x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ

image



ანტარქტიდა არის კონტინენტი, რომელიც დედამიწის სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს. ის აღმოჩენილ იქნა 1820 წელს რუსული ექსპედიციის მიერ.


ანტარქტიდა არის ყინულით დაფარული ადგილი, რომელიც სავსეა საიდუმლოებებით. 2 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქ წვიმა არ მოსულა მაგრამ მსოფლიოს სუფთა წყლის რეზერვების 80% -ზე მეტს შეიცავს. მეცნიერები, მკვლევარები და რიგითი ხალხი შეშფოთებული არიან კონტინენტთან დაკავშირებული საკითხებით. მაგალითად, რამდენად მალე დნება მარადიული ყინული და რა ხდება მის ქვეშ?


ერთ-ერთი საოცარი მოვლენა, რომელიც ყინულის საფარის ქვეშ იმალება, არის აღმოსავლეთის ტბა. ეს ტბა აღმოაჩენილ იქნა რუსი მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში. ტბის ზომა დაახლოებით 15 000 კმ² და სიღრმე 1200 მ.



ტბა იმალება ყინულის გიგანტური ფენის ქვეშ 3623 მეტრზე. ტბის ზედაპირზე ტემპერატურა თითქმის -90 გრადუსია, ხოლო ყინული დიდი წნევის ქვეშ იმყოფება და იქ საერთოდ არ არის მზის შუქი.


ამის გამო, მკვლევარები არ გეგმავდნენ იქ სიცოცხლის მინიმალური ნიშნების მოკვლევას, მაგრამ გაკვირვებული დარჩნენ, როცა, იქ მიკროორგანიზმები იპოვეს. ისინი განვითარდნენ თანამედროვე სიცოცხლიდან იზოლირებული ცხოვრებით. შესაბამისად, ისინი არ ჰგვანან რაიმე ცნობილ მიკროორგანიზმებსს. აღმოსავლეთის ტბა არ არის ერთადერთი წყალქვეშა ტბა ანტარქტიდაში. მათი რიცხვი 400-ს აღწევს.




image



ანტარქტიდას აქვს ღრმულები, რომლებიც არ არის დაფარული წყლით. ყველაზე დიდი არის მერი ბერდის მიწაზე და მას ბენტლის ღრმულს ეძახიან. ის, სავარაუდოდ, რიფტული წარმოშობისაა და ზღვის დონიდან 2 540 მეტრის სიღრმე აქვს. ღრმული სავსეა თოვლით.


ანტარქტიდა იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილის ყინული სქელია, დაახლოებით 3-4 კმ სიმაღლეზეა. დასავლეთ ნაწილის ყინული მნიშვნელოვნად თხელია - 1.1 კმ. ეს განსხვავება წარმოიშვა იმის გამო, რომ აღმოსავლეთ ნაწილის ყინულის ქვეშ ძველი სუპერკონტინენტის გონდვანას ნაშთები იმალება. ის აერთიანებდა აფრიკას, ანტარქტიდას, სამხრეთ ამერიკას, არაბეთს, ინდოეთს და მადაგასკარს.


კონტინენტების განცალკევების შემდეგ, ანტარქტიდის ნაწილი სამხრეთ პოლუსზე მოხვდა და წარსული სამყაროს მოგონებები ყინულით დაიფარა. მეცნიერები ამ ნაშთებს კრატონებს უწოდებენ, რომლებიც წარმოადგენს კონტინენტების სტაბილურ კლდოვან ბირთვს. მათი წელი შეიძლება იყოს 100-დან 500 მილიონ წლამდე.








0
934
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0