x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ვარსკვლავები,რომლებსაც საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებიათ

არ არსებობს იდეალური გზა განათლებისკენ, რომელიც წარმატებულ ადამიანად გაქცევთ.

ზოგი ცნობილი ვარსკვლავი სწავლობდა საჯარო სკოლაში, კოლეჯში თუ უმაღლესში, ზოგიც სახლში იღებდა განათლებას და სხვები, მაგალითად ისეთები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, სკოლაც კი მიატოვეს, თუმცა ისინი ბევრს მუშაობდნენ, იმისთვის რომ ყოფილიყვნენ ის, რითაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს.


მთავარია ადამიანი რამდენად შრომისმოყვარეა და ორიენტირებულია მიზნისკენ.


მაშ ასე, 10 ცნობილი ვარსკვლავი, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, იმის მიუხედავად, რომ მათ სკოლაც კი არ დაუმთავრებიათ.




1-ჯენიფერ ლოურენსი-საშუალო სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა. შემდეგ გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის დაწყება.

image


2-ნიკოლ კიდმანი- სკოლა სამსახიობო კარიერის გამო მიატოვა. მან სცენაზე დაიწყო მუშაობა, ფილმებში 16 წლის ასაკიდან დაიწყო თამაში.

image


3-ჯონი დეპი-15 წლისამ მიატოვა სკოლა იმისთვის, რომ პოპულარული როკ-მუსიკოსი გამოსულიყო, თუმცა საბოლოოდ ჰოლივუდის მეგავარსკვლავად იქცა.'

image


4-კიანუ რივზი-Daily Mail–თან ინტერვიუს დროს აღიარა, რომ სკოლა მიატოვა 17 წლის ასაკში, რადგან კონფლიქტი ჰქონდა პერსონალთან და დირექტორთან.

image

5-ვუპი გოლდბერგი-16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა, რის მიზეზიც იყო ძალზე მძიმე ბავშვობა, რომელიც უკავშირდებოდა არასასურველ იძულებით სამუშაოს, რამდენიმე ქორწინებას და ნარკომანიას.

image


6-ტომ კრუზი-სკოლა მიატოვა და ნიუ-იორკში სამსახიობო კარიერას დაეშურა, თუმცა მანამდე მღვდლობა სურდა.

image

7-დენიელ რედკლიფი-"ჰარი პოტერის" ვარსკვლავმა სკოლიდან არდადაგები მოითხოვა, ფილმში გადაღებისთვის...და აღარც დაბრუნებულა.

image

8-ჯონ ტრავოლტა- მიატოვა სკოლა 16 წლის ასაკში, იმისთის, რომ სამოდელო და სამსახიობო კარიერა გაეგრძელებინა.

image


9-ჯიმ კერი-კომიკოსმა სკოლა მიატოვა უკიდურესი სიდუხჭირის გამო, 16 წლის ასაკში დაიწყო დამლაგებლად მუშაობა, რომ ოჯახს მიხმარებოდა.

image

10-დრიუ ბერიმორი-ბავშვობიდან ძალზე დაკავებული იყო, იმისთვის დრო აღარ დარჩა, რომ სკოლა დაემთავრებიან, 11 თვის სარეკლამო რგოლში გადაიღეს, 5 წლის ფილმში, ხოლო 7 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი გახდა სტივენ სპილბერგის "უცხოპანეტელის" წყალობით.

image


იხილეთ მსგავს თემაზე:მილიარდერები, რომლებსაც სკოლაც კი არ დაუმთავრებიათ

0
486
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0