x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98555
  • ვიდეო:343984
  • სურათი:460817
ჟურნალისტურ ტექსტთა სათაურები
image
როგორ უნდა მიიზიდოს მედია ტექსტმა მკითხველი? პირველ რიგში, რასაც მკითხველი აქცევს ყურადღებას არის სათაური, რომელიც წინ უძღვის ტექსტს. ის არის ერთგვარი მინიშნება, გასაღები, რომელიც აქცენტს აკეთებს მთავარ იდეაზე, ხაზს უსვამს მთავარ სათქმელს. მისი ფუნქცია კონკრეტული ტექსტის დასახელებასთან ერთად სხვადასხვა ტექსტების ერთმანეთისაგან გამიჯვნაცაა.


თანამედროვე პრესაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათაურებს, რომლებსაც მკითხველის ანკესზე წამოგება შეუძლია. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ინტერესის აღმძვრელი, აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს ტექსტის შინაარსს, ამავდროულად, უნდა იყოს ლაკონიური და ინფომაციული.


საგაზეთო სათაურებს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია - საინფორმაციო და სარეკლამო. თუმცა თანამედროვე პრესაში მათი ფუნქციების გამიჯვნა ვერ ხერხდება. ხშირად ისინი ერთმანეთს მოიცავენ. სათაური არა მარტო ტექსტის სახელია, არამედ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის ტექსტში განხილული საკითხის შესახებ, რომლითაც მკითხველში გარკვეული ინტერესის აღძვრაც შეუძლია. სწორედ ამ დროს კვეთენ ერთმანეთს საინფრომაციო და სარეკლამო ფუნქციები. სარეკლამო ფუნქციაა - უჩვეულო შინაარსისა და სტრუქტურის მქონე სათაურის შედგენა, რომლის მიზანია მკითხელის ყურადღების მიპყრობა. ავტორი ცდილობს შექმნას “დამაინტრიგებელი“ სათაური, რომელიც მიიზიდავს მკითხველს, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებს მათ ცნობისმოყვარეობას.



თანამედროვე ქართულ პრესაში მრავლადაა ტექსტს აცდენილი, უაზროდ გრძელი და მხოლოდ ინტრიგის მიზნით შექმნილი სათაურები. კარგი და სწორად შერჩეული სათაური სამი მახაისათებელისგან შედგება ესენია : ტექსტთან ბმულობა, ლაკონიუორობა, ინფორმაციულობა.



სათაურები შეგვიძლია დავყოთ ჯგუფებად - ნომინანტებად და სიტუანტებად.


ნომინანტი შეგვიძლია ვუწოდოთ ისეთ სათაურს, რომელშიც გრამატიკული თვალსაზრისით ცენტრალური არსებითი სახელი ან საწყისი გამოხატულია სახელობითი ბრუნვის ფორმით. არსებობს ერთწევრა ნომინანტი: “ღამე“, „მშვიდობა“, თანწყობილი ნომინანტი „ლამაზი და უშნო“, მართულმსაზღვრელიანი ნომინანტი, როდესაც მსაზღვრელი ნათესაობით ბრუნვაშია წარმოდგენილი - “თოვლის გუნდა“, შეთანხმებულმსაზღვრელიანი - „თანამედროვე მონები“. ასევე, მრავლადაა შერეული ტიპის მსაზღვრელიანი სათაურები - “2011 წლის პოლიტიკური ხასიათი“, გარემოებით გავრცობილი ნომინანტი „ვითარება საფრანგეთში“, უბრალო დამატებით გავრცობილი ნომინანტი - „ შეხვედრა ამერიკის პრეზიდენთან“.


სიტუანტები მოვლენის ადგილიზე, დროსა და ვითარებაზე მიუთეთებენ და გამოხატულნი არიან არსებითი სახელის მიცემითი ფორმით. პირველი ქვეჯგუფში შედის შემდეგი ტიპის სათაურები - “რუსთაველის ტეატრის სცენაზე“, მეორე ქვეჯგუფში შედის ისეთი სათაურები, რომლებიც გამოხატულნი არიან არსებითი სახელის ან საწყისის ნათესაობითი ბრუნვის თანდებულიანი ფორმებით და მიუთითებენ დაუსახელებელი მოქმედების მიზანზე დროზე ან ადგილზე -, “მთავრობის წინააღმდეგ“, მესამე ქვეჯგუფის სიტუანტებში ერთიანდებიან ისეთი სათაურები, რომელბიც სახელის ან საწყისის მოქმედებითი ბრუნვის ნიშნით არიან წარმოდგენილნი და გამოხატავენ დაუსახელებელი მოქმედების ვითარებას ან უბრალო დამატებას- „მხოლოდ კანონის სახელით“, მეოთხე ქვეჯგუფის სიტუანტები წარმოდგენილია მიმღეობის ან ზედსართავის სახელის ვითარებითი ბრუნვის ფორმებით და გადმოგვცემენ სათაურში დაუსახელებელი მოქმედების მიზანს ან ვითარებას - „ომში დაღუპული ჯარისკაცთა ოჯახების დასახმარებლად“.


როგორც ვხედავთ, სათაურის შერჩევა მარტივი არ არის. იმისათვის, რომ მედია ტექსტის შესაბამისი სათაური შევარჩიოთ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: უნდა იყოს ლაკონიური, ტექსთან ბმული, მხოლოდ ინტირგის მიზნით არ უნდა იყოს შექმნილი, უნდა იყოს გათვლილი ფართო აუდიტორიაზე, არ უნდა იყოს დატვირთული ტერმინოლოგიით, რომელიც საზოგადოების მცირე ნაწილისათვის იქნება გასაგები. სათაურმა მაქსმისალურად უნდა დააინტერესოს და ამავდროულად, დააკმაყოფილოს მკითხელი. თუ კი სათაურით დაინტერესბულ მკითხველს მედია ტექსტი იმედს გაუცრუებს ეს არ იქნება კარგი შედეგის მომტანი. მკითხველის უარყოფითი რეაქცია რეიტინგის დაღმასვალს გამოიწვევს, რაც, დამეთანხმებით, არც ერთი გაზეთისა თუ ჟურნალის მიზანი არ არის. როგორც ვხედავთ, სათაურს გადამწყვეტი მნიშველობა აქვს ამიტომ მისი შერჩევისას დიდი ყურადღება გვმართებს.



ქრისტინე უგლავა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, VII სემესტრი


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0