x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური და საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

ამერიკიდან – რუსეთამდე არც ისე შორია: კ. რატმანოვს (რუსეთი) და კ. კრუზენშტერნს (აშშ) შორის მანძილი, სულ რაღაც, 3 კმ. და 760 მ-ია.

image


ყველაზე დიდ კალმარს (დაჭერილებს შორის), რომლის სიგრძე 17 მ-ს ტოლი იყო, ფრენბურთის ბურთის ხელა თვალები და 5 მ. სიგრძის საცეცები ჰქონდა. თუმცა, ყველაზე საოცარი ის არის, რომ მისი ტვინი, სულ, რაღაც, 15 გრ-ს იწონიდა.


პატარა ბავშვები, დღის მანძილზე, ბევრად უდრო ხშირად იცინიან, ვიდრე უფროსები.


საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, ქალების IQ, მამაკაცების IQ–ს აღემატება.


ყველაზე პირველი ქვეყანა, სადაც სოლარიუმი აკრძალეს – ბრაზილია არის. კანონი ძალაში 2009 წლის 11 ნოემბერს შევიდა.


ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – «ოსკარი», II მსოფლიო ომის დროს, ლითონის ეკონომიის მიზნით, ხისგან მზადდებოდა.


პიგმეებს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე დაბალტანიანი ადამიანები იაპონიაში ცხოვრობენ. ხოლო, ყველაზე მაღლები – ნიდერლანდებში.image


ყველა ახალშობილი – დალტონიკია.


ამერიკელები კატის საკვებზე უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე ბავშვის კვებაზე.


კენიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 15 წლამდე მოზარდები არიან.



ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მარწყვი.


ჩინეთში ყველა სახის კოსმეტიკური საშუალება შემოწმებას ცხოველებზე გადის. ხოლო, ევროპის ქვეყნებში ეს აკრძალულია.


პროცენტულად, ყველაზე დიდი რაოდენობით წითურები შოტლანდიაში იბადებიან.


პანამის არხის სიახლოვეს, უნიკალური ვერხვები იზრდება, რომლებსაც კვადრატული ღეროები აქვთ. მთავარი კი ის არის, რომ ამ ხის ნერგის სხვაგან გადარგვის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ხე იზრდება.image


ეთიოპიის კალენდარი 13 თვისგან შედგება და ახალ წელს იქ 11 სექტემბერს აღნიშნავენ.


რაც უფრო მაღალია ადამიანის ინტელექტის დონე, მით უფრო დიდია მის თმაში თუთიის და სპილენძის შემცველობა.


ბავშვები 1-დან – 3 თვემდე, უცრემლოდ ტირიან.


პანდის ორი სახეობიდან, დიდი პანდა დათვი არის, ხოლო პატარა (წითელი პანდა) — ენოტი.


საშუალოდ, ყოველი ადამიანი, საკუთარ დაბადების დღეს, სხვა 9 მილიონ ადამიანთან ერთად აღნიშნავს.


ტოკიოს ზოოპარკი, ყოველ წელს, 2 თვით იკეტება, რომ ცხოველებს დამთვალიერებლებისგან დასვენების საშუალება ჰქონდეთ.


სენეგალელი ქალები, ყოველდღიურად, 17 სთ-ს წყლის მოპოვებაზე ხარჯავენ.image


თუ ადამიანი იტყუება, ის მარცხენა ზედა კუთხისკენ იყურება.


დიასახლისები, სახლის საქმეების გაკეთების დროს, დღეში, საშუალოდ, 11 კმ-ს გადიან.


ცისფერი თვალების მქონე ადამიანები სიბნელეში უკეთესად ხედავენ.


კოკა-კოლაში საღებავს რომ არ ამატებდნენ, მწვანე ფერის იქნებოდა.


დაქორწინებულები 2, 5 სმ-ით უფრო მაღლები არიან, ვიდრე მარტოხელები.


ჰავაურ ალფავიტში მხოლოდ 13 სიმბოლოა (5 ხმოვანი და 8 თანხმოვანი).


ქვანახშირის ელექტროსადგური, ერთი და იგივე რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოების დროს, 100-ჯერ მეტ რადიოაქტიურ ნივთიერებას აფრქვევს ჰაერში, ვიდრე ატომური.image


დასავლეთ ჩინელები ჩაიში, შაქრის ნაცვლად, მარილს იყრიან.


ქალი ცხოვრების 5 წელს სამზარეულოში ატარებს.


აშშ-ს მოსახლეობის 40% არასდროს ყოფილა კბილის ექიმთან.


ჩინეთში მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს.


კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ზურგის მიმართულებით ფრენა შეუძლია.


კატას რომელიც XII სართულიდან ვარდება, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე VII სართულიდან გადმოვარდნილ კატას.


მსოფლიო მოსახლეობის 360 მლნ. ადამიანს პერსონალური კომპიუტერი აქვს. თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის ნახევარს, მობილური ტელეფონი არასდროს უნახავს. imageimageimageimageimageimageimage







0
741
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0