x
ისტორია ქალბატონზე, რომელმაც 1 დღე-ღამე დათვის ხაფანგში გაატარა

1 დღე-ღამე დათვის ხაფანგში!
ეს ამბავი 21 წლის უკან მოხდა, გუშინ სოფლების ძებნისას ერთმა ქალბატონმა მომითვალა: -დილით ადრე გავედი ტყეში, სოფლიდან მოშორებით ნიგვზის მოსაკრეფად. კრეფით გართული ვიყავი ფეხზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გონზე რომ მოვედი ვნახე რომ დათვის ხაფანგში ვიყავი! ხაფანგი ჯაჭვით მიბმული იყო ხეზე. არაფრის თავი არ მქონდა, ვერანაირად ვერ გავხსენი, ვერ მოვიცილე, ტკივილი უფრო მაწუხებდა მაგრამ ვცდილობდი გონება არ დამეკარგა, შემოდგომა იყო და ამ დროს მგელი დაბლა ჩამოდის, ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი რომ არ შევეჭამე ცოცხლად, არაფერი მოსაგერიებელი ხელში მე არ მქონდა, ყვირილითაც დავიღალე მთელი დღე და მერე ვეცადე ეს ძალები ღამისთვის შემომენახა. მთელი ღამე ვხმაურობდი არანორმალურად რომ ნადირი ახლოს არ მოსულიყო. ჩემ იღბალზე არ გამოჩნდა არც დათვი არც მგელი თორემ ვერაფერსაც ვერ შევაშინებდი ჩემი ხმაურით. გამთენიისას უკვე ძალა გამოცლილი ვიყავი, ძახილის თავიც აღარ მქონდა, განწირული ვიყავი უკვე როცა შეშაზე გამოსულმა თანასოფლელმა მიპოვა. -რომ არა ის იმ ღამეს ვერ გავატანდიო ამბობს, ქალბატონს ფეხი შეუნარჩუნეს თუმცა ყავარჯნით დადის დღესდღეობით. სოფ "ღვედი"

0
643
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო ჩარკვიანი
ლექსო ჩარკვიანი
643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0