x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საქართველოდან გატანილი, ქართული საგანძური, გამოფენილია ერმიტაჟში
image



საქართველოდან გატანილი, ქართული


საგანძური, გამოფენილია ერმიტაჟში.



პოსტის ავტორი დანიელ სავანელი.

რევოლუციამდელი საქართველოდან, რუსეთში გატანილი ქართული საგანძურის და ექსპონატების, ძალიან უმნიშვნელო ნაწილი გამოფენილია ერმიტაჟში. იგი არის იმ აურაცხელი ქონების, ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიამ გაიტანა საქართველოდან.
რევოლუციამდელი ქართველი მეცნიერის, თეოლოგიის დოქტორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევით და გაანგარიშებით, რუსმა ეგზარხოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ასევე მეცნიერის, ისტორიკოსისა და მკვლევარის, ნიკოლოზ დურნოვოს გამოკვლევით, ჯერ მარტო 1907 წლამდე, რუსეთის მთავრობამ, ეგზარხოსების მეშვეობით ქართველ ერს, მაშინდელი შეფასებით 150 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვა. ნიკოლოზ დურნოვო საბოლოოდ კრემლის ბრძანებით, კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს, 1938 წელს კი, ასევე დახვრიტეს მისი ორი ვაჟი-შვილი.

ერმიტაჟში არსებული ქართული საგანძურის ეს მცირე ნაწილი, წლების მანძილზე ერმიტაჟის სათადარიგო საცავებში ინახებოდა, მხოლოდ 2006 წლიდან მოხდა, მათი ოფიციალური გამომზეურება და მუდმივ საექსპოზიციო ექსპონატებად გამოფენა. ვინ იცის, კიდევ ქართული საგანძურის რამდენი ექსპონატი არის, ერმიტაჟის საცავებში გადანახული, რომელებიც მიზეზთა გამო, ჯერ კიდევ არ გამოუმზეურებიათ.
ერმიტაჟში დღეისათვის უკვე გამოფენილი, დღემდე შემორჩენილი ქართული საგანძურის ეს ფოტოები, მოწოდებულია და გადაღებულია, სანქტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის დენის ბელეცკის მიერ.


image


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

უფრო მეტი ექსპონატი, იხილეთ აქ ამ ბმულზე:

https://www.facebook.com/ruisurbnisi.ruisurbnisi/media_set?set=a.1704945849771226&type=3




















ფოტოს აღწერა მიუწვდომელიაფოტოს აღწერა მიუწვდომელია



2
3127
1-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
3127
  
2020, 14 იანვარი, 10:15
სწორად ბრძანებთ.
2020, 14 იანვარი, 9:36
კიდევ ძალიან ბევრია. ახლა ვერც კი წარმოიდგენს ვერავინ იმდენად დიდი ქართული საეკლესიო და სამეფო განძეულია გაზიდული რუსეთში.
0 1 2