x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ქუჩაში გამვლელს, დენიელ რედკლიფი ქუჩის მაწანწალა ეგონა და 5 დოლარი აჩუქა
image

მსახიობი დანიელ რედკლიფი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო ახალგაზრდა ჯადოქრის, ჰარი პოტერის როლის წყალობით, ნიუ- იორკში უსახლკაროდ მიიჩნიეს და ფულიც აჩუქეს. ამის შესახებ მსახიობმა პოპულარული გრემ ნორტონის შოუს (Graham Norton Show)ეთერში ისაუბრა.



იმის გამო, რომ გარეთ ძალიან ციოდა, ქუჩაში შეყვარებულთან და ძაღლთან ერთად სეირნობის დროს, რედკლიფს სქელი კაპიშონიანი ქურთუკი და პალტო ეცვა.

იმ მომენტში, როდესაც მსახიობის შეყვარებული მაღაზიაში შევიდა, რედკლიფი მუხლებზე დაეშვა და ძაღლს მოეხვია, რომ ოდნავ გაეთბო.

- ვინაიდან ძალზე ციოდა, ძაღლის გასათბობად მუხლზე დავიჩოქე, შეავამჩნიე, რომ გამვლელმა შემომხედა, შემდეგ კი გვერდით ჩამიარა. თუმცა, შემდეგ მამაკაცი უკან დაბრუნდა, ხუთი დოლარი გამომიწოდა და მითხრა: ” ყავა იყიდე”, - თქვა მსახიობმა.



რედკლიფმა ივარაუდა, რომ გამვლელს ასეთი აზრი შესაძლოა მისი წვერის გამო დაებადა, ამიტომ "აშკარად უფრო ხშირად უნდა გავიპარსო"-დასძინა მსახიობმა.

0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0