x
მეტი
  • 29.02.2020
  • სტატია:99814
  • ვიდეო:344767
  • სურათი:462249
სსრკ-ს და რუსეთის ГРУ-ს გენერალი, 1991-92წწ. კრიმინალური ბანდების ამბოხების, მთავარი სამხედრო კოორდინატორი

image




სსრკ-ს და რუსეთის ГРУ-ს გენერალი, 1991-92წწ. კრიმინალური ბანდების ამბოხების, მთავარი სამხედრო კოორდინატორი.



საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი სუფიან ბეპაევი - 1991-92წწ. დეკემბერ-იანვარში საქართველოში სამხედრო-კრიმინალური ამბოხების დროს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის პირველი მოადგილე და პუტჩის დროს, სამხედრო ოლქის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. სულ-გაყიდული პუტჩისტების მთავარი სამხედრო დირიჟორი და კოორდინატორი, რუსეთის ინტერესებზე სულ-მიყიდული პუტჩისტებისათვის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მთავარი მიმწოდებელი. გენერალ-ლეიტენანტი, თავდაცვის სამინისტროს და საბჭოთა არმიის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს "ГРУ"-ს შეფი მთელს ამიერკავკასიაში.



ფაქტიურად საბჭოთა არმიის უკანასკნელი სამხედრო სპეც-ოპერაციის ავტორი და უშუალო ხელმძღვანელი, რადგანაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა 1991წ. დეკემბერის ბოლოს.



"1991 წლის 24-28 დეკემბერს, როცა შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს" - სუფიან ბეპაევი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, "მოსკოვსკიე ნოვოსტი",
1992 წლის 15 დეკემბერი.


მოსკოვიდან სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მდივანი გენადი ბურბულისი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თავად იყო. რუსეთის დემოკრატიული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელისა და უფლებადამცველის იური აფანასიევის გამოკვლევით, კრემლს თბილისში სამხედრო-გადატრიალების ორგანიზება, რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაუჯდა. მისი განმარტებით ამ თანხის ძირითადი ნაწილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების სახით იყო გადაცემული მეამბოხე ოპოზიციისათვის, დანარჩენი ნაწილი კი თავად მეამბოხე ოპოზიციის ლიდერებს გადაეცა, გამსახურდიას მაშინდელი მთავრობის ზოგიერთი ძალოვანი მაღალჩინოსნის, მათ შორის შსს მაღალჩინოსნების მოსასყიდლად, რის შედეგად შსს ქვედანაყოფებს სერიოზული მონაწილეობა არც კი მიუღიათ კანონიერი ხელისუფლების დაცვის საქმეში. სწორედ ამ ყველაფრის შედეგი, აგრეთვე იყო, სატელევიზიო ანძის მეამბოხეებისათვის ჩაბარება და 1992წ. 28 დეკემბერს უშიშროების იზოლატორიდან, ჯაბა იოსელიანისა და სხვა პატიმრების გამოშვება.


49
1760
3-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
1760
  
15 თებერვალი, 7:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დანიელ სავანელი-ის კომენტარზე
ზუსტადაც, ბ-ნო გუჯა - საკუთარ ძმასაო, კაცოო (თუთაშხიას პერიფრაზირება), და მაგას 100 000 კაცმა დაუჩოქა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - აბა!
მაგის შემდეგ დავკარგე წარმოდგენა "ქართველ კაცზე" და სულ სხვანაირად შევხედე ჩვენს ისტორიასაც...
და მარტო ედიკას გველაძუობაში კი არაა საქმე, ის იყო ამგვარი, თუმცა "გაუვიდა", თან როგორ - მთელ თავის შთამომავლობას ფინანსურად უზრუნველი ცხოვრება "მიანიჭა", ოღონდაც რომ "გაუვიდა" და ჯერ კიდევ რომ "გასდის", მაგაშია ჩვენი უბედურება...
19 იანვარი, 0:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

18 იანვარი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

17 იანვარი, 23:42
მონანიება წაკითხულიც მქონდა ბატონო კახაბერ და ვიდეოდანაც მოსმენილი.
შევარდნაძეზე ჭკვიანი და გეველაძუა ხელისუფალი არასდროს ყოლია საქართველოს, საკუთარი ძმაც კი შეწირა კარიერულ წინსვლას.
"ნიანგის ცრემლების" ღვრა მოგეცათ ლხენა, კარგად ეხერხებოდა.
17 იანვარი, 23:39
გეთანხმებოთ ბატონო კახაბერ და მრავალგზის აღმინიშნავს: სანამ არ მოხდება კანონიერი ხელისუფლების დამხობა სამართლებრივად, ნებისმიერი ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდული ეს საკითხი და ვერც ერი გამთლიანდება, რის გარეშეც ამ ქვეყანას წინსვლა არ უწერია.
ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, არც მე და ბატონი დანიელი გადასულვართ ზღვარს.
ირმა ინაშვილი იყო შეიარაღენული ოპოზიციის რუპორი!
ბ-ნო გუჯა(კანონგარეშე), დუდაევისა და ბასაევის თაობაზე (ერთის წინააღმდეგობისა აფხაზეთში ქართველთა პირისპირ ომზე და ბასაევის მონანიებაზეც) მე ვიცოდი და გამიკვირდა,რომ არ გსმენიათ, სამხედროობის გამო. და მეც, ბასაევი და ყველა, ვინც აფხაზეთში იყო, მაინც მტრად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც ვიცი, რადგანაც შევარდნაძე მოვიდა ჩვენთან სათავეში, იმიტომ გადაწყვიტეს აფხაზთა "დახმარება".
ბატონებო, კარგია რომ თქვენი შორის მიმოწერა "დათბა", ან რის გამო კამათობდით, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელიც კი იყო - არსებითი მნიშვნელობა აქვს სულძაღლი ბეპაევი გრუ-ს შეფი იყო თუ არა? თუმცა თქვენს კამათში ისეთებიც გავიგე, რაც არ ვიცოდი, დეტალებს ვგულისხმობ.
მთავარია, რომ ყველა ის ფაქტი, რაც თუნდაც ახლა დაწერეთ გინდ ერთმა და გინდ მეორემ, ოფიციალურად,სამართლებრივად შეფასდეს და ბეპაევს და პატრიკიევს თუ ვერა, იმ ვიგინდარა ვითომ ქართველებს მაინც მოეკითხოთ ქვეყნის ღალატისთვის, ვინც თავად დედამ******მა დუმბაძემ და იოსელიანმა თავიანთ "მემუარებში" უნებლიედ ჩაუშვეს, იმათაც უნდა აგონ პასუხი, ვინც იდეოლოგიური ე.წ. ბაზა შექმნეს სამხედრო გადატრიალებისთვის, მაგალითად ახლა რომ "მაგრად პატრიოტობს" ირმა ინაშვილი, ირინა სარიშვილი და სამწუხაროდ სხვანიც ბევრი არიან...
17 იანვარი, 14:20
გელავისაგან განსხვავებით, ბასაევი სოსლანბეკოვის მომხრე იყო მაგ პერიოდში, რა თქმა უნდა მისგამ მაგ დროს მეტს რას ველოდით.
17 იანვარი, 13:49
კი ასეც იყო, მაგრამ ბოლო დღემდე ჩემთვის მტერი იყო ეს კაცი რუსლან გელაევისაგან განსხვავებით. გელაევიც ჩამოვიდა აფხაზეთში, დააკვირდა სიტუაციას და განაცხადა: ეს არაა ჩვენი ომიო და ტყვიის გასროლის გარეშე გავიდა აფხაზეთიდან.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10