x
პატრიარქის ძალიან გულმხურვალე შეხვედრა, კრიმინალური ბანდების ამბოხების, ერთ-ერთ ორგანიზატორთან
image



პატრიარქ ილია შიოლაშვილის, ძალიან გულთბილი, ძალიან გულმხურვალე შეხვედრა, სამხედრო-კრიმინალური ბანდების ამბოხების, ერთ-ერთ ორგანიზატორთან და მეთაურთან, საქართველოსა და თბილისის, ერთ-ერთ მთავარ გამტიალებელთან და ამაოხრებელთან, თენგიზ კიტოვანთან.


ძალიან გულთბილი, ძალიან გულმხურვალე შეხვედრაა, გეგონებათ ასეთ რამეს ეუბნება: "ყოჩაღ თენგიზ! რომ არ დაუჯერე გამსახურდიას მოთხოვნას იარაღის ჩაბარებაზე და არ ჩააბარე იარაღიო, ბოლომდე შეებრძოლე და როგორც 1991წ. ოქტომბერში, თბილისის ზღვიდან ვიდეოში წინასწარ პირდებოდი, სისხლი ამოუღეთ ბოლომდეო!".


კითხვა: ამ პუტჩისტ და ქვეყნის ამაოხრებელ, მეამბოხე-დემონს, ასე საქვეყნოდ, ასე გულთბილად, ასე გულმხურვალედ როგორ უნდა ხვდებოდეს ქვეყნის პატრიარქი?
ერთად-ერთი პასუხი არსებობს ამ კითხვაზე: პატრიარქი თვითონაც პუტჩის მხარდამჭერია და მხარი დაუჭირა გამსახურდიას იარაღით დამხობას, ამის გამო 1992წ. 7 იანვარს, საპატრიარქოს სასულიერო ელიტამ, საგანგებოდ საზეიმო სუფრაც კი გადაიხადა საპატრიარქოში.


მართლაც ძალზედ საოცარია, ასე დაუფარავად და ასე საქვეყნოდ, რა უნდა უხაროდეს პატრიარქს ასეთი, თანაც შევარდნაძესთან ერთად, სამხედრო-კრიმინალური ბანდების ამბოხების ორგანიზატორთან, თენგიზ კიტოვანთან, ასეთი ძალიან გულის-ამაჩუყებელი, ძალიან გულთბილი შეხვედრისას. მითუმეტეს, რომ პუტჩიც ახალი მომხდარია და ხალხის ხოცვა-ჟლეტვა, ქვეყნის აოხრებასთან ერთად, პუტჩისტებს და კიტოვანს, ჯერ არ ჰქონდათ ბოლომდე დასრულებული.

ედუარდ შევარდნაძესაც ძალიან უხარია, კიტოვანისა და პატრიარქის ასეთი გულის-ამაჩუყებელი, ძალიან გულთბილი შეხვედრა.


1995წ. კი, როცა კრიმინალური-ამბოხების ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ კიტოვანი, შევარდნაძის რეჟიმის თავდაცვის მინისტრიც კი აღარ იყო, ასევე ასე საქვეყნოდ, 1995წ. შემდგარი ამ ძალიან გულთბილი, ძალიან გულმხურვალე შეხვედრით მთავარ პირ-სისხლიან მეამბოხესთან კიტოვანთან, იქვე მყოფ შევარდნაძესაც, თავად კიტოვანსაც და რუსეთის იმპერიის წარმომადგენელ იგორ ივანოვსაც ფაქტიურად ეუბნება, კიტოვანიც ჯაბა იოსელიანივით ეროვნული გმირია და მეც, რუსეთის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი შეიარაღებული პუტჩის, გულმხურვალე მხარდამჭერი გახლავართო.


image

imageპატრიარქის ძალიან გულთბილი, საოცრად ამაღელვებელი და გაბადრული შეხვედრა, სამხედრო-კრიმინალური ბანდების გადატრიალების ორგანიზატორებთან და 1992წ. 3, 7 იანვრის, აგრეთვე 2 თებერვლის აქციებზე დახვრეტილი ხალხის, პირსისხლიან ჯალათებთან. 1992წ.
იხილეთ სურათზე: პატრიარქი, სამხედრო საბჭოს წევრები: თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი, აგრეთვე პუტჩისტების ე. წ. შინაგანი ჯარის, ე. წ. სარდალი, 2 თებერვლის ერთ-ერთი პირსისხლიანი ჯალათი გელა ლანჩავა.


image

პატრიარქისა და ქვეყნის ერთ-ერთი ამაოხრებელის, თენგიზ კიტოვანის არა-ერთი ძალიან გულ-თბილი შეხვედრა. პატრიარქი ყოველთვის განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას უთმობდა ხოლმე, თანაც უკვე პენსიონერ პუტჩისტ ლიდერებს. პატრიარქი ალბათ სერიოზულად ფიქრობს, რომ დიდ და დამსახურებელ პატრიოტ ქართველს ხვდება, რომელთანაც უნდა დადგეს და სამახსოვრო არა-ერთი ფოტო გადაიღოს.


image

1992წ. იმელის შენობა, პუტჩისტების მიერ საგანგებოდ შეკოწიწებული ორგანო. სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებისა და უამრავი ადამიანის მსხვერპლის შედეგად, უკანონოდ მიღებულ ძალაუფლებას, დიდი სიხარულით ინაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გვამებით იყო მოფენილი მათი გზა ძალაუფლებისკენ, ისინი ძალიან ამაღლებულ და მხიარულ განწყობაზე არიან. ყველაზე მეტად პატრიარქს ეღიმება რატომღაც.
იხ. სურათზე: ვალერი კვარაცხელია, იზა ორჯონიკიძე, ედუარდ შევარდნაძე, პატრიარქი ილია მეორე.


image



თენგიზ კიტოვანის მთავრობისადმი მუქარა. 04.10.1991წ. აი ასე ემუქრებოდა თენგიზ კიტოვანი თბილისის ზღვიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ჯერ კიდევ 1991წ. 4 ოქტომბერს და ეს მაშინ, როცა გამსახურდიამ, საპარლამენტო დელეგაცია გაუგზავნა თხოვნით, ჩაებარებინათ იარაღი და ხელს არავინ ახლებდა მეამბოხე გვარდიელებს. თუმცა კიტოვანმა, რომელსაც მეამბოხე ოპოზიცია, "წითელი ინტელიგენცია" და რუსული არმია უჭერდა მხარს, გამსახურდიას თხოვნა არ მიიღო და თავად დაემუქრა კიდეც, ბოლომდე ვებრძოლები და სისხლს ამოუღებო მაგასო. ეს სიტყვები მან, სამხედრო ოლქის და "ГРУ"-ს, გენერალ სუფიან ბეპაევისა და რუსული არმიის სრული დახმარებით, ორ თვენახევარში სისრულეში მოიყვანა.

2
1437
2-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
1437
  
2020, 14 იანვარი, 21:04
მოღალატეთა მთელი არმია! არავის არ შეგრჩებათ გამსახურდიას სისხლი და არც შეგრჩათ! აი, პატრიარქისგან კი მიკვირს... რას გაუგებ ამაოებას... მხოლოდ უფალია ყოვლისმხილველი!
2020, 14 იანვარი, 15:53
უშავეს ლაქად რჩება ეს პერიოდი.
0 1 2