივნის მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. წარმოიქმნება მოუშუშებელი, ქერცლოვანი ჭრილობა ან კვანძი, რომელიც თანდათან იზრდება.



კანის სიმსივნის ეს ფორმა შეიძლება გავრცელდეს სხვა შინაგან ორგანოებზე, ამიტომ აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა.


კარცინომა ყველაზე ხშირად ჩნდება სხეულის მზიასგან დაუცველ უბნებზე:თავის კანზე, კისერზე და წელს ზემოთ.





13) მელანომა.




image



სიმსივნეა ავთვისებიანი მახასიათებლებით, რომელიც აზიანებს ადამიანის კანის ქსოვილებს, წარმოადგენს კანის კიბოს ერთ-ერთ სახეობას.



მელანომა (ლათ. melanoma, melanoma malignum) — დაავადება, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა[1]. ყველაზე ხშირად მელანობა ვითარდება კანის საფარზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება ლორწოვანი გარსის დაავადებაც. მელანომას ახასიათებს სწრაფი განვითარება მთელს ორგანიზმში. წარმოადგენს კანის კიბოს ერთ-ერთ სახეობას. მისი განვითარების ფაზებია: ჰორიზონტალური ფაზა – განვითარების საწყისი სტადია, როცა მელანომა არ გამოდის ეპითელიუმის გარეთ; ვერტიკალური ფაზა – მელანომას შეღწევა კანის უფრო ღრმა ფენებში, ზრდის დაჩქარება, მეტასტაზებიანი სიმსივნეების გაჩენა.


მელანომა წარმოიქმნება კანში არსებული მელანოციტებით, რომელიც შეიცავს პიგმენტს ( მაგალითად კანზე, ლორწოვან გარსზე, თვალებზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე). ძალიან ცუდი პროგნოზია გავრცელებული მეტასტაზების შემთხვევაში.



აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია და გაუზიარეთ მეგობრებს!




გისურვებთ ჯანმრთელობას!





იხილეთ ასევე:





ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვეში ერთხელ, მაინც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის. ამ ინფექციის მთავარი თვისებაა-დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე (და არა მხოლოდ ტუჩზე), რომელიც არა მხოლოდ

პირველ რიგში, ამ საოცრება-ელექსირისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ასპირინი. ამიტომ ის არ უნდა ჩაანაცვლოთ სხვა რამით, თუნდაც იბუპროფენით. ასპირინის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც არაჩვეულებრივად სასარგებლოა კანისთვის, წერს Acne Skin Site. რა დაგვჭირდება ამ ნიღაბისთვის: _1...

იმისთვის, რომ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, წერს Dobr rady a npady. თუმცა, სხეულის მდგომარეობაზე დაკვირვება ექიმთან დაგეგმილ ვიზიტამდეც უნდა მოხდეს. ამისთვის არსებობენ დამოუკიდებელი ტესტები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული დაავადებები აღმოაჩინონ პირველი სიმპტომების გამოჩენ...

შეუძლია თუ არა ყურზე გაკეთებულ პირსინგს ქრონიკული ტკივილი შეაჩეროს. ის ამბობს, რომ კი. პირსინგის ხელოსანი ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი კლიენტი იკეთებს პირსინგს არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც, იუწყება Daily Mail(сообщает Daily Mail.) 30 წლის ბენ ტაუბერი ნიუ-იორკიდან, ამბობს, რომ მასთან ადამიანები ნემსებით ...

.............

ფეხზე პოდაგრის მოშორების ეს მეთოდი მოგვითხრო ქალმა, რომელიც კარგად იცნობს პრობლემას. 30 წელი საოპერაციო განყოფილებაში ის მედდად მუშაობდა. მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოუვლით ფეხს, ატარებთ სწორ ფეხსაცმელს, არ დატვირთავთ ტერფს ზედმეტად, გააკონტროლებთ სხეულის წონას და არ

ჭეშმარიტად ღირებული რჩევები! როგორც წესი, დამცავ ნიღაბს ვიყენებთ ქუჩაში იმისთვის, რომ თავი დავიცვათ გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან _ წერს Smart Parenting. მხოლოდ შენობაშია შესაძლებელი, თავისუფლად ვისუნთქოთ და არ ვწუხდეთ დაბინძურებულ ჰაერზე. მაგრამ ეს სულაც არაა ასე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაც...



1
4106
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
4106
  
2020, 15 თებერვალი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1