x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაპონელი მილიარდერი ეძებს ქალს,მთვარეზე ერთად გასამგზავრებლად
image


იაპონელი მილიარდერი, პლეიბოი და ქველმოქმედი, იუსაკუ მაეძავამ Twitter- ზე გამოაცხადა, რომ ეძებს პარტნიორს ქალს და ცხოვრების მეგზურს, ამასთან რაც ყველაზე მთავარია, მსურველს ექნება შესაძლებლობა ბიზნესმენთან ერთად კოსმოსში მთვარეზე გაემგზავროს.


მაეძავამ Twitter-ის პირად გვერდზე ჩამოაყალიბა ის პირობები და გეგმები, რასაც მისი მომავალი საყვარელი ქალი უნდა აკმაყოფილებდეს.

კონკურსისთვის ცალკე საიტიც კია გამოყოფილი, სადაც ჩამოწერელია ყველა პირობა.



image

კანდიდატებისთვის მოთხოვნები ძალზე მკაცრი არ არის, მაგრამ ისიც ნათელია, რომ საქმრო საკმაოდ პრეტენზიულია.

image

გოგონები, რომლებსაც სურთ იბრძოლოს კონკურსში და გახდნენ მილიარდერის მეწყვილე, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ: უნდა იყვნენ 20 წლის ან უფროსი ასაკის, ჰქონდეთ ყოველთვის პოზიტიური განწყობა და ლაღი ხასიათი.

image

მას უნდა მოსწონდეს კოსმოსური მოგზაურობის იდეა, რადგან მაეძავას მომავალ მეწყვილეს არ ექნება შესაძლებლობა უარი თქვას მთვარეზე გაფრენაზე.

ბიზნესმენს სურს მის გვერდზე იყოს გოგონა, რომელიც დატკბება ცხოვრებით ცხოვრებით და იოცნებებს "მსოფლიო მშვიდობაზე".



განაცხადის ბოლო ვადაა 17 იანვარი. შემდეგ მილიარდერი დაიწყებს ყველა გაგზავნილი ანკეტის შესწავლას. შეირჩევიან გოგოები, რომლებსაც მაეძავა რიგრიგობით შეხვდება. მარტის შუა რიცხვებში, "ფინალისტებთან" განმეორებითი შეხვედრები გაიმართება და თვის ბოლოს მილიარდერი გამოაცხადებს იმ ერთადერთს, რომელთანაც ერთად მთვარეზე გაფრინდება.


0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0