x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სარდალიშვილი: " რომ არ გუნდის ამბიციები მე აქ არ ვიქნებოდი"
image

ეროვნული ლიგა 1-ის დებიუტანტმა თბილისის "მერანმა" გაძლიერება დაიწყო. გუნდმა გუშნ პირველი ახალწვეული წარადგინა. ეს გახლავთ საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი ლიდერი მიხეილ სარდალიშვილი. ჩვენ თბილისელთა ახალწვეულს დავუკავშირდით და სადებიუტო ინტერვიუ ჩავწერეთ:

რა გახდა "ჩიხურას" დატოვების მიზეზი და რატომ შეაჩერე არჩევანი თბილისის "მერანზე"?

კონკრეტული მიზეზი "ჩიხურას" დატოვებისა არ არსებობს. უბრალოდ გუნდის წარმომადგენლებთან შევთანხმდით და ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ "ჩიხურადან" წამოვსულიყავი. "მერანი" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. გუნდს რეალური ამბიცია აქვს რომ ეროვნულ ლიგაში ღირსეულად გამოვიდეს და პირველ ეტაპზე ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ.


გქონდა თუ არა სხვა გუნდებისგან შემოთავაზებები?

რეალური შემოთავაზება იყო ორი სხვა ქართლი გუნდისგან და ასევე იყო უცხოური ვარიანტებიც, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი "მერანზე" შევაჩერე და ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე.

"მერანი" ეროვნულ ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს გამართავს. რა იქნება გუნდის მიზანი?

როგორც გითხარით გუნდის მიზანი ამ სეზონში ადგილის შენარჩუნება იქნება, თმცა "მერანს" სამომავლოდ ამბიციური გეგმები აქვს და რომ არა ეს ამბიციები დღეს მე აქ არ ვიქნებოდი.

ელაპარაკეთ თუ არა მთავარ მწვრთნელს გუნდში თქვენი როლის შესახებ?

მოლაპარაკები დროს რა თქმა უნდა მქონდა მწვრთნელთან საუბარი და ვეცდები ყველა ის იმედი რაც ხელმძღვანელობას ჩემი მისამართთ აქვთ ბოლომდე გავამართლო.


მიშიკო სარდალიშვილი ჩვენს ჩემპიონატში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია თავისი სათამაშო სტილით. ის ძალიან ტექნიკური და კრეატიული ნახევარმცველია, რომელსაც გოლის გატანის შესანიშნავი ალღ აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ სეზონში ის "ჩიხურას" მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. განვლილ სეზონში მან ეროვნულ ლიგა 1-ში 34 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

1
57
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
57
  
2020, 16 იანვარი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1