x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ ქვეყნებში "არ ღირს" მეუღლის ღალატი?

image


მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ღალატი ყოველთვის ცუდ ტონად ითვლებოდა, ეს ფენომენი დღესდღეობით უკვე აღარავის უკვირს. არ არსებობს კანონი, რომელიც ცოლ - ქმრული ღალატის დროს მათ უფლებებსა და მოვალეობებს დაარეგულირებს. თუმცა ასე ყველგან არ არის. ზოგიერთ ქვეყანაში მრუშობა - დანაშაულია, რომელიც კანონის თანახმად, მკაცრად ისჯება.


შვეიცარია



image

ამ მშვენიერ ევროპულ ქვეყანაში მოღალატე ქმარს ახალი ქორწინების რეგისტრაცია კიდევ სამი წლის განმავლობაში ეკრძალება. აი ასე!




თურქეთი



image


აქ ღალატი დანაშაულის ტოლფასია, რომელიც ქურდობაზე არანაკლებ ისჯება. 1996 წლიდან, თურქეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც მოღალატე მხარეს თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით ემუქრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისჯებიან არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც.


ირანი


image


ამ ქვეყანაში გენდერულ თანასწორობას არც არავინ ელოდა, თუმცა ის რაც იქ ხდება ყველანაირ ზღვარს სცდება. ირანში მოღალატე ქალი შეუძლიათ ოფიციალურად სიცოცხლეს გამოასალმონ. ყველაზე საშინელება კი ის არის რომ ამ დანაშაულებრივ აქტს მისი ქმარი ან ქმრის რომელიმე ნათესავი მამაკაცი ახორციელებს. როგორ ისჯებიან კაცები? - საჯარო საყვედურით, აი მთელი მათი სასჯელი.




ინდონეზია

image


ცოლ - ქმრული ღალატის საკითხს ინდონეზიაში, თურქეთთან შედარებით ბევრად უფრო რადიკალურად მიუდგნენ. აქ მრუშობისთვის ციხეში ადამიანი შეიძლება არც მეტი, არც ნაკლები 15 წლით მოხვდეს.



პაპუა - ახალი გვინეა




image


ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში მრუშობისთვის არა იმდენად მოღალატე ცოლი, არამედ მისი საყვარელი ისჯება - ქმარს მეუღლის საყვარლისთვის არა მხოლოდ თავის მოკვეთის უფლება, არამედ ვალდებულებაც კი გააჩნია, სიკვდილით დასჯამდე კი მამაკაცი იძულებულია თავისი საყვარლის ცერა თითი შეჭამოს.




ჩინეთი

image


გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყანაში ღალატი - დანაშაულად ითვლება, რომელიც კანონით ისჯება, ვინაიდან აქ საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს. ღალატისთვის საყვარელი ციხეში 2 წლით ხვდება, ხოლო მისი ქონების ნახევარი კი კონფისკაციას ექვემდებარება.



ვიეტნამი


image


საზრიანმა ვიეტნამელებმა გადაწყვიტეს, ღალატიც - ფულის შოვნის წყაროდ ექციათ, ამიტომ მოღალატე მეუღლე ვალდებულია ჩადენილი ქმედებისთვის 45 - 145 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს. ასე რომ, თუ მდიდარი ხარ, შეგიძლია იმდენი იმრუშო რამდენიც გაგიხარდება, ამასთან ერთად ყველაფერი ოფიციალურად და კანონის სრული დაცვით მოხდება.



0
880
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
880