x
image
_K_
Mediator image
რატომ არიან უბედურები ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ ფოტოშოფს
imageწვრილი წელი, გრძელი ფეხები, დიდი თვალები, მაცდური სურათები - სოციალური მედია გვაიძულებს, ფოტოებში საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომელიც სურათის გაიდეალურებაში დაგვეხმარება. თუმცა, რეალობაში, ასეთი ქცევა შეიძლება უფრო სერიოზულ საკითხებს ფარავდეს, რომლებიც დაკავშირებულია მენტალურ ჯანმრთელობასთან და საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენის ქონასთან.


როგორც აღმოჩნდა, დაფოტოშოფებულ სურათებს იმაზე მეტი გავლენა აქვს ჩვენზე, ვიდრე წარმოგვედგინა. გაიგეთ მეტი ამის შესახებ!






სურათების დაფოტოშოფება ტრენდული გახდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებამდე სურათების დაფოტოშოფება ჩვეულებრივი რამ გახდა როგორც ცნობილი ადამიანებისთვის, ასევე სხვა მომხმარებლებისთვის. ერთი შეხედვით, ამ პატარა ქმედებაში ჩანს სურვილი, ადამიანმა თავისი საუკეთესო მხარე გამოაჩინოს საზოგადოების წინაშე. თუმცა, რეალურად, მის უკან შეიძლება დაუცველობის გრძნობა, სხეულის კომპლექსი და დეპრესია იმალებოდეს.

image






სელფების გადაღება ხასიათს აფუჭებს.


აღმოჩნდა, რომ სელფების გადაღება ადამიანს ხასიათს უფუჭებს და ფარ-ხმალს აყრევინებს. სოციალური მედია ახალგაზრდა გოგონებს უწესებს დოგმას, იდეალურად გამოიყურებოდნენ. გაირკვა, რომ ბევრი სელფის გადაღების შემდეგ ისინი თავდაჯერებულობას კარგავენ და აფორიაქებულები ხდებიან. გარდა ამისა, დაფოტოშოფებული სელფის ონლაინში გამოქვეყნების შემდეგ ზოგმა შეიძლება რეალურ ცხოვრებაში თავი ნაკლებად მიმზიდველად იგრძნოს.

image






ადამიანებს სურთ, იდეალურად გამოიყურებოდნენ.

სურათების დასაფოტოშოფებლად აუცილებელი არაა, პროფესიონალები ვიყოთ. დამწყებთათვის უამრავი აპლიკაცია არსებობს. ზოგი პროგრამა სახის ნაკვთებს ისე ცვლის, რომ სხვა ადამიანს გვამსგავსებს. როცა ამდენ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ვიღაცების თვალში უნაკლოები გამოვჩნდეთ, ჩვენი ნამდვილი სილამაზე ხშირად გვავიწყდება.

image






საკითხი, რომელიც სურათების დაფოტოშოფების უკან დგას, სერიოზულია.

გამოქვეყნებამდე ფოტოების დაფოტოშოფების სურვილი შეიძლება დაუცველობისა და საკუთარი სხეულით უკმაყოფილების გრძნობისგან მოდიოდეს. უკმაყოფილების სხვადასხვა მიზეზები არსებობს - ზედმეტი ან ნაკლები წონა, სხეულის ფორმა, კანი, თმა, ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილი, რაც საკმარისად მიმზიდველად არ მიგვაჩნია. ეს გრძნობა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სხვა ადამიანების იდეალური ფოტოების დათვალიერებამ, რომლებსაც, ასევე, დაფოტოშოფებული აქვთ სურათები.


ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოზე უამრავმა "ლაიქმაც" კი შეიძლება არ მოუტანოს ბედნიერება ისეთ ადამიანს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა. ეს მას, უბრალოდ, მეტი დაფოტოშოფებული სურათის დადებისკენ უბიძგებს, რეალურად კი უფრო და უფრო ხდება საკუთარ თავში ჩაკეტილი.

image






ეს ყველაფერი შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდებოდეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად სოციალური მედია არ იწვევს საკუთარი თავის შეფასების დონის დადაბლებას და მენტალურ პრობლემებს, მაგრამ შეიძლება, ადამიანს ამ პრობლემებისკენ უბიძგოს. თუ უკვე სხვებს ადარებთ საკუთარ თავს და თავი უბედურად მიგაჩნიათ, Instagram-მა და Facebook-მა შეიძლება ნეგატიური აზრები კიდევ უფრო განგიმტკიცოთ. ეს სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს და არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ.

image






ყოველთვის უკეთესია, საკუთარ თავს დაუთმოთ დრო, ვიდრე სხვებზე კონცენტრირდეთ.

ზოგჯერ სჯობს, სოციალური მედია გამორთოთ და რამე სხვით დაკავდეთ. იპოვეთ თქვენთვის მომხიბლავი აქტივობა ან ჰობი, რასაც თავისუფალ დროს დაუთმობთ. სხვა რომ არაფერი, გრძელვადიან ბედნიერებას სოციალურ მედიაში ვერ იპოვით, ის საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოთ.

imageრამდენად ხშირად პოსტავთ სოციალურ მედიაში? თქვენც აფოტოშოფებთ სურათებს, სანამ ატვირთავთ? ეთანხმებით თუ არა სტატიაში მოცემულ დასკვნას? გაგვიზიარეთ♥♥♥




p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 12 ფაქტი დაგარწმუნებთ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულია

image


2. თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა!

image


3. რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან

image


4. 4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებას

image


5. 10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიან

image

0
559
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0