x
ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას, ანტიქრისტეს ძეგლი დადგეს
image


"ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას, ანტიქრისტეს ძეგლი დადგეს!"


სურათზე ჩანს, თუ როგორ ანგრევდნენ და საბოლოოდ დაანგრიეს კიდეც, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტებმა "სობოროს" ტაძარი ქუთაისში.
ფოტოზე ასახულია 1923 წლის 8 მარტი, როდესაც ტაძრის გუმბათიდან ჯვარს აგდებენ.

ქუთაისის საკათედრო ტაძარი სობორო, ასე ეძახდნენ, რუსულის გავლენით. აწ განადგურებული ქართული მართლმადიდებლური კათედრალი ქუთაისში. ეს ტაძარი აღმართული იყო ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, დღევანდელი აღმაშენებლის მოედანზე და სიდიდით თითქმის ბაგრატის ტაძარს უტოლდებოდა. ეკლესია აიგო XIX საუკუნის II ნახევარში. დაანგრიეს ბოლშევიკებმა 1924 წელს.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტირელიგიურ ისტერიას, სხვა ბევრ ეკლესიასთან ერთად ვერ გადაურჩა ვერც „სობორო“. 1923 წელს კომკავშირლებმა სასტიკად დაარბიეს შენობა, გუმბათიდან ჩამოხსნეს ჯვარი, ხოლო ხატები და სხვა სიწმინდეები კი გარეთ გამოიტანეს და დაყარეს, სადაც ფეხებით თელავდნენ.

საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებაში ეწერა: „დაირღვეს საკათედრო ტაძარი, მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი". ბრძანება 1924 წლის ზაფხულში შეასრულეს და ტაძარი ოთხ თვეში მთლიანად დაშალეს. დანგრეული ტაძრის ადგილას, ქუთაისის ცენტრში, დაიდგა ლენინის ძეგლი და მოედანს – ლენინის მოედანი ეწოდა.

მოგვიანებით კი ამავე მოედანზე, სტალინის ძეგლიც დადგეს. ცენტრალური მოედნის ჩრდილოეთის მხარის გაფართოებამ ერთგვარი ცვლილება შეიტანა ქალაქის ცენტრის იერსახეში. რამაც, ლენინი ძეგლი კუთხეში მოაქცია. ქალაქის თავკაცების მიერ გადაწყდა, რომ ქალაქის ცენტრალური მოედნის შუაგულში, იოსებ სტალინის ძეგლი დაედგათ, რომელიც 1948 წელს საზეიმოდ გაიხსნა კიდეც. ოქტომბრის რევოლუციის 31- წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი, აწ უკვე სტალინის მოედანზე ჩატარდა.

ავტორი: დანიელ სავანელი.

0
516
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0