სიახლეები ახალი უცნობი ჩინური ვირუსი იაპონიაშიც დაფიქსირდა 2020, 16 იანვარი, 14:27 იაპონიის ტერიტორიაზე პირველად დაავადდა მამაკაცი აქამდე უცნობი კორონოვირუსით, იუწყება Kyodo News-ი. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 30 წლის მამაკაცი, კანაგავას პრეფექტურაში ცხოვრობს, იგი ჩინეთში, კერძოდ უხანში იმყოფებოდა, სწორედ იქიდან დაბრუნების შემდეგ მამაკაცს მაღალი სიცხე მისცა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ იგი სახლში გაწერეს.პაციენტს დაუტოვა მსუბუქი ხველება.
ამჟამად მიმდინარეობს ახალ, უცნიბ ვირუსზე ინფორმაციის შეგროვება.
11 იანვარს ქალაქ უხანში ამ ვირუსისგან გარდაიცვალა ხანდაზმული მამაკაცი, ეს არის პირველი მსხვერპლი ჰუბეის პროვინციაში, დღეისთვის 59 პაციენტია დაავადებული, ახალი აქამდე უცნობი ვირუსი კორონოვირუსის ნაირსახეობაა, რომელიც ტაილანდშიც არის დაფიქსირებული.
206 4-ს მოსწონს
|