x
მეტი
  • 01.04.2020
  • სტატია:100892
  • ვიდეო:345601
  • სურათი:463569
მაიმუნებს სხვის ადგილას თავის წარმოდგენა შეუძლიათ - ახალი კვლევა
მაიმუნებზე დაკვირვება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მეცნიერები იმის გაგებას ცდილობენ, თუ მათ რისი გაკეთება შეუძლიათ. ჩატარებულმა კვლევამ საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, მაიმუნებს სხვის ადგილას თავის წარმოდგენა შეუძლიათ.


image

გონების თეორია

მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნები გონების საკუთარ თეორიას ფლობენ. პირველ რიგში, ნებისმიერ სიტუაციაში სხვის ადგილას თავის წარმოდგენა შეუძლიათ და კიდევ, გამოიცნონ ის, თუ იმ მომენტში რას ფიქრობს ადამიანი. გამოდის, რომ ადამიანს ან ცხოველს ერთნაირად შეუძლიათ სხვა პირის თანაგრძნობა.



image

ქცევის მოდელები სხვადასხვა ცხოველებში

სამწუხაროდ, ადამიანის მსგავსი ქცევის მოდელები სხვა ცხოველებში ჯერჯერობით გამოკვლეული არაა. ზოგიერთი მონაცემები იმაზე საუბრობს, რომ ცხოველთა სამყაროს რამდენიმე არსებას გონების თეორიის რამდენიმე ნიშანი აქვს. მაგალითად, თუთიყუში და ყვავი. თუმცა ეს მოსაზრება ჯერ არაფრით დადასტურებული არაა.


image

იაპონელი მეცნიერის კლასიკური ექსპერიმენტი

კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა ცნობილი კლასიკური ექსპერიმენტის ცოტათი გაუმჯობესება გადაწყვიტეს. ამისთვის 29 შიმპანზე, 14 ბონობო და 4 ორანგუტანგი გამოიყენეს.


image

ყველა ამ ცხოველს მოკლე ვიდეორგოლი აჩვენეს. ჯგუფის ნახევარს თავიდან გამჭვირვალე ეკრანს აჩვენებდნენ, მეორე ჯგუფს კი მსგავს ეკრანს, ოღონდ უფრო ნაკლები გამჭვირვალობით. თეორიულად თითოეულ ცხოველს უნდა ეფიქრა, რომ ეკრანი ისეთივე დარჩა, როგორც ადრე ნახეს.

ვიდეოს სიუჟეტი ასეთი იყო: ადამიანი იმალებოდა და აკვირდებოდა, მაიმუნის ფორმაში გადაცმული მსახიობი ყუთში ჩადებულ ნივთს როგორ აქნევდა. შემდეგ უკვე მსახიობი იმალებოდა, ხოლო ადამიანი ერთ-ერთი ყუთიდან დამალულ ნივთს იღებდა და სხვას დებდა. შემდეგ მსახიობი ყუთს იღებდა და იმ ნივთის აღებას ცდილობდა, რომელიც მან ჩადო.

მთელი სიუჟეტის განმავლობაში მეცნიერები შერჩეულ ცხოველებს ყურადღებით აკვირდებოდნენ. მეცნიერებს მათი თვალები აინტერესებდათ, რადგან თუ მათ გონების თეორია აქვთ, ისინი იმ ყუთს დაუწყებდნენ ყურებას, რომელშიც ნივთი იდო. გასაოცარია, მაგრამ ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ცხოველმა ასე გააკეთა და დაამტკიცეს, რომ მაიმუნებს სხვების ადგილას თავის წარმოდგენა და თანაგრძნობის გამოჩენა შეუძლიათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები

image

თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

image

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

image

არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს

image

25 სურათი იმის შესახებ, რომ დედა აფრიკაშიც დედაა

image

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
192