x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ვლადიმერ პუტინი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება!

imageრუსეთში მთავრობის გადადგომამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სამართლიანად მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი კონსტიტუციის შეცვლას აპირებდა, რათა ძალაუფლება 2024 წლის შემდეგაც შეენარჩუნებინა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ არავინ ელოდა, თუ ცვლილებები ასე ადერულად დაიწყებოდა. მეორე მხრივ, თუკი რეალობას ვლადიმირ პუტინის გადმოსახედიდან შევხედავთ, სწორედ ახლა არის დრო ასეთი ცვლილებებისთვის - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო რთული იქნება რადიკალური ცვლილებების განხორციელება, თადარიგის დაჭერით კი ერთდროულად ორ

კურდღელი კვდება - ხდება ცვლილებები და იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან ქუჩაში გამოსვლასა და აქციების გამართვას, 2024 წლამდე ეს მუხტი ჩაცხრება, ხალხი კი ახალ რეალობას ადრე თუ გვიან შეეგუება.

ბუნებრივია, არავის ეპარება ეჭვი, რომ მთავრობის გადადგომა ერთი დიდი გეგმის ნაწილია. გუშინ, რუსეთის ფედერალური კრების წინაშე მიმართვისას პუტინმა აღნიშნა:

"საზოგადოებაში განიხილება საკონსტიტუციო დებულება იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირმა არ უნდა დაიკავოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ. არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პრინციპულია, თუმცა ვეთანხმები ამას", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება, პრეზიდენტს კი პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის დანიშვნაზე უარის თქმის უფლება არ ექნება. ამავე დროს, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთი უნდა დარჩეს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად.

ეს იყო ის გზავნილი, რომლის შემდეგაც გეგმას მოქმედება უნდა დაეწყო და დაიწყო კიდეც. მიმართვის შემდეგ რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და მთავრობა გადადგა... იხილეთ ვრცლად
0
107
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0