x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: - ლონდონში "ადამიანის" ხორცის მაღაზია გახსნეს
image


ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი ხორცის მაღაზია ლონდონის ცნობილი ბაზრის Smithfield-ის ბაზაზე, სადაც მომხმარებელს სთავაზობენ შეიძინონ ადამიანის სხეულის ნებისმიერი ნაწილი: ხელები, ფეხები, ყურები და ხერხემალიც კი. ასეთი კრეატიული სარეკლამო ნაბიჯი გამოიგონეს თამაშის Resident Evil Capcom-ის შემქმნელებმა.


ყოველივე ეს ჰგავს საშინელებათა ფილმის სცენას: ადამიანის კიდურები, შეფუთული და საზოგადოებისთვის გასაყიდად წარდგენილი. კავებზე ჩამოკიდებული ხორცი, ცალკეული ორგანოები, ასევე, განლაგებულია უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ მაგიდებზე, როგორც მორგში.



ადამიანის ხელების შეძენა შესაძლებელია 5, 99 ფუნტი ხოლო ფეხები ცოტათი ძვირი ღირს - 6.00 ფუნტი, მაგრამ ამან არ შეაჩერა Resident Evil- ის ფანები და ზომბი ენთუზიასტები, რათა ეს ორგანოები ეყიდათ. რას გააკეთებენ მომხმარებლები მათი ყიდვის შემდეგ, ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიფიქროთ.




გაყიდული ადამიანის ორგანოების ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ ისინი ცხოველური ხორციდან მზადდება, მხოლოდ მათი გარეგნობა სრულად შეესაბამება ადამიანისას. ახალი თამაშის უკეთეს რეკლამირებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღით გაიხსნა უჩვეულო მაღაზია, მაგრამ მცირე ხნის მიუხედავად, მაღაზიამ შეძლო საკმაოდ დიდი ხმაურის ატეხა.



image



image



image



image



image



1
4377
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
4377
  
14 იანვარი, 3:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1