x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 ლეგენდარული მსახიობი, რომლებიც ბისექსუალები იყვნენ

image


ალბათ, ვერც ვერასდროს წარმოიდგენდით!



მარლონ ბრანდო


image


კინოისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობის ბიოგრაფები, ამტკიცებენ, რომ მარლონ ბრანდო ბისექსუალი იყო. ამის შესახებ თავად მსახიობმაც აღიარა: "ჰომოსექსუალიზმი იმდენად მოდაშია, რომ ეს უკვე სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ისევე, როგორც მამაკაცების დიდ ნაწილს მეც მქონია ჰომოსექსუალური გამოცდილება და ამის საერთოდ არ მრცხვენია. მე არასდროს მაღელვებდა თუ რას იტყოდა ხალხი." ყველაზე მგზნებარე რომანი კი მას ჯეიმს დინთან ჰქონდა, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ მსახიობს სასიყვარულო ურთიერთობები - კერი გრანტთან, მონტგომერი კლიფთან და სერ ჯონ გილგადთან აკავშირებდა, თუმცა ზოგიერთი ჭორის თანახმად, ის ურთიერთობაში არც მეტი, არც ნაკლები თავად ბობ დილანთანაც იმყოფებოდა.



გრეტა გარბო



image


მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მისი კარიერა. ის არასდროს გათხოვილა და ცხოვრების ბოლო დღეებიც სრულ სიმარტოვეში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ძლიერი სქესის რამდენიმე წარმომადგენელთან საკმაოდ სერიოზული რომანიც კი ჰქონდა, ის ქალებისადმი საკუთარ სიმპათიებს მაინც არასდროს მალავდა. ბევრს დღემდე სჯერა, რომ კინოვარსკვლავს რომანი მარლენ დიტრიხთანც ჰქონდა. კინომსახიობს სასიყვარულო ურთიერთობები ისეთ ცნობილ ქალბატონებთან აკავშირებდა როგორებიც - ლილიან ტეშმანი, ლუიზა ბრუკსი, ბილი ჰოლიდეი და ტალულა ბენკჰედი იყვნენ. თუმცა, შვედური წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მსახიობს ცხოვრებაში ყველაზე მგზნებარე რომანი მხოლოდ ორ ქალბატონთან - ლესბოსელ მერსედეს დე აკოსტასთან და შვედ მსახიობ მიმი პოლაკთან ჰქონდა. მერსედეს დე აკოსტასთან, რომელთანაც მას შემთხვევითი ურთიერთობა აკავშირებდა, ცხოვრების ბოლომდე მის უახლოეს მეგობრად დარჩა, ხოლო მეორესთან - მას ხანგრძლივი კავშირი ჰქონდა. შვედმა მსახიობმა, მიმი პოლაკმა, გრეტას მიერ მისთვის მიწერილი 60 წერილი 2005 წელს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავმა 1930 წელს შეიტყო, რომ მისი მეგობარი ფეხმძიმედ იყო, მან საყვარელ ქალს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: "ჩვენ არ შეგვიძლია ბუნების შეცვლა - ღმერთმა ჩვენ ასეთები შეგვქმნა. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე და შენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი."



ჯოან კროუფორდი


image


მსახიობის პირად ცხოვრებაზე უამრავი ჭორი დადიოდა. მას არაერთ რომანს მიაწერდნენ, მათ შორის ისეთ ცნობილ ქალბატონებთნ როგორებიც - ელის დელამარი, ბარბარა სტენვიკი, მარტა რაიე და დოროტი არზნერი იყვნენ, ასევე იმასაც ამბობდნენ, რომ მსახიობს რომანი თვით მერლინ მონროსთანაც ჰქონდა.



მარლენ დიტრიხი


image



დიტრიხი ღია ბისექსუალი იყო, რომელიც მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი რომანებისა ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა. ჰოლივუდის მშვენებად წოდებულ დიდ გერმანელ კინომსახიობსა და მომღერალს სასიყვარულო ურთიერთობა მექსიკელ მსახიობ ლუპე ველეზთან აკავშირებდა, რომელსაც სკანდალურად დაშორდა. სავარაუდოდ შეყვარებულებს შორის დაშორების მიზეზი იმდენად სერიოზული იყო, რომ გაცეცხლებული ველეზი შესაძლებლობის შემთხვევაში მზად იყო მარლენ დიტრიხისთვის თვალებიც კი დაეთხარა. მსახიობის შესაძლო საყვარლებს შორის ასევე - ენ უორნერი, ლილი დამიტა, კლოდეტ კოლბერი და დოლორეს დელ რიო იყვნენ.



ჯეიმს დინი




image


ჯეიმს დინი თავის ჰომოსექსუალობას არასდროს მალავდა. მეოცე საუკუნის ერთ - ერთმა ყველაზე ცნობილმა მსახიობმა ჯარს თავი სწორედ ამ მიზეზით აარიდა. ამერიკელი კინოვარსკვლავი ცხოვრების ბოლო ხუთი ლის განმავლობაში კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, მის მეზობლად მცხოვრებ უილიამ ბასტთან მეგობრობდა, რომელიც საბოლოოდ მისი პირველი ბიოგრაფი გახდა და თავის წიგნში მსახიობის არატრადიციული ორიენტაციის შესახებაც მიანიშნა, ამავდროულად ამტკიცებდა, რომ ამ ყოველივეს მხოლოდ "ექსპერიმენტულ" ხასიათი ჰქონდა. თუმცა, ზოგიერთი დინის მხრიდან საკუთარი ჰომოსექსუალობის აღიარება, პიარის ნაწილად მიიჩნევდა.





0
603
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
603