x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მე –20 საუკუნის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის 6 საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ

image


"ქარწაღებულნი" - ამერიკელი მწერლის მარგარეტ მიტჩელის შემოქმედებაში ერთადერთი, ყველაზე წარმატებული რომანია. რეჟისორ ვიქტორ ფლემინგის მიერ 1939 წელს გადაღებულმა კინონამუშევარმა ფილმის შემქმნელებს არნახული შემოსავალი მოუტანა, ფილმმა 8 "ოსკარი" დაიმსახურა და კინოთეატრებში დასწრების მსურველთა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ვივინ ლის კლარკ გეიბლის კოცნა ჭირივით სძულდა.


image


1. ყველაზე პირველი გადაღებული სერია - სკარლეტისა და რეტ ბატლერის ალმოკიდებული ატლანტადან გაქცევაა. ფილმის მწარმოებლებმა კინოსურათისთვის კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად დეკორაციასთან ერთად მთელი კვარტლის დაწვა გადაწყვიტეს, რომელიც, სხვათა შორის, ფილმ "კინგ კონგიდან" შემორჩა. ვინაიდან იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ სკარლეტის როლის შემსრულებელი მსახიობი შერჩეული არ იყო, ო’ჰარას როლი სრულიად უცნობმა, ერთ- ერთმა პრეტენდენტმა გოგონამ შეასრულა.


image


2. კლარკ გეიბლი როლზე მაშინვე დაამტკიცეს, თუმცა აი, სკარლეტს დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. მთლიანობაში ო’ჰარას როლზე სულ 1400 კანდიდატი იქნა გასინჯული.


image

ვივიენ ლიმ, ქასტინგზე შეკრებილ საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "გამარჯობა, მე სკარლეტ ჰარა ვარ!" ამის შემდეგ ის როლზე ბევრი ფიქრის გარეშე, უმალვე დაამტკიცეს.


image


3. გადასაღები მოედნის მიღმა ვივიენ ლისა და კლარკ გეიბლს ერთმანეთთან საკმაოდ ცივი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთხელ, ვივიენმა ისიც კი აღიარა, რომ პირიდან საშინელი ნივრის სუნი გამო მას პარტნირის კოცნა საშინლად სძულდა.


image


4. იცით, რატომ მოიპოვა სურათმა სულ მოკლე დროში წარმოუდგენელი პოპულარობა? იმიტომ რომ ის მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი, ფერადი კინოფილმი იყო, რომელიც "Technicolor"-ის სისტემით იქნა გადაღებული. გასაკვირი არ არის, რომ მასზე დიდი რაოდენობით ფირი დაიხარჯა, სკარლეტ ო’ჰარას ეკრანზე თითოეულ გამოჩენას კი, მისი ულამაზესი კოსტიუმების გამო მაყურებელი აღფრთოვანებაში მოჰყავდა.


image


5. პრემიერის დღეს, 1939 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ატლანტაში, კინოთეატრის მახლობლად 300 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ბილეთის ღირებულება 10 დოლარს შეადგენდა, თუმცა გადამყიდველები მას ბევრად უფრო ძვირად, 200 დოლარად ყიდდნენ.


image


6. ფილმა "ქარწაღებულნი" სულ 8 "ოსკარი" დაიმსახურა, ხოლო მამის როლის შემსრულებელიჰეტიმაკდენიელი, პირველი ფერადკანიანი მსახიობი გახდა, რომელმაც ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის "ოსკარი" დაიმსახურა.


image


თუმცა, რასობრივმა დისკრიმინაციამ თავი ამ შემთხვევაშიც იჩინა: მსახიობს საზეიმო ცერემონიაზე დასწრების უფლება უბრალოდ არ მისცეს.



0
163
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
163