x
ონელი და ლაილაშელი ებრაელები (l shana haba ah b yerushalayim) შემდეგ წელს ისრაელში

image


როგორც მოგეხსენებათ ფოთის ტერმინალს ხშირად ვსტუმრობ, ტერმინალ გეზის დარბაზში ჩემთვის უცნობი მამაკაცი მეძახის სახელით, მოვიდა, ხელი ჩამომართვა, თუ არ ვცდები თქვენ ლექსო უნდა იყოთ ჩარკვიანიო, კი მეთქი მაგრამ ვერ გიცანითმეთქი. მე გიცანიო, ჯერ მანქანით და მერე სახითო. ისრაელიდან თვალს ვადევნებ თქვენს გვერდსო, გადამეხვია თან მეუბნება: ლაილაშს და ონს რატომ გაუწყერი, იქაც უამრავი კარმიდამო დავტოვეთ გამოკეტილი 70-იანებშიო. მოკლეთ იქაურ ებრაელებზე სულ მაინტერესებდა და აი რა მიამბო: საბჭოთა კავშირის დროს 60-იანი წლებიდან დაიწყო ჩვენი შევიწროება, 70-იან წლებში ებრაელობამ დავიწყეთ აქციები, კრემლის წინ, არ ვერიდებოდით არაფერს, ჩვენი ლოზუნგი იყო "შემდეგ წელს ისრაელში", უმეტესად აქციებში სხვა რესპუბლიკების ებრაელობა მონაწილეობდა ვიდრე საქართველოს ებრაელები, ჩვენ აქ ასე თუ ისე მათზე უკეთესად ვგრძნობდით თავს მაგრამ მხარში მაინც ვედექით, ესაა ჩვენი ძმობა და გატანა (დასძინა). როგორც იქნა მოგვცეს უფლება წასვლის, მაგრამ პირობები იყო რამდენიმე ორი მახსოვს, ერთი ის რომ ქვეყნიდან არავითარ ინფორმაციას არ გვატნევდნენ ჩვენე და საერთოდ ოჯახზე, მეორე ის რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე ფიქრიც არ უნდა ყოფილიყო თუნდაც თავსესაფარი გვეთხოვა. ჩემი ოჯახითაც მივყევით ნაკადს და ჩავედით ისრაელში, მაგრამ ხომ გაგიგონია შეჩვეული ჭირი გერჭივნოსო... ძალიან გაგვიჭირდა, ისე გვექცეოდნენ თითქოს გადასახლებიდან დაბრუნებული რეციდივისტები ვყოფილიყავითო, რამდენიმე ხანში მთავრობამ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, გერმანიაში ჭატარებული სასამართლოს შემდეგ გენოციდტან დაკავშირებით და ყველას გვეშველა. ეეეჰ რა კარმიდამო დავტოვეეეთ, საქონელი სულ ჩალის ფასად დავტოვეთ. შევაწყვეტინე და ვკითხე: ეხლა რა ხდება თქვნს კარმიდამოშითქო. იქ არ ვიცი რა ხდება, ვიყავი შარშან შემოდგომაზე, ლაილაშს რომ მივუახლოვდი გული გამიხდა ცუდად, (თან ცრემლებს ვამჩნევ) შვილმა მიხვდა რაშიც იყო საქმე და მოაბრუნა მანქანა, ვერ გავუძლებდი. ნეტა როგორია ეხლა ჩემი ზელუბანი (გვიან ვკითხე და ასე ჰქვიებია სოფლის ერთ კუთხეს). ვერა, ვერ გავბედავ ასვლას, მოვკვდები! ვკითხე -ბატონო ილია აი ის ლოზუნგი როგორ იყოო? რომელი? აი ის აქციებისას რომ იყენებდით. ილია: l shana haba ah b yerushalayim


https://www.facebook.com/bamboochiora

0
392
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო ჩარკვიანი
ლექსო ჩარკვიანი
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0