x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იყო და რა როლი ითამაშა საქართველოში სამოქალაქო ომის წამოწყებაში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ სუფიან ბეპაევმა

image სუფიან უზეირის ძე ბეპაევი დაიბადა ყაბარდო-ბალყარეთში 1937 წლის 23 დეკემბერს ჩეგემის რაიონის სოფელ ბულუნგუში. ეროვნებით ბალყარელია.
1944 წელს ოჯახთან ერთად გადაასახლეს შუა აზიაში. სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი რეაბილიტირებულ იქნა და ბეპაევმა 1960 წელს დაამთავრა კიევის წითელდროშოვანი, ფრუნზეს სახელობის სატანკო სასწავლებელი.
1969 წელს დაამთავრა ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემია. 1979 წელს კი საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია დაამთავრა.
1982 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და მეთაურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დისლოცირებული საბჭოთა ჯარების სატანკო დივიზიას.
შემდგომში მეთაურობდა მეშვიდე სატანკო არმიას ბელორუსიის სამხედრო ოლქში.
1990 წელს ის ინიშნება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ და სწორედ აქედან იწყება მისი აქტიური მოქმედებები საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებისათვის.
სუფიან ბეპაევს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ კიტოვანთან, თავად რუსი სამხედროები არ მალავდნენ, რომ სწორედ ბეპაევის ბრძანებით ამარაგებდნენ კიტოვანს შეიარაღებით, კიტოვანის ოპოზიციაში გადასვლის გამო.
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის პატრიკეევის შვებულებაში ყოფნის გამო პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობის დროს სწორედ სუფიან ბეპაევი ასრულებდა სამხედრო ოლქის სარდლის მოვალეობას.
რუსთაველზე პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სწორედ ბეპაევის მიერ გადაცემული საბრძოლო ტექნიკა იღებდა მონაწილეობას უზენაესი საბჭოს შენობის შტურმში, ისევე, როგორც რუსი კადრის ოფიცრები.
თავად ბეპაევიც არ მალავდა, რომ ის ამარაგებდა შეიარაღებულ ოპოზიციას შეიარაღებით.
ბეპაევს ადებდნენ რუსი სამხედროები ხელს აფხაზეთში ომის დაწყებისას კიტოვანისათვის გარკვეული რაოდენობის შეიარაღების გადაცემაში და აღნიშნავდნენ, რომ ბეპაევი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კიტოვანთან მეგობრული ურთიერთობის გამო აკეთებდა ამას (საუბარი არაა საქართველოსათვის ოფიციალურად გადაცემული კადრირებული დივიზიის შეიარაღებაზე).
რა შეიარაღებას ფლობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი 1990 წლის იანვრისათვის!
1990 წლის იანვრის მონაცემებით ამიერკავკასია თუ მის ტერიტორიას ავიღებთ და მოსახლეობის რაოდენობასაც გავითვალისწინებთ ერთერთი ყველაზე მილიტარიზებული იყო, 250 000 სამხედრო მოსამსახურე, 1500 ტანკი, 2500 ჯავშანმანქანა, 1000 ერთეული ჰაუბიცა, ნაღმსატყორცნი და ზალპური ცეცხლის სისტემა, 250 საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენი, ორი საავიაციო არმია გამანადგურებელი და ბომბდამშენი საფრენი აპარატებით.
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საწყობებში იყო იმდენი საბრძოლო მასალა, უწყვეტი საბრძოლო მოქმედებების პირობებში ავტონომიურ რეჟიმში ყოფნოდა სამხედრო ოლქის საბრძოლო დანაყოფებს ერთი თვის მანძილზე.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრები გამსახურდიას დამხობის პერიოდში სუფიან ბეპაევის ქმედებებზე:
პოლკოვნიკი რუდენკო (ეროვნებით უკრაინელი) მეცხრამეტე ცალკეული ჰაერსაწინააღმდეგო არმიის შტაბის (არმია ფარავდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქებს, შტაბით თბილისში) სამხედრო დაზვერვის უფროსი: გენერალი ბეპაევი სისტემატურად ხვდებოდა გამსახურდიას დამხობამდე და დამხობის შემდგომ პერიოდშიც თენგიზ კიტოვანს, რომელიც შეიარაღებული ოპოზიციის სარდალი იყო, თუმცა ჩვენ სამხედრო მზვერავები მას ვიცნობდით არა, როგორც სამხედროს არამედ, როგორც მოკრიმინალო სკულპტორს საკმაოდ ბნელი წარსულით.
მე მალე გადამიყვანეს უკრაინაში, ხოლო ჩემს ადგილზე დაინიშნა ახალი ჩამოსული ვიცე-პოლკოვნიკი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც ჩამანაცვლა, როგორც სამხედრო დაზვერვის უფროსი.
მაიორი ვორონინი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი:
ბეპაევის მოქმედებებზე რატომღაც "თვალს ხუჭავდა" ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი.
