x
მეტი
  • 18.01.2020
  • სტატია:98292
  • ვიდეო:343799
  • სურათი:460498
"ჯოჯოხეთის ცეცხლივით მხურვალე", კაილი ჯენერმა ფოტოსესიიდან ახალი სურათები გამოაქვეყნა

image 22 წლის კაილი ჯენერი ამაყობს თავისი სხეულის ფორმებით და ხშირად აქვეყნებს თავის ბლოგზე სურათებს, სადაც ხშირად ნახევრად შიშველია. ახლა კი რეალითი-შოუს ვარსკვლავმა მისი გვერდის ხელმომწერებს მორიგი ფოტოსესიიდან ახალი სურათები შესთავაზა, სადაც ვარსკვლავი მხოლოდ საცვლებით და ბიუსტჰალტერითაა გადაღებული.
ახალ სურათებზე თეთრეულში გამოწყობილი კაილი ვარდისფერ მსხვილ თოკსაა ჩაჭიდებული, თან თოკი შემოხვეული აქვს წელზე და თეძოზე. ჯენერს მაკიაჟიც კი ნაზ ვარდისფერ ტონებში აქვს გაკეთებული, გრძელი თმა კი ეფექტური ფორმის "ტამტამებსაც" სცილდება.
image ჩახვეული! ასეთი კომენტარი გაუკეთა ჯენერმა საკუთარ სურათს.
მისმა სურათებმა კი მისი გვერდის ხელმომწერებში საოცარი რეაქცია გამოიწვია. კარდაშიანების უმცროსი დით აღფრთოვანება არავის დაუმალავს:
"ცეცხლოვანი, როგორც ჯოჯოხეთის ალი".
"სილამაზის დედოფალი".
"მზეთუნახავი".
image კაილი ჯენერის ყოფილმა შეყვარებულმა და მისი შვილის სტორრმის მამამ, რეპერმა ტრევის სკოტმა განაცხადა, რომ მას განშორების მიუხედავად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მისი შვილის დედასთან და რეალითი-შოუს ვარსკვლავთან კაილი ჯენერთან.
როგორც ცნობილია წყვილი შარშან დაშორდა ერთმანეთს მიზეზი კი რეპერის ღალატი იყო, თუმცა შვილის სწორად აღზრდის სურვილით მათ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
კაილი შვილთან ერთად.
image რეპერი ტრევისი და კაილი საერთო შვილთან ერთად.
image




0
383
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
383