x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98554
  • ვიდეო:343970
  • სურათი:460817
მსოფლიოში სულ 4 ფერის პასპორტი არსებობს, მაგრამ რატომ? დეტალები მართლაც გაგაოცებთ!

image


იცოდით, მსოფლიოში ოფიციალურად მხოლოდ 4 ფერის პასპორტი რომ არსებობს? წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი. გაინტერესებთ რამ განაპირობა მათი ფერების განსაზღვრა და რომელი ტონი რომელ ქვეყანას განეკუთვნება?გთავაზობთ, დეტალურ ანალიზს თუ რატომ აირჩია ამა თუ იმ ქვეყანამ მოქალაქეობის დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტად ზემოთ წარმოდგენილი ამ ოთხი ფერიდან ერთ- ერთი.


წითელი


image


ეს ფერი ყველაზე გავრცელებულია, რადგან შინდისფერ პასპორტს ძირითადად ის ქვეყნები ირჩევენ რომლებსაც ან კომუნისტური წარსული ჰქონდათ ან დღემდე კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იმყოფებიან: წითელი შეფერილობის მოქალაქეობის დამადასტურებელი ეს სახელმწიფო დოკუმენტი ძირითადად - სლოვენიის, ჩინეთის, სერბეთის, რუსეთის, ლატვიის, რუმინეთის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა (ხორვატიის გარდა) და ევროკავშირში გაწევრინების მსურველ ქვეყნებს - თურქეთს, მაკედონიასა და ალბანეთს აქვს. შინდისფერი შეფერილობის პასპორტით სარგებლობენ ანდების ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიც - ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი და პერუ.



ლურჯი


image


ლურჯი - ნაკლებ აქტუალური, თუმცა ასევე საკმაოდ გავრცელებული ფერია. ეს ტონი "ახალი სამყაროს" სიმბოლოდ ითვლება. კარიბის ზღვის აუზის 15 ქვეყანა სწორედ ამ ფერის პასპორტი აქვს. ლუჯი ფერის პასპორტ აქვს ასევე - ბრაზილიას, არგენტინას და პარაგვაის, ხოლო ამერიკაში მოქალაქეობის დამადასტურებელი ეს სახელმწიფო დოკუმენტი ლურჯი მხოლოდ 1976 წლიდან გახდა.


მწვანე



image

მუსლიმთა უმეტესობას მწვანე პასპორტი აქვს. ის აქტუალური ძირითადად ისეთ ქვეყნებშია, როგორც - მაროკო, საუდის არაბეთი და პაკისტანია, მიზეზი კი, საკმაოდ მარტივია, მწვანე წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელ ფერად მიიჩნევა, რომელიც მუსულმანურ ქვეყნებში ასევე ბუნებისა და ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება.


შავი


image


შავი პასპორტი ძირითადად აფრიკის ქვეყნების - ბოტსვანას, ზამბიას, ბურუნდის, გაბონის, ანგოლას, ჩადის, კონგოს და მალავის მოქალაქეებს ეკუთვნის. ეს ტონი აქტუალური ასევე ახალ ზელანდიაშია, რადგან შავი მათი ეროვნული ფერია.


0
535
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
535