x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ლეგენდარული კორადო კატანი 73 წლისაა - როგორ ცხოვრობს და გამოიყურება ახლა მიქელე პლაჩიდო
image



მიქელე პლაჩიდო 80-იანი წლების ტელევიზიის მაყურებლების კერპი იყო ლეგენდარული კორადო კატანის როლით ფილმში "რვაფეხა.". ის ასევე გახლდათ ქალების რჩეული. ზუსტად ქალების გამო, მიქელე პლაჩიდო 13 წლის ასაკში გამოაძევეს სამონასტრო სკოლიდან.



მიქელე დაიბადა იტალიის პროვინციაში. მის გარდა, მშობლებს კიდევ 8 შვილი ჰყავდათ. მომავალმა მსახიობმა მონასტერში, ბიჭების სკოლაში დაიწყო სწავლა, მღვდლად გახდომას გეგმავდა. როდესაც ბიჭი 13 წლის გახდა, მას სიზმარში ლამაზი ახალგაზრდა გოგონები ესიზმრებოდა და ამ სიზმრებს ხშირად ჰქონდა რეალური ინტიმური ქვეტექსტი.



image




როგორც სამაგალითო მრევლი, მიქელი აღიარებით საუბრობდა თავის სიზმრებზე. მალევე მშობლებს სთხოვეს ვაჟის სხვა სკოლაში გადაყვანა.


ჯარში სამსახურის შემდეგ, მიქელე მუშაობდა პოლიციაში, თუმცა, მსახიობის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება არც ისე მარტივი იყო. ამაში მას დაეხმარა გოგონას დეიდა, რომელსაც იმ დროს ხვდებოდა. გოგონას სახელი იყო ილარია ლეცი. იგი გახდა პლაჩიდოს პირველი ცოლი. მომავალი მსახიობი შევიდა და წარმატებით დაამთავრა რომის თეატრის აკადემია და თეატრალურ ცხოვრებაში მოსინჯა ბედი.



image



სამსახიობო წრეებში ტრიალის დროს მან გაიცნო მომხიბლავი მსახიობი სიმონეტა სტეფანელი და რა თქმა უნდა, შეუყვარდა. ვინაიდან, მიქელეს პირველ ქორწინებაში შვილები არ ჰყავდა, მან განქორწინება გადაწყვიტა. ეს აღმოჩნდა არცთუ ისე მარტივი, რადგან ისინი ჯვარდაწერილი იყვნენ ეკლესიაში და საეკლესიო ქორწინების ნებართვის მიღება ადვილი არ იყო, ამას სერიოზული მიზეზები სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მსახიობმა საფუძველი იპოვა. ქორწინება დაიშალა.



image


მეორედ მიქელემ არ დაუშვა ასეთი შეცდომა და მას სიმონეტასთან ჯვარი არ დაუწერია. პლაჩიდო არ იყო ერთგული მეუღლისა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან სამი შვილი შეეძინა. ის მუდმივად ინტრიგებს ხლართავდა, თუმცა, საქმე არასდროს მიჰყავდა სერიოზულ ურთიერთობამდე. ერთხელ ერთ-ერთმა შეყვარებულმა, მსახიობმა ვირჯინია ალექსანდრემ უთხრა, რომ იგი ორსულად იყო. გმირისთვის სიახლე მოულოდნელი იყო.


მსახიობმა თავის საყვარელს განუცხადა, რომ ის ბავშვს ფინანსურად დაეხმარებოდა, მაგრამ არა. მიქელე იმედოვნებდა, რომ ეს ინფორმაცია ცოლისგან საიდუმლოდ დარჩებოდა, მაგრამ გამოჩნდნენ "კეთილისმსურველები, " რომელთაც ინფორმაცია ყველა დეტალში სიმონეტასთან მიიტანეს. ქალმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.



image


მეორე ჩაშლილი ქორწინების შემდეგ, პლაჩიდომ გადაწყვიტა, რომ იგი აღარ დაუკავშირებდა თავის ცხოვრებას არც ერთ ქალს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსახიობმა გულწრფელად შეასრულა მარტოხელას როლი, 55 წლის გადასახვევთან მიქელე შეხვდა ახალგაზრდა მშვენიერ ქალს, ფედერიკა ვინჩენტს. პლაჩიდო 37 წლით უფროსი იყო მის რჩეულზე. ამასთან, გამოცდილ კაზანოვას ჰქონდა საკმარისი ხიბლი, რომ მოეხიბლა დამწყები მსახიობი. მათ დაიწყეს ერთად ცხოვრება და მალე ფედერიკა დაორსულდა. ამის მიუხედავად, პლაჩიდო არ ჩქარობდა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას. გოგონას ორსულობა ტრაგედიით დასრულდა. ბავშვი გარდაიცვალა ნაადრევი მშობიარობის გამო.



image



ქალი ძალიან განიცდიდა, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ დაორსულდა. მის ბედნიერებას მხოლოდ ის ფაქტი ჩრდილავდა, რომ მისი შეყვარებული ოფიციალურ ცოლობას არ სთხოვდა. ვინსენტს შეეძინა ვაჟი და სამსახიობო კარიერა საბოლოოდ მიატოვა. იგი ექსკლუზიურად იყო დაკავებული ქმრით, შვილით და საოჯახო საქმეებით. ნანატრი შეთავაზება მხოლოდ 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ მიიღო. პლაჩიდო საბოლოოდ მომწიფდა, აშკარად მიხვდა, რომ მის ასაკში დასვენების დრო მოვიდა.





1
2171
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2171
  
2020, 16 იანვარი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1