x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99665
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
ჩვენი სხეულის უცნაური და ნაკლებად ცნობილი შესაძლებლობები

ადამიანის სხეული უცნაურია... ვიდრე ჩვენ კომპიუტერთან ვმუშაობთ ან ფინჯან ჩაის ვსვავთ, ჩვენს ორგანიზმში ასობით პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენი (პირადად ჩვენი არა, ზოგადად, კაცობრიობის) ცოდნა აღნიშნული პროცესების შესახებ, მეტად ზედაპირული და შეზღუდულია. აქ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენთ, სხეულის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მეცნიერებისთვის უკვე ცნობილია.


image



ბაქტერიებს განდევნა


იმ დროის მანძილზე, როდესაც საკუთარი საქმეებით ვართ დაკავებულნი, ჩვენს სხეულში ძველი უჯრედები კვდებიან და ახლები წარმოიქმნებიან — მაგ., ვიდრე ამ ფრაზას კითხულობდით, თქვენმა კანმა 170 ათასი უჯრედი «დაკარგა». ასეთი «ნაგვისგან» ორგანიზმი შიგნიდანაც თავისუფლდება და მას ამაში სისხლის თეთრი უჯრედები — ლეიკოციტები ეხმარება. ეს უჯრედები ხაფანგს უგებენ მკვდარ უჯრედებს, ვირუსებს, ბაქტერიებს და შთანთქავენ მათ.



ენას ტვინის «გადნობა» შეუძლია


როდესაც ცივ სასმელს ვსვავთ ან ნაყინს მივირთმევთ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ტვინი «გაგვეყინა». ამის მიზეზი ის არის, რომ საკვების ტემპერატურა პირის ღრუს ზედა ნაწილის ნერვებს და არტერიებს გადაეცემა. ხოლო, იმისთვის, რომ ამ უსისმოვნო შეგრძნებამ გაგვიაროს, ენის წვერი ხახის ზედა ნაწილს – რბილ სასას უნდა მივაჭიროთ.



ხამხამის ორმაგი დატვირთვა


როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თვალების ხამხამი მხოლოდ თვალის სისუფთავეს კი არ უზრუნველყოფს, — დასვების საშუალებასაც გვაძლევს: ყველა ადამიანი, საშუალოდ, წუთში 25-ჯერ ახამხამებს თვალს, რაც თვლემას გვიცვლის, ნაწილობრივ.



ნაწლწვები ისევე მოქმედებს ხასიათზე, როგორც ტვინი


და მხოლოდ ნაწლავები კი არა — საერთოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც მთლიანად ნეირონებით არის გაჯერებული და მჭიდრო კავშირი აქვს თავის ტვინთა. გარდა ამისა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ორგანიზმში არსებული სეროტონინის 90%-ს კუჭი გამოიმუშავებს (კუჭში ჰორმონის და არა მედიატორის, დიდი რაოდენობით გამომუშავებას მჟავე პროდუქტები, ნებისმიერი სახის მწნილი უწყობს ხელს), შემდეგ ის ნაწლავებში გადადის და ორგანიზმში ვრცელდება. სეროტონინი კი, როგორც ცნობილია, «ბედნიერების ჰორმონია».



სიცილი — წამალზე უკეთესია


არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ როდესაც ადამიანი იცინის, ორგანიზმში ენდორფინის გამომუშავება ხდება, რომელიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.

imageimageimageimageimageimageimage






1
653
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
653
  
30 იანვარი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1