მიუხედავად იმისა, რომ გახშირდა სამხედრო ბაზებზე თავდასხმები სარდალმა გასცა ბრძანება: არ გაგვეხსნა ცეცხლი და არ გამოგვეწვია მსხვერპლი.
მთიან ყარაბაღში ომის დაწყებისთანავე გიუმრის სამხედრო აეროდრომისაკენ ყოველ ღამეს მიფრინავდნენ სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დატვირთული მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებსაც სომხებისათვის გადაჰქონდა მძიმე ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები.
ერთ დღეს სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიქტორ ივანკოვმა ("გრუ"-ს ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში) მოსკოვიდან იანვარში მიღო ბრძანება საქართველოდან გაეყვანა ლაგოდეხში დისლოცირებული გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს "გრუ" ცალკეული მეთორმეტე ბრიგადა, ივანკოვისათვის დახმარების გასაწევად მოსკოვიდან ჩამოფრინდა "გრუ"-ს გენერალ-მაიორი სიმონოვი. იმავე დღეს (დიდი ალბათობით წინასწარი შეთანხმებით) ბაზას თავს დაესხა ქართული ფორმირებები და ბაზიდან წაიღეს 1200 ცეცხსასროლი იარაღი, 250 ახალთახალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი "მეტისი", მიმართული მოქმედების ნაღმები, ასეულობით კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერებები და მშვიდად დატოვეს ბაზა, იგივე მეთოდით გაძარცვეს გარდაბანში დისლოცირებული "გრუ"-ს განსაკუთღებული დანიშნულების სადაზვერვო პოლკი, როცა პირადი შემადგენლობა სასადილოში სადილობდა.
34-ე საავიაციო არმიის სარდლის მოადგილის გენერალ-მაიორ ანატოლი ბონდარენკოს ჩვენებიდან: მე და არმიის სარდალმა მოვინახულეთ საწყობები, საწყობებს უკვე ძარცვავდნენ ქართული ფორმირებები, იქნებოდა 100-120 ადამიანი, რომლებიც მანქანებზე ტვირთავდნენ შეიარაღებას. სარდალი შეეცადა მათ შეჩერებას თუმცა არც გინება დაგვაკლეს და ფიზიკურადაც შეგვეხნენ.
მე გადავწყვიტე მენახა კიტოვანი, ჩემს სამსახურებრივ "ვოლგაში" 3 ქართველი მებრძოლი ჩამიჯდა, როცა მივედით კიტოვანთან იქ დაგვხვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსის მოადგილე და 26 წლის ქართველი ბრიგადის გენერალი (დიდი ალბათობით საუბარია გია ყარყარაშვილზე) კიტოვანთან ჩემი მისვლის დრო დაახლოებით ღამის 2 საათი იყო. მოულოდნელად გაიღო გვერდითი ოთახის კარი და მე მაგიდასთან დავინახე გენერალ-ლეიტენანტი ბეპაევი რამაც ძალიან აღმაშფოთა, სწორედ ამ დროს შემოვიდა კიტოვანი და მე მას ვკითხე თუ ვინ გასცა საწყობებზე თავდასხმის ბრძანება, მან მიპასუხა, რომ ბრძანება მისი გაცემული იყო.
კიტოვანიც და ბეპაევიც ორივე საკმაოდ იყვნენ შეზარხოშებული.
საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას ბეპაევის გარდა ხელს უწყობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოქლის სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი, ამიერკავკასიაში "გრუს" ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი ვიქტორ ივანენკოვი, სწორედ მათთან პოზირებს ამ სურათზე თენგიზ კიტოვანი.
image კიდევ ერთი ფაქტია საოცარი, როცა გორის სატანკო პოლკში ბესიკ ქუთათელაძის მეთაურობით ტექნიკის და შეიარაღების მისაღებად მისულ ქართულ დანაყოფს მთვრალმა რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს, საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ოფიცერი და რუსი ოფიცრის პატარა გოგონა, რომელიც ღია აუზში ერთობოდა.
პოლკის შემადგენლობამ შესძლო მძიმე ტექნიკის გამოყვანა და ქართველი მებრძოლების გარკვეული ნაწილი დაატყვევა, ნაწილმაც გაქცევა მოასწრო.
სწორედ ამ დროს შევიდა პოლკში სუფიან ბეპაევი თენგიზ კიტოვანთან და საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერთან კავსაძესთან ერთად.
ბეპაევი მოურიდებლად იგინებოდა და აგინებდა არა ქართველებს არამედ რუს სამხედროებს, რომლებმაც გახსნეს ცეცხლი. ბეპაევის ბრძანებით სასწრაფოდ გაანთავისუფლეს ტყვეები და იარაღიც კი დაუბრუნეს. მალე კი პოლკი დაშალეს.
მკითხველმა ისე არ გაიგოს თითქოს მხოლოდ კიტოვანს ამარაგებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა, ისონი გამსახურდიას ხელისუფლებას და გვარდიასაც ისევე აწვდნიდნენ იარაღს გარკვეულ დრომდე, როგორც კიტოვანს.


0
814
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
814