x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვინ არიან საუკუნის დიდი ფალსიფიკაციების, "დალესის გეგმის" და "სიონელ ბრძენთა კრების ოქმების" ავტორები სინამდვილეში
image

ვინ არიან საუკუნის დიდი ფალსიფიკაციების, "დალესის გეგმის" და "სიონელ ბრძენთა კრების ოქმების" ავტორები სინამდვილეში.


დასავლური ძირითადი ფასეულობების და ჯანსაღი ღირებულებების მოწინააღმდეგე, რადიკალურად ანტი-დასავლური ისტერიით მოაზროვნე საზოგადოება, მათ შორის რელიგიური ულტრა-ორთოდოქს-ფუნდამენტალისტები, პრო-იმპერიულად განწყობილი პრო-რუსული ელექტორატი, ოდითგანვე კრემლიდან მართული რუსული სასულიერო ელიტა და მათი იდელოგიური მოკავშირეები სხვადასხვა ქვეყნებში, იდეოლოგიურად შეიარაღებულნი არიან, თავის დროზე რუსული ცარიზმის დაკვეთით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის ორი აგენტის, ჟურნალისტ მატვეი გოლოვინსკისა და პოლიციის ოფიცრის პეტრე რაჩკოვსკის მიერ, შეთითხნილი და შეთხზული დიდი ბლეფის, დიდი ფალსიფიკაციის ე. წ. "სიონელ ბრძენთა კრების ოქმების", მსგავსი მკვეთრად ანტი-დასავლური აბრა-კადაბრათი. ოღონდ თანამედროვე, მოდერნიზებული ვარიანტით.


ძვ. ვარიანტი მსოფლიო შეთქმულებისა, ე. წ. "სიონელ ბრძენთა კრების ოქმები", რუსეთის ოხრანკის, ამ ორმა აგენტმა პარიზში შეთხზეს მე-19 საუკ. ბოლოს და ჯერ სპეციალურად, ვიწრო წრეში, ასევე პარიზში გაავრცელეს. ეს მასალა ნაწილობრივ გამოქვეყნდა 1902 და 1903 წელს რუსეთში. შემდეგ ეს მასალა, მიაწოდეს რუსს მართლმადიდებელ მწერალს სერგი ნილუსს, რომელმაც მსოფლიოში პირველად 1905 წელს რუსეთში, სრულად დაბეჭდა "სიონელ ბრძენთა კრების ოქმები", სულ 24 ოქმი.

ასევე რუსეთში შეთითხნილი, მსოფლიო შეთქმულების ახალი, მოდერნიზებული თეორიით, საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რომ ევრო-ატლანტიკურ სახელმწიფოებს მართავენ, კაცობრიობის მტერი და მოძულე მასონური კასტა, მსხვილი ბანკირებისა, მსხვილი კორპარაციებისა და მილიარდერებისა. მათი დასმული სახელმწიფო ლიდერების სახით. მასონებისა და ბანკირების, დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოთა ლიდერების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ "მსოფლიო შეთქმულების თეორიით", მათი ვერსიით მსოფლიო მასონურ მთავრობას კაცობრიობის ამოწყვეტა ნდომებიათ, მათი მიზანი ყოფილა კაცობრიობის ერთ ან ნახევარ მილიარდამდე დაყვანა. რელიგიების გაერთიანება და გაუქმება. მათი ინსპირირებული ყოფილა, მსოფლიოში მიმდინარე ყველა ომი, ყველა რევოლუცია, გადატრიალება. ტერორისტებს თურმე თვითონვე აფინანსებენ და რეალურად არ ებრძვიან. მათი გავრცელებული ყოფილა ყველა სახიფათო ვირუსი: შიდსი, ღორის გრიპი, ჰონ-კონგის ვირუსი და ებოლა და ა.შ. სპეციალურად ყიდიან კაცობრიობის სიცოცხლისთვის საშიშ სურსათ პროდუქტებს. აგრეთვე მათ სათავისოდ კარგად გამოიყენეს, დასავლელი ფსევდო-ლიბერალების და ჯანდაცვის მს. ორ. არასწორი მიდგომა სექსუალურ უმცირესობათა პრობლემებისადმი. სექსოლოგიის მამების აზრით, ეს არასწორი სექსუალური გადახრაა ანუ სექსუალური გადახრა და დაავადებაა. რაც კაცობრიობის პრობლემების ფონზე, მეათეხარისხოვანი პრობლემაა. ეს ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, მხოლოდ მოსახლეობის 3-5% შეიძლება შეეხოს. რა თქმა უნდა, პროპაგანდაც არ უნდა იყოს დაშვებული.

