x
image
მაია 24
"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს:
"13-01 - 17:40-18:05
15-01 - 16:10-19:45
17-01 - 17:00-22:20 - ეს ამ კვირის უკურსო მთვარის პერიოდებია. ამ დროს გახსოვთ ალბათ, ახალს არაფერს ვიწყებთ, რადგან უკურსო მთვარეზე წამოწყებული საქმეები ურეზულტატოდ რჩება ხოლმე.
13 იანვარი, მზისა და პლუტონის ზუსტი შეერთება გვაძლევს ენერგიას და გარშემო წარმოქმნილი სიტუაციების კონტროლის შესაძლებლობებს. მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი ჩვენგან დიდ ძალისხმევასაც ითხოვს და, ზოგ შემთხვევაში, საოცრად დამღლელიცაა, მითუმეტეს, რომ ამავე დღეს მზეს შეერთება ექნება სატურნთანაც, რაც თვითდისციპლინის აუცილებლობას იძლევა. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი წარმავალია და ეს ასპექტიც ხვალიდან უკვე დაშლაზე მიდის.
ყველაზე მეტად რთული ეს დღე კირჩხიბებისა და თხის რქებისათვის იქნება. უფრო თუ დავკონკრეტდებით იანვრის და ივლისის 12-14 რიცხვების პერიოდში დაბადებული ადამიანებისათვის. იმავე რიცხვებში დაბადებული თევზები და მორიელები იოლად გაუმკლავდებიან, ხოლო ქალწულებისა და კუროებისათვის შესაძლოა წარმატებული დღეც კი იყოს.
13-სავე იანვარს გვიან საღამოს ვენერა დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზებში გადაბარგდება. უახლოესი პერიოდის მანძილზე რომანტიულობისა და სენტიმენტალურობის მოთხოვნილება ერთდროულად იჩენს ადამიანთა უმეტესობაში თავს. ამ დროს საკმაოდ იოლია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლით მოიხიბლო, თავი შეყვარებულად იგრძნო, განსაკუთრებით კი 16-17 იანვარს, როდესაც ვენერას ჰარმონიული ასპექტი აქვს ურანთან, ეს განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს თევზებისა და კუროს ნიშნებისათვის. რადგან ასპექტი სწორედ ამ ნიშნებიდან კეთდება. თუმცა ილუზიებიც არაა გამორიცხული და ნუ იჩქარებთ სასურველის რეალობად მიღებას. თქვენი პოზიციები აქტიურად მხოლოდ მას მერე გამოხატეთ, როდესაც ვენერა ვერძში აღმოჩნდება. ეს კი მხოლოდ 7 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ისევ ამ კვირას, შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური შემოთავაზება, არაა გამორიცხული ამ მიმართულებით ორიგინალური, არაშაბლონული იდეები თავადაც გწვოთ თავში. შემოქმედებით ადამიანებს შთაგონების პერიოდი ექნებათ.
მეტადრე მას მერე, რაც 16 იანვარს მერკური, რომელიც ჩვენს გონებას განკარგავს, ორიგინალურ და ძალზე პროგრესული მერწყულის სტუმარი გახდება. თუმცა ამ დღეს არასასურველია სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მომდევნო დღეებში უფრო მისაღები იქნება ეს ამბები. მერკური მერწყულში 3 თებერვლამდე დარჩება და მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ავითვისოთ, გავიზარდოთ ინტელექტუალურად. კარგი დროა თანამედროვე ტექნიკის შესაძენად, და ასტროლოგიის შესწავლის დასაწყებად.
კვირის ბოლო ცოტა არ იყოს დაძაბულად ჩაივლის - 17-18 იანვარი მერკურისა და ურანის კვადრატურით არცთუ ცოტა სირთულის და ხელისშემშლელი ვითარებების შემქმნელია. ეს შეიძლება იყოს გაუგებრობები და კამათი, სრულიად მოულოდნელად, თითქოსდა არაფრის ფონზე, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ უსიამოვნო ავარიული სიტუაციები, რაღაც ძალზე ცუდი ამბის შეტყობა, მოუფრთხილდით მობილურებს, გასაღებებს, დოკუმენტებს - იზრდება მათი დაკარგვის ალბათობაც. არაა გამორიცხული ტექნიკამ გიმტყუნოთ. დაიჭირეთ თადარიგი, შეინახეთ დააკოპირეთ საჭირო მასალები.
და ბოლოს კვირა - 19 იანვარი - ნათლისღების დღესასწაული, საკმაოდ მშვიდი და პოზიტიური დღეა. თითქმის ყველაფრრისთვის გამოსადეგი, დასანანიც კია რომ უქმეა და ბევრი არაფრის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ თუ რამეს გემავთ, რაც ოფიციალური გაფორმების გარეშეც შეიძლება გაკეთდეს - გააკეთეთ! სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული. ისე კი, მოდით, დავუფიქრდეთ ნათლისღების თარიღს - დღე როდესაც ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე მდინარე იორდანიის წყალში მოინათლა. რას გამოხატავს 19 იანვარი ასტროლოგიურად? დასავლური ზოდიაქოს მიხედვით, ეს არის საზღვარი თხის რქასა და მერწყულს შორის. დღე, როდესაც მზე მერწყულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ანუ ისე როგორც ქრისტეშობა უკავშირდება ზამთრის მზებუდობის დღეს, ნათლისღების დღესასწაულიც მჭიდრო კავშირშია ბუნების ციკლურობასთან, რომელსაც თავის მხრივ შეისწავლის კიდეც ასტროლოგია.
და როდესაც საუბარია წყალკურთხევაზე, ძნელია არანაირი ასოციაცია არ გაგიჩნდეს მერწყულთან, რომლის სიმბოლოსაც წყლის ჭურჭლიანი კაცი წარმოადგენს... და ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ დღეს მოხდა იესოს წყლით კურთხევა, ანუ ნათლისღება, მისი ცხოვრების ერთი ციკლის დასასრულს და მეორეს დასაწყისს გამოხატავს".
1
1550
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1550
  
2020, 14 იანვარი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1