x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98559
  • ვიდეო:343985
  • სურათი:460817
მეხსიერება - მოგონებათა ერთობლიობა
image
წარმოიდგინეთ, რომ დაკარგეთ მეხსიერება, აღარ გაქვთ უნარი დაუკავშიროთ ერთამენთს წასული, აწმყო და მომავალი.თუ ამ ყველაფერს წამოვიდგენთ მივხდებით როგორი მნიშველოვანია და რამხელა ფუნქცია აკისრია მეხსიერებას ადამიანისათვის. რატომ ვცხორვობთ? ამაზე პასუხი არავის აქვს, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება მოგენებებისაგან შედგება. თითოეული მნიშვნელოვანი წუთი, საჭირო ინფორმაცია, ყოველდღიური გამოცდილება ჩვენს მეხსიერებაშია აღბეჭდილი და ის დიდ როლს ასრულებს ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შეთხზვაში.



ჩვენ რომ არ გაგვაჩნდეს მოგონებები, რომლებსაც ინახავს მეხსიერება, არ გვეცოდინებოდა ვინ არიან ჩვენთვის საყვარელი ადამინები, რა გვაკავშირებს მათთან, რა მოხდა კარგი ან ცუდი ჩვენს ცხოვრებაში, გვაქვს თუ არა ზოგადი განათლება და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი. მეხსიერება არის ინფორმაციის აღდგენისა და შენახვის უნარი. მართალია, მეხსიერება ერთი სიტყვაა, მაგრამ მე შემიძლია, ჩემი წარსული ცოდნიდან გამომდინარე, მეხსიერება დავშალო მისი ფუნცქიების, ტიპების მიხედვით. მეხსიერების ფუნქციებია -კოდირება, შენახვა და აღდგენა.ინფრომაციის კოდირება და აღდგენა ხდება იმპლიციტურად და ექსპიციტურად. მეხსიერების ექსპლიციტური გამოყენება ნიშნავს ცნობიერის საშუალებით ინფორმაციის დამახსოვრებასა და აღდგენას, იმპლიციტური კი ცნობიერის გარეშე. ფაქტებისა და მოვლენების დახსომება ეხება დეკლარაციულ მეხსირებას, ხოლო, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან გავაკეთოთ ეს უკვე პროცედურული მეხსირებაა, სწორედ ის უზრნველყობს იმას, რომ ყოველი მოქმედება ნაბიჯ-ნაბიჯ არ განვსაზღვროთ. გამოიყოფა დეკლარაციური მეხსიერების ფორმები, რომლებიც პირველად ერთმანეთისაგან გამოყო ენდელ ტულვინგმა. ესენია: ეპიზოდური მეხსიერება - პასუხისმგებელია იმ მნიშველოვანი დეტალების დამახოსვრებაზე, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. მაგ: პირველი კოცნა. სემატკური მეხსირება-მოიცავს ჩვენს ზოგად ცოდნას ასოციაციების დამყარების გარეშე. მაგ:რომელია ინგლისის დედაქალაქი? კოდირებისა და აღდგენისათვის დიდი მნიშველობა აქვს კონტექსტს, უფრო მარტივია ისეთი ინფორმაციის გახსენება, რომლის კოდირებისა და აღდგენის კონტექტი ერთი და იგივეა. დამახსოვრებისა და აღდგენის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიმნიშნებლებს, რომელებიც ხელს გვიწყობენ ზუსტი ინფორმაციის გახსენებაში. მნიშველოვანია ცნობა და მოგონება, ცნობის შემთხვევაში გვაქვს რამდენინე ალტერნატივა, რომელისგანაც შეგვიძლია ამოვიცნოთ სწორი პასუხი, მოგონების დროს კი ვიყენებთ მიმნიშნებლებს იმისათვის, რომ ზუსტად აღვიდგინოთ ინფორმაცია.



არასტრუქტურული ინფრომაციის კარგად დამახსოვრებისათვის ვიყენებთ რამდენინე ხერხს:1- გადამამუშავებელი განმეორება 2- მნემონიკა, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ლოკუსის მეთოდი და მიმნიშნებლის სიტყვის მეთოდი 3- მეტამეხსიერება.




უმნიშვლოვანესია სენსორული მეხსირება, რომელიც ყველა სენსორულ მოდალობას გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანია ხატისებრი და ექო-მეხსიერება, რომლებიც ძალიან მცირე დროში ძალიან დიდი ინფრომაციის დამახსოვრების საშუალებას იძლევა, თუმცა რამდენიმე წამის განმავლობაში. ექო-მეხსიერება ხატისებურ მეხსიერებასთან შედარებით 5-10 წუთით მეტხანს გრძელდება.





იმ მეხსირების ტიპები, რომლებზეც ვისაუბრე არ იქნება ბევრისთვის ნაცნობი, მაგარამ შესაძლებელია ადამინთა უმრავლესობას წარმოდგენა ჰქონდეს ხანმოკლე, მუშა და ხანგრძლივი მეხსიერების შესახებ. ხანმოკლე მეხსიერების ფუქციაა ერთჯარადი აღქმით ინფორმაციის აღბეჭვდა მეხსირებაში. იმისათის, რომ ხანმოკლე მეხსირებაში დიდი ხნით შევძლოთ ინფრომაციის შენარჩუნება, აღბეჭდვისას, ვიყენებთ გადამეორებას და დაჯგუფებას.მუშა მეხსიერებას განიხილავენ ხანმოკლე მეხსიერების ფორმად. მისი საშუალებით ხდება თქვენი ფსიქლოგიური აწმყოს შეჩერება, შემოდის კონტექსტში ახალი ინფრომაცია, დამოუკიდებელი ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და ერთ შინაარსად შეკვრა ხდება. ხანგრძლივი მეხსიერება შეგრძნებებისა და ხანმოკლე მეხსირების გზით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის საცავია.



როგორც ვხედავთ, მეხსირებაზე და მის როლზე ჩვენს ცხოვრებაში დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ. ჩემი აზრით, ცხოვრება, მართლაც, არის მოგონებების ერთობლიობა, რომლებიც აღბეჭდილია ჩვენს მეხსიერებაში, რომლის საშუალებითაც ვიცით ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რისი გაკეთება, შეცვლა გსურს მომავალში. ის გვეხმარება წასრული გამოცდილება დავუკავშიროთ აწმყოს და დავგეგმოთ ჩვენთვის წარმატებული მომავალი.




ქრისტინე უგლავა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, VII სემესტრი

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0