კრემლის მიერ მართულ, რუსულ სასულიერო ელიტას, კრემლის რეჟიმთან ერთად, ვითომ პრეტენზიაც აქვთ, რომ თითქოს ისინი გვევლინებიან მასონური მსოფლიო შეთქმულების წინააღმდეგ მებრძოლი, ზეციური მხედრობის მთავარ მედროშეებად დედამიწაზე და თავიანთი ყალბი ფანტასმაგორიული, ვირტუალური თეორიებით, ვითომ მომავალში მოსასვლელი ანტიქრისტეს თაობაზე და მის მიერ შექმნილ იმპერიაზე, ქმნიან აბსურდულ თეორიებს შტრიხ-კიდებზე, "იდ" ბარათბზე, ჩიპიან პასპორტებზე, მიკრო ჩიპებზე და ამ გამოგონილ "ვითომ მტერთან" ბრძოლის ილუზიით, ატყუებენ და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოების ნაწილი.

რაც შეეხება მასონობას, ეს შუასაუკუნეებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტიების წინა სახე იყო ადრეულ საუკუნეებში. საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კი ე. წ. მასონური ორგანიზაციების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში საერთოდ მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს თანამედროვე ევროპულ საზოგადოებას, მართავენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომელთა ბიოგრაფიაც საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს წვრილმანამდეც არის ცნობილი. არც სხვადასხვა საზოგადოებრივი კლუბები, არ არიან კაცობრიობის მტრები და დემონიზაციის მედროშენი, როგორც ამას გვიხატავენ რუსული პრო-იმპერიული და მათი იდეოლოგიური მოკავშირე ანტიდასავლურად მოაზროვნე საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ეხლანდელი ე. წ. მასონური საზოგადოებები, არაფორმალური არავითარი გავლენის მქონე უმნიშვნელო და საკმაოდ მცირერიცხოვანი საზოგადოებებია.

მიუხედავად ალენ დალესის მიმართ ჩემი ანტიპათიისა, ორიოდე სიტყვა კიდევ ერთი ფალსიფიკაციის, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფის 1953-1961წწ. ე. წ. ალენ დალესის გეგმისა და დოქტრინის შესახებ. ესეც ფალსიფიკაცია და დიდი ბლეფი იყო. ეს ყალბად შეთითხნილი ვითომ დოქტრინა, კრემლისა და სუკი-ს დაკვეთით, საბჭოთა პოლიტიკური მწერლის მიერაა შეთხზული. პირველად ეს "დალესის გეგმა" დოქტრინა 1990-იანი წწ. დასაწყისში გამოჩნდა რუსეთში. ამ დოქტრინის შექმნის პირველ შთამაგონებელ წყაროდ ითვლება, რუსი მწერლის ა. ივანოვის რომანი "მუდმივი ძახილი", 1981 წლის რედაქციით. შემდეგ კრემლისა და საბჭოთა სუკის დავალებით, ამ ფასლსიფიკაციის შექმნა დაევალა, საბჭოთა მწერალ-პოლიტოლოგს ნიკოლოზ იაკოვლევს, რომელმაც 1983 წელს შექმნა ეს პრო-იმპერიული "ბეთსელერი", ვითომ "დალესის გეგმა" როგორ გაერყვნათ საბჭოთა საზოგადოება. ნიკოლოზ იაკოვლევმა 1983 წელს გამოსცა წიგნი სათაურით "ამერიკის ცსს სსრკ-ს წინააღმდეგ" სადაც ამ დალესის გეგმის ნაწილიც შეიტანა. სიონელ ბრძენთა კრების ოქმების მსგავსად, ისტორია აქაც განმეორდა. "დალესის გეგმა" მსოფლიოში პირველად და სრულად, 1993 წელს რუსეთში, სანკ-პეტერბურგის გაზეთში გამოქვეყნდა. პუბლიკაციის ავტორი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული, სანკ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი იოანე სნიჩოვი. მიტროპოლიტი იოანე ამტკიცებდა, რომ დასავლეთის მხრიდან, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს დაუნდობელი და ბინძური ომიო. სიონელ ბრძენთა კრების ოქმებიც მოიყვანა თავის პუბლიკაციაში. კრემლის სპეცსამსახურებმა "დალესის გეგმის" ოფიციალურ გამავრცელებლად, აქაც მაღალი რანგის სასულიერო პირი გამოიყენეს, როგორც თითქმის საუკუნის წინ, რუსეთის იმპერიის ოხრანკამ, "'კრების ოქმების" შემთხვევაში სერგი ნილუსი.

