x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ცოტა უცნაური იყო სუხიშვილების უარი“ - კონომცოდნე ლელა ოჩიაური
image


არის თუ არა ფილმი "და ჩვენ ვიცეკვებთ" ქართული ცეკვის შეურაცხმყოფელი, ამ კითხვაზე კინომცოდნე ლელა ოჩიაური ჟურნალისტებთან საუბრობს.


ლელა ოჩიაური: - ეს ფილმი ქართული ცეკვის პროპაგანდაა, ჩვენი ცეკვა საუკეთესი ნიშნებით არის წარმოდგენილი. ფაქტობრივად, ქართული ცეკვა სუხიშვილების შექმნილია. ძირი ავთენტურია, მაგრამ ცეკვების დიდი ნაწილი ილიკო სუხიშვილის დადგმულია, რასაც ახლა სრულიად გენიალურად აკეთებს უმცროსი ილიკო. ქართული ცეკვის ძირით, ელემენტებით და თავისებურებებით სრულიად ახალ ცეკვებს დგამს.

.


ცოტა უცნაური იყო ჩემთვის სუხიშვილებისგან ფილმის გადაღებაზე უარი. ეს რატომ მოხდა არ ვიცი. სუხიშვილები ყოველთვის პროგრესულები იყვნენ. დღესაც ასეთები არიან. როცა ილიკოს ებრძოდნენ, რომ ქართულ ცეკვას შეურაცყოფას აყენებს, მე პრესაში მუშაობისას მათ წინააღმდეგ მოლაშქრე საზოგადოებას ხმალამოღებული ვებრძოდი.

.

რამდენიმე კვირაში ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელს, ბერლინში საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზს გადასცემენ. "ევროპული კინოს ფრომოუშენის“ - კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ „ამომავალი ევროპელი ვარსკვლავის“ ათეულში ლევან გელბახიანი შეიყვანა. იგივე პრიზის მფლობელი გახდა ასევე დებიუტანტი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე. მან ეს პრიზი 2018 წლის თებერვალში აიღო ფილმით "მძევლები“.

1
442
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
442
  
2020, 15 იანვარი, 9:49
ქალბატონო ლელა, ქართული ცეკვის პოპულარობა მსოფლიოში მე-20 საუკუნიდან იწყება და ასე გრძელდება, ამ ფილმს კი აჟიოტაჟი ორი ,,ვაჟკაცის,, გამო მოჰყვა, გეი მოცეკვავეების ურთიერთობა თუ ხელოვნებაა, არ ვიცოდი))
0 1 1