x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სწრაფად მოსამზადებელი, ხორცის უგემრიელესი რულეტი
ალბათ ყველა თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან გშიათ, არც ერბო-კვერცხი გინდათ და არც მოხარშული სოსისი, მოთმინების ფიალა სავსე გაქვთ და კუჭის წუხილს გონებაც ემორჩილება. ამ დროს, რა შეიძლება იყოს ყველაზე "ზედგამოჭრილი" სადილი, რომელიც მინიმალურ დროს მოითხოვს და თან თქვენს შიმშილს და კუჭს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს? (საინტერესოა, პირველად რა იდეებმა გაიჟღერა თქვენს გონებაში, იქნებ გაგვიზიაროთ კომენტარებში)



image


სულაც, გამოვრიცხოთ მოულოდნელი თუ მოსალოდნელი შიმშილი და ცარიელი ქვაბი და მაგალითად მოვიყვანოთ დაუპატიჟებელი სტუმრები. რამდენად ხშირად გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ კარზე მოულოდნელ ზარს დაურეკავს და გესტუმრათ ისეთი ადამიან(ებ)ი, რომელთა სტუმრობას არ შეეძლო ვახშმის გარეშე ჩაევლო, უმოკლეს დროში კი რაიმე გემრიელის მომზადება, არც თუ ისე მარტივია. პანიკაში ნუ ჩავარდებით, გამოსავალი არსებობს!


მოკლეთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისთვის, სწორედ დღევანდელი, უსწრაფესად მოსამზადებელი უგემრიელესი რულეტი გამოდგება, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ცომი, ძეხვი, (გუშინდელი მორჩენილი ხორცი -ქათმის, ღორის, ძროხის- ნებისმიერი), მაიონეზი, ყველი.




როგორ მოვამზადოთ?



შეგიძლიათ უცებ, 2 წუთში მოზილოთ მაწვნიანი ცომი პატარა რაოდენობის და გააბრტყელოთ მხოლოდ ერთ ფენად, წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, ხორცი (რაც სახლში გაქვთ), მოახეხეთ ყველი. ასევე შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაამატოთ ზეთისხილი, ბულგარული, კამა და ა, შ. გადაახვიეთ ცომი რულეტივით, ზევიდან წაუსვით კვერცხის გული და შედგით ღუმელში 20 წუთით.


image



უგემრიელესი რულეტი მზადაა, შეგიძლიათ დაჭრათ და გაუმასპინძლდეთ სტუმრებს. ჯამში ნახევარი საათი დასჭირდება მომზადებას, სამაგიეროდ, გარწმუნებთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება.



image



1
293
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
293
  
2020, 22 იანვარი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1