აქვე დამატებით საინტერესო იქნება გავეცნოთ, იმასაც რომ, ადოლფ ჰიტლერის რადიკალურ ანტი-სემიტურ, ანტი-ებრაულ აგრესიულ იდეოლოგიაში, გარკვევით ჩანს, რუსული იმპერიალისტური დიდი ფალსიფიკაციის, "სიონელ ბრძენთა კრების ოქმების" ზეგავლენა. აგრეთვე დამატებით, იგი ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილს. ფსიქიურად გაუწონასწორებელმა, პოლიტიკურმა პარანოიდალმა ადოლფ ჰიტლერმა, "მსოფლიო შეთქმულების თეორია" თავის პოლიტიკურ მიზნებს მოარგო და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ასეთ შეთქმულებებში დაადანაშაულა.

თავის ნაშრომში "ჩემი ბრძოლა" ადოლფ ჰიტლერი ამბობს: "თუ ებრაელობა მარქსიზმის დახმარებით ყველა ერზე გაიმარჯვებს, მაშინ კაცობრიობის მზე ჩაესვენება და ჩვენი პლანეტა ისეთივე უკაცრიელი გახდება, როგორიც იყო მილიონი წლების წინ."

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია იყო ბოლშევიკების შეთქმულება ცარიზმისა და მაშინდელი დრ. მთავრობის წინააღმდეგ. თანაც ბოლშევიკთა ბელადები იყვნენ ნახევრად ებრაელი ლენინი და წარმოშობით გერმანელ-ებრაელთა გვარის წარმომადგენელი ლევ ტროცკი (ლევ ბრონშტეინი). აგრეთვე რევოლუციის პირველ წლებში ბოლშევიკთა პარტიულ ელიტაში საკმაოდ მრავლად იყვნენ ებრაული წარმოშობის რუსეთის მოქალაქენი. ლევ ტროცკი რევოლუციის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი იყო. თანაც იგი მართლაც იყო საერთაშორისო სოციალისტური ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელი, რომელთა მიზანიც იყო პროლეტარული რევოლუციის ექსპორტი მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა ეს არ ადასტურებს, ჰიტლერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ოქტომბრის რევოლუცია საერთაშორისო ებრაული მასონური შეთქმულების პირდაპირი შედეგი არისო, რათა დაეხოცათ 30 მილიონი რუსიო. ლენინისა და სტალინის ძალადობრივ ქმედებებს საბოლოოდ 30 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. ეს არ იყო ებრაული შეთქმულების შედეგი, მითუმეტეს კაცობრიობის მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის ყველაზე დიდი სისხლიანი დიქტატორის სტალინის ებრაელ საერთაშორისო მასონად გასაღებაც სრული ნონსენსი იქნებოდა.

კვლავ ადოლფ ჰიტლერი "ჩემი ბრძოლა" : "ებრაელები კომუნისტები არიან, მათ მოახდინეს რუსეთის რევოლუცია და დახოცეს 30 მილიონი რუსი, მთლიანი ინტელიგენცია, სასტიკი და შემაძრწუნებელი მეთოდებით და ამას გეგმავენ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. შემდეგი ქვეყანა გერმანიაა. მათ დაარსეს გერმანიის კომუნისტური და სოციალისტური პარტიები და ეს სიმართლეა. თუ მათ ეხლავე არ დავამარცხებთ, ისინი ჩვენ გაგვანადგურებენ, დახოცავენ დამატებით 20 მილიონს, ყველა ინტელიგენტ ადამიანს. ასე ჩამოუყვნენ ყველა ქვეყანას სადაც სახლობდნენ, საბოლოოდ კი, ერთადერთი "ჭკვიანი ხალხი" ებრაელები თუ დარჩებიან."

ჰიტლერის ეს ნაბოდვარი და ეს ყველაფერი, ძალიან გავს "სიონელ ბრძენთა კრების ოქმების" და შემდგომ უკვე 20-საუკუნის 80-90-იან წლებში შექმნილ, "დალესის გეგმის" და სხვა მოდერნიზებულ "მსოფლიო შეთქმულების თეორიებს", მასში გაჟღერებულ უკვე ლამის ვირტუალურ ფანტასმაგორიულ თეორიებს. კრემლისა და რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით შეთითხნილი თანამედროვე მოდერნიზებული "მსოფლიო შეთქმულების თეორიის" მიხედვით, არსებობს "კაცობრიობის ოქროს მილიარდის გეგმა". თითქოს არსებობს მასონური გეგმა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მასონებს, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მთავრობებს ანუ მსოფლიო მთავრობებს და დასავლეთის წამყვან ე. წ. მსოფლიო ბანკირებს, თურმე გადაწყვეტილი აქვთ კაცობრიობის ხელოვნურად შემცირება და ამოჟლეტა, დედამიწაზე კაცობრიობის მუდმივი რაოდენობის ოპტიმალურ რიცხვზე, 1 მილიარდამდე დაყვანა. რასაც რუსულ ანტი-დასავლურ მდარე ხარისხის პრესაში "კაცობრიობის ოქროს მილიარდის გეგმას" უწოდებენ. ამიტომაც ისინი თითქოს ხელს უწყობენ კონფლიქტებს, ომების გაჩაღებას და ხელოვნურად ავრცელებენ თურმე მუტაცირებულ თანამედროვე ვირუსებს და ა. შ.

წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.


3
413
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
413
  
2020, 19 იანვარი, 0:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 14 იანვარი, 14:16
ბ-ნო დანიელ, ამ შემთხვევაში კი არ გეთანხმებით, რადგანაც... კეთილი, ე.წ. მსოფლიო შეთქმულება მეც გადაჭარბებულად მიმაჩნია, მაგრამ დღეს არსებულ მილიარდერთა რაღაც ერთობა რომ არსებობს, ამაში მე პირადად, ეჭვი არ მეპარება. გადანაწილებული აქვთ "საქმიანობათა" არეალი და ერთმანეთის "სფეროებში" არ ერევიან, უბრალო დაკვირვებითაც, ავიღოთ 2008 წლის ფინანსური კრიზისი - აშშ-პრეზიდენტი ბუში, თავის ბოლო დადგენილებით მსხვილ დაფინანსებას (800 მილ. დოლ) აძლევს ე.წ. სადაზღვევო კომპანიებს, მათ შორის "პ.ს. მორგანს" და სხვათ, სულ, თუ არ ვცდები, 4 ან 5 კომპანიას. რამოდენიმე კვირაში, ახლად არჩეულმა ობამამაც, თავის ერთ-ერთ პირველი განკარგულებით,მსხვილი (4 მილიარდი დოლ) დაფინანსებით უზრუნველყო ზუსტად იგივე კომპანიები, რათა მათ "მშვიდობიანად დაეძლიათ" ეს კრიზისი. ახლა მთავარია მივყვეთ ამ სადაზღვევო კომპანიების ავლა-დიდებას: მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა ბანკი და სადაზღვევო კომპანია მათი კუთვნილებაა, მცირე გამონაკლისების გარდა, მათ შორის ჩვენი, ვითომ ქართული ბანკებიც...
ნუ, დოლარის მიერ, როგორც ყველაზე აქტიური ფინანსური აქტორის როლზე და მის მსოფლიო ჰეგემონიაზე აღარაფერს ვიტყვი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია რომ, ეს ფინანსური ბერკეტი აქვთ "მავანთ" და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ოპონენტის, იქნება ეს სახელმწიფო თუ იურიდიული პირი, ოსტატურადაც იყენებენ. თავად თქვენს მიერ ატვირთული მასალებიდან გამომდინარე, 1991-92 წლების პუტჩი, ცხადია რომ "დასავლეთის" მიერ იყო ორგანიზებული, ოღონდაც რუსეთის მიერ გაკეთებული, თორემ მაშინდელ რუსეთს რისი თავი ჰქონდა?
ვაღიარებ, არ ვიცი, რა და როგორ დაგეგმა რუსეთის სპეცსამსახურმა, მაგრამ ანტიქრისტესთვის წინასწარ მოსამზადებელ სცენარს ძალიანაც წააგავდა რუსული რევოლუცია, თავის "სამპიროვანი ღმერთით" - მარქსი, ენგელსი, ლენინი და მათი მოციქულებით, სტალინით დაწყებული სხვებით გაგრძელებული. მავზოლეუმიც, რამდენადაც წამიკითხავს, სტალინმა ბაბილონის გოდოლის მთავარი საკურთხევლის მიხედვით ააგებინა, ხოლო თავად სტალინმა რომ მაგ "მასონ", "სიონისტ მამებს" თუ ვინც იყვნენ, ძალაუფლება რომ წაართვა, ტროცკის თამადობით, ეგეც ცხადზე ცხადია ჩემთვის.
2020, 14 იანვარი, 3